© saturnlyrik.de, ანი სირაძე, გვანცა ბახუტაშვილი, ივა თადიაშვილი,
ირაკლი შარმიაშვილი, სკა ინდიგოთი, მარი ჩხაიძე,
ნიკა გეი, თეონა კომახიძე, MIRKANI, ირაკლი ყოლბაია, ზურა ნეფარიძე,
YEVGENIY BREYGER, ROBERT STRIPLING, ALKE STACHLER
/თბილისი, 2024

სატურნლირიკის პოეტები იზიარებენ საერთო ვნებას, გამოიკვლიონ მეტაფიზიკური თემები და ემოციები, რომლებიც ჩვეულებრივი რეალობის მიღმა იმალებიან. ისინი დასდევენ სიტყვებს, რომლებიც ქარივით ტრიალებენ ოცნებებისა და ხილვების მუდმივ ბრუნვაში. აქ აბსტრაქტული და ილუზორული სამყაროების შერწყმით გავლებულია უხილავი ძაფები, რომლებიც ერთმანეთთან აკავშირებენ სიზმრებს, ქარებს, პლანეტარულ სინათლეებს და სხვა გზავნილებს. ეს არის კრებული, რომელიც იწვევს პოეტს და მკითხველს, გადაკვეთოს სიტყვების საზღვრები და ჩაუღრმავდეს წარმოსახვის იდუმალ შრეებს.
ჩვენი პოეტური გაერთიანებისთვის პლანეტა სატურნი თავისი ორსახოვანი, დუალისტური ბუნების გამო გახდა შთაგონების წყარო (“სატურნისთავიანი ადამიანები”, 2015). ერთი მხრივ, მას სახელი მიწათმოქმედების ღმერთის საპატივცემულოდ ეწოდა და იგი მის მშრომელ, კეთილ და დაუზარელ ბუნებას გამოხატავს, მეორე მხრივ კი ამ პლანეტის შიდა გარსი და რგოლები დაფარულია მტვრით, ყინულით და ქვიანი მასით, რომლებიც მარტოობაში და წყვდიადშია მოქცეული. სატურნის ამ ორმაგ ბუნებას, აღწერს სტალინგსი თავის ლექსში, “სატურნალია”:

“ღმერთები ჩუმად არიან სიცარიელეში,
მათი დაპირებები ადამიანებისადმი
ისეთივე ჩახლართულია, როგორც სატურნის ლაბირინთი,
მისი ბუნდოვანი რგოლები,
მისი ამოუხსნელი ექვსკუთხედი,
მისი სამი ასპექტი – ადამიანი, ლომი და არწივი. ღმერთები გვითვალთვალებენ უსასრულო სიშორიდან,
მათ ბევრი რამ იციან. ისინი არ ითხოვენ წყალობას.
სატურნმა ბავშვები შთანთქა,
მან უბოძა ბავშვებს სიცოცხლე.”

ჩვენ ერთმანეთისთვის ხან ჩრდილები ვართ, ხან სინათლეები. ჩვენი კავშირი წლების მანძილზე იყო ინდივიდუალური თუ ჯგუფური თვითგამოხატვის საზრდო, რამაც კიდევ ერთი საერთო კრებულის შექმნისკენ გვიბიძგა (“რენში* სიზმრებით”, 2019).
წინამდებარე კრებული კი “რენშის” და saturnlyrik.de-ს საერთო სხეულია. ეს პლატფორმა შევქმენით საკუთარი (და არა მხოლოდ) პოეზიის და პოეზიის თარგმანების გამოსაქვეყნებლად. saturnlyrik.de ინახავს და აჟღერებს ერთმანეთისგან ფიზიკურად დაშორებული მეგობრების სიტყვებს.
ამ კრებულში შეხვდებით ავტორებს, რომლებსაც ჩვენს წინა კრებულებში არ შეხვედრილხართ, მათ შორის გერმანულენოვან პოეტებსაც – რომლებთან კავშირის შეგრძნებაც ჩვენი ემიგრაციული ისტორიის მნიშვნელოვანი ნაწილია.

ეს კრებული saturnlyrik.de-ს პირველი, თვითდასახელებული გამოცემაა და ისევე როგორც ჩვენი სხვა წიგნები, იბეჭდება პრინციპულად დამოუკიდებლად.

 

თეონა კომახიძე

 

*რენში – ტრადიციული იაპონური “რენგას” მოდერნიზებული ვარიანტი, თავისუფალი ფორმის ლექსს გულისხმობს, რომელსაც ერთად წერს (ერთგვარ ურთიერთშთაგონებულ მსვლელობად) პოეტების ჯგუფი. (ირაკლი ყოლბაიას წინასიტყვიდან კრებულისთვის რენში სიზმრებით”)

Widget is loading comments...
ასევე იხილეთ
saturnlyrik, 2024
თარგმანი, პოეზია
saturnlyrik, 2024
ანტონენ არტო – რათა დასრულდეს ღმერთის სამსჯავრო
თარგმანი, პოეზია, სხვადასხვა
ანტონენ არტო – რათა დასრულდეს ღმერთის სამსჯავრო
ვისენტე უიდობრო – ალტაზორი ანუ მოგზაურობა პარაშუტით
თარგმანი, პოეზია
ვისენტე უიდობრო – ალტაზორი ანუ მოგზაურობა პარაშუტით
რობერტო ბოლანო – ლექსები
თარგმანი, პოეზია
რობერტო ბოლანო – ლექსები
გვანცა ბახუტაშვილი – ლოცვები და შელოცვები
პოეზია
გვანცა ბახუტაშვილი – ლოცვები და შელოცვები
214