მეტის ნახვა...

Generic selectors
მოძებნე სახელის მიხედვით!
მოძებნე შინაარსის მიხედვით!
Post Type Selectors
პროექტი
პოსტი

მინდა ანონიმურად ვწერო

და მივიკუთვნო ჩემი ლექსები

დავიჯერო

რომ სიტყვები მოსიარულე ასოებია

და მათი შეხვედრები ჩემს ლექსს ქმნიან

ეს ლექსი ტყეა

მისი სიტყვები მხოლოდ ასოებად მესმის

მათი არცერთი მნიშვნელობა ახლა არ მეხება

და ეს ლექსიც ჩემი არ არის

მე ლიანების სამაჯურებს ვქსოვ

და შვიდ მათგანში ვიხლართები

მინდა ვიყვირო

როცა მერვე ტოტს ტუჩებში გავიყრი

მისი თმები ხმებიან

ჩემი ხელები ელოდებიან წყალს და სიკვდილს ამ სიტყვებისგან

მე მას ველოდი ან მეც ის ვიყავი

ვინც გადახტა დაკეტილი ფანჯრიდან და შუშები შაქრად აქცია

მისი სიტყვები ნაჯახის ძალით მეჯახებოდნენ

და მხლეჩდნენ

ისე ქვემოთ ვარ რომ ვერსად დავეცემი

ფიფქის ძალა მსურს და გამძლეობა

მინდა წყლად ვიქცე

ერთ ყლუპად

რომელიც გაშრება და სხვა არაფრად

ხშირად მავიწყდება, რომ პოეტი ვარ.

მავიწყდება, ვიმახსოვრებდე ჩემს კოშმარებს და აღვწერდე,

გაჩვენებდე, რა აქცევენ ამ სიზმრებს კოშმარებად.

მაგრამ სიტყვები მეხსიერებას ეწინააღმდეგებიან,

მე საკუთარ თავს ვეწინააღმდეგები – ვკარგავ და ვეღარ ვცნობ.

ნაბიჯები არ იმეორებენ გზას.

მეორე დღის ქუჩა სავსეა ნაგვით.

ჩემი თმა ქარში იშლება და წარმოვიდგენ

ხუთი წუთის სიმარტოვეს,

რომლითაც ჩემი სიცოცხლე გახანგრძლივდა.

თითქოს ის ხმა მთის შიგნიდან მოდიოდა,

მისი ძალით ყველაფერი უნდა დამსხვრეულიყო, 

რასაც სიმღერით შეეხებოდა.

ისე ვგრძნობდი მთლიანობას,

შემეძლო, დროს შევხებოდი.

მაგრამ ის იცვლებოდა, ის იცვლებოდა სიზმრის სიჩქარით. 

მე მას ვკარგავდი და ვეღარ ვცნობდი. 

შეხვედრები კი გრძელდებოდა.

სანამ სხვა მაგიდა ჩაყლაპავს ჩემს თავს

ან ჩავწვდები ჯადოსნურ მიკროფონს და შველას ვითხოვ

მათგან ვისაც ვუმანსპინძლდები

სახის ძვლები გამიქრებიან

თავს ერთ მუჭად ვიქცევ და ავმღერდები

სად წავიდა ჩემი პირი

სად წავიდნენ ჩემი სიტყვები

ჩემი სიმღერა ხრიალია ცეცხლის კბილებით

მინდა შევაკვდე ჩემს სიმღერას

“… შენიშვნას არავინ მომცემდა მარტო ვიყავი”

“კარგია რომ ვერ შემნიშნეს”

                                                         მ. ჩ.

ჩემი ცოდნაა

იყო პოეტი მეგობარი

ჩემი ცოდნაა

ყველა ყოველთვის მარტო იყოს

მიყვარხარ ისე

როგორც სიკვდილს უყვარს მოკვდავი

თუმცა არ ვიცი ეს რას ნიშნავს

ჩემო მეგობარო

ჩვენ ძაფის ძალის იმედად ვართ

რომელიც გვაკავშირებს და რომელიც ისე გამძლეა

როგორც ბალახი ცვრის წინააღმდეგ

სანამ კიდევ უფრო მეტად გალამაზდება

ჩემი მუხლები ჭურჭელია წყლის და შიშის

ისე დავდივარ როგორც მწყურვალი 

და წყლის გზას ვირჩევ

ვიცი რომ შენზე ვფიქრობ და ეს არცერთი მარტოობით არ შეიცვლება

მინდა ღამურა თევზი ვიყო,

მაგრამ ვიცი, რომ ეს არ მოხდება და ეს სევდაც გამოგონილია

– ლექსის დასაწერად გავიფიქრე.

თუმცა, შემეძლო ასე დამეწყო: “როცა”

და უამრავი სიტყვისგან შემექმნა მორიგი აყროლებული თაიგული და მაინც მომერთმია თქვენთვის.

ახლაც მცემს ნეშტად შობილი იმ ლექსების სუნი, რომლებიც მაშინ დავწერე, როცა.

ამიტომ ვწყვეტ ამაზე ფიქრს

და ტკივილის გარეშე ვესალმები მათ სიცოცხლეს. ჩემი სალამი ტყუილია.

იყოს ნება ჩემი და ლოცვების მსგავს ლექსებს ვწერდე.

სიტყვებმა იციან, რომ არ ვლოცულობ და რომ ჩემს ლექსებს არ ამბობენ.

წითელი ფორმა მაქვს, მაგრამ წითელი არ მქვია.

იქნებ ლექსი გამოცანით დამეწყო ან ენა მომემტვრია თეთრი თრითინის თეთრ თრთვილზე თრთოლვით.

დროა ვიცოდე, რომ ენას თქმა ტეხს და არა წერა. 

გაუგებარია, რატომ მინდება ლექსის დაწყება და უცებ შეწყვეტა.

როცა ვწერ, სად ვარ?

გაუგებარია, ეს რატომ ვიკითხე, პასუხი ხომ ვიცი.

ეს ლექსი მეთევზის ტყუილია, რომელმაც დიდი ხანია შეწყვიტა თევზაობა და მოკვდა. 

ეს ლექსი მორიგი აყროლებული თაიგულია, რომელიც მაინც მოგართვით

და ამ ლექსის დასასრულივით, ახლა მეც ვყარვარ.

30 წლისამ გავიღვიძე,

იმ დროს, როცა მინდა, ფურცელზე წერას დავუბრუნდე და შევეშვა სიტყვების ეკრანებზე გამოსახვას,

ამ  მოსაწყენ საქმიანობას, მაგრამ ფეხები სიარულს მთხოვენ და სიარულის დროს მხოლოდ ასე წერაა შესაძლებელი. 

ვიღაც მინახავს, ვინც სიარულისას რვეულში წერდა, მაგრამ მისმა ნახვამ ჩემი უნარები არ გააუმჯობესა.

დავდივარ და ასე ვწერ, თან ყველა სიტყვაზე გული მერევა, თან ვჯაყჯაყებ.

არ მკიდია ჩანთა საგზლისთვის, 

არც გზაზე ვდგავარ,

ნაბიჯებს ვითვლი და მეცინება, რადგან ვიღაც მიყურებს და ის ვიღაც მე ვარ.

თავის ხელში აყვანას არ ვცდილობ, მცდელობის გარეშე, ჩემს ხელებს თვითონ ავყავარ იმ ვიღაცით.

ჩემი მიზანი ხდება, გადავრჩე და ყველა გადარჩენილი მივიღო, როგორც საკუთარი თავი.

ვიყო ყველა ის, ვისაც არ ესმის საკუთარი ხმის და ცდილობს გაიგოს.

დაცინვა ეკრანიდან: “იზრუნე იმაზე, რომ შენი ხმა იყოს გაგონილი”. 

რომელი ხმა & ვის მიერ? 

ეს სხვა რამაა. ეს ხმა სხვისია და გაგებული.

საწყალი მკვლელი კაცი მიმართავს მედიებს, რომ დაიცვას თავი ქალის სიცოცხლისგან. “ასე ჯობია”, ამბობს ბანი უმცროსი და მამამისს მისხმულ კეტჩუპს აშორებს ჰალსტუხიდან.

მე კი ვცდილობ ერთ დროში ვიყო და გასაგებად წერას მივყო ხელი.

ვთქვა და არ იყოს გაგონილი. ისევ ვთქვა და ისევ არ გაიგონ.

ისევ აქ ვიყო, საიდანაც ხმა არ ისმის, მე კი სიცოცხლე მინდოდეს და ამიტომ მაინც ვყვიროდე.

Widget is loading comments...

ს.კ, Ska Indigoth, სკა ინდიგოთი.

ასევე იხილეთ
saturnlyrik, 2024
თარგმანი, პოეზია
saturnlyrik, 2024
ანტონენ არტო – რათა დასრულდეს ღმერთის სამსჯავრო
თარგმანი, პოეზია, სხვადასხვა
ანტონენ არტო – რათა დასრულდეს ღმერთის სამსჯავრო
ვისენტე უიდობრო – ალტაზორი ანუ მოგზაურობა პარაშუტით
თარგმანი, პოეზია
ვისენტე უიდობრო – ალტაზორი ანუ მოგზაურობა პარაშუტით
რობერტო ბოლანო – ლექსები
თარგმანი, პოეზია
რობერტო ბოლანო – ლექსები
გვანცა ბახუტაშვილი – ლოცვები და შელოცვები
პოეზია
გვანცა ბახუტაშვილი – ლოცვები და შელოცვები
ფილიპ ლამანტია – გახილულება
თარგმანი, პოეზია, სხვადასხვა
ფილიპ ლამანტია – გახილულება
ელის ქოუენი
თარგმანი, სხვადასხვა
ელის ქოუენი
თეონა კომახიძე – ლექსები
პოეზია
თეონა კომახიძე – ლექსები
კიმ კიონ ჯუ – უცხო
თარგმანი, პოეზია
კიმ კიონ ჯუ – უცხო
ინტერვიუ კიმ კიონ ჯუსთან – ესაუბრა ჯეიკ ლევინი
ინტერვიუ
ინტერვიუ კიმ კიონ ჯუსთან – ესაუბრა ჯეიკ ლევინი
კიმ კიონ ჯუ – მეოცნებე
თარგმანი, პოეზია
კიმ კიონ ჯუ – მეოცნებე
ივა თადიაშვილი – სიტყვის სიზმრისებრობა
პოეზია
ივა თადიაშვილი – სიტყვის სიზმრისებრობა
ალენ გინსბერგი – ოდა მარცხს
პოეზია
ალენ გინსბერგი – ოდა მარცხს
მარი ჩხაიძე – ჩემს გულისცემას ყველა ხე გრძნობდა
პოეზია
მარი ჩხაიძე – ჩემს გულისცემას ყველა ხე გრძნობდა
AnnA Blume – მე კუბში ვარ
პოეზია
AnnA Blume – მე კუბში ვარ
438