ლუიზა გლუქი

თარგმანი: ს.კ.

მეტის ნახვა...

Generic selectors
მოძებნე სახელის მიხედვით!
მოძებნე შინაარსის მიხედვით!
Post Type Selectors
პროექტი
პოსტი
დამხრჩვალი ბავშვები
ხომ იცი, მათ არავინ არ მოიკითხავს,
ამიტომ ბუნებრივია, ისინი უნდა დაიხრჩონ.
ჯერ ყინულმა მოიცვას,
და შემდეგ, მთელი ზამთარი, მათმა შარფებმა
მათსავე გვერდით უნდა იცურონ, ვიდრე ისინი იტივტივებენ,
სანამ საბოლოოდ გაჩუმდებიან.
აი, უკვე, მათ სხეულებს ტბორი არწევს
მრავალფერი ბნელი მკლავებით.
მაგრამ სიკვდილი მათთან სხვა  გზით მოვიდოდა,
თავიდანვე, შობასთან ერთად,
თითქოს ისინი მუდამ ბრმები და უწონოები ყოფილიყვნენ.
ასე რომ
დანარჩენი ნაოცნებარია, სანათი, თბილი თეთრი ნაჭერი, რომელიც მაგიდას ფარავდა,
მათ სხეულებს ფარავდა.
მათ მაინც გაიგეს სახელები, რომლებსაც იძახდნენ,
და გადაიქცნენ ტბორზე მოტივტივე სატყუარებად:
რას ელოდები,
დაბრუნდი სახლში, სახლში მოდი,
წყლებში დაკარგულო, ლურჯო, მარადიულო ბავშვო.
მესინჯერები
შენ უბრალოდ უნდა დაიცადო, ისინი გიპოვიან.
ბატები ფრენით ტბორს მიუახლოვდნენ,
ბრჭყვიალა შავ წყალს.
ისინი გპოულობენ.
და ირმები _
რა ლამაზები არიან,
თითქოს საკუთარი სხეულებითვე არ იზღუდებოდნენ.
ნელ-ნელა თავისუფლდებიან, სცდებიან
მზის შუქის ბრინჯაოსფერ წინაღობებს.
რატომ იდგნენ ასე მშვიდად, რას ელოდნენ?
თითქმის უძრავად, ვიდრე მათი გალიები იჟანგდებოდნენ,
ბუჩქები ქარში იკანკალებდნენ,
მოხრილები, უფოთლოები.
შენ უბრალოდ უნდა დაიცადო, რომ ასე მოხდეს,
ეს ხმა გამოსცე, ამოუშვა,
როგორც მთვარეა მიწიდან ამოთხრილი და ამაღლებული
ისრებით სავსე წრის ცენტრში,
სანამ ისინი შენს წინაშე გაჩნდებიან,
როგორც ხორცით შემოსილი სიკვდილი
და შენ დაჭრილი, და მათზე გამარჯვებული.
Widget is loading comments...
ასევე იხილეთ
ლუიზა გლუქი – დამხრჩვალი ბავშვები; მესინჯერები
თარგმანი, პოეზია
ლუიზა გლუქი – დამხრჩვალი ბავშვები; მესინჯერები
ბერნადეტ მაიერი
თარგმანი, პოეზია
ბერნადეტ მაიერი
ივა თადიაშვილი – “გინახავს სადმე ცოცხალი ინდიელი?”
პოეზია
ივა თადიაშვილი – “გინახავს სადმე ცოცხალი ინდიელი?”
saturnlyrik, 2024
თარგმანი, პოეზია
saturnlyrik, 2024
ანტონენ არტო – რათა დასრულდეს ღმერთის სამსჯავრო
თარგმანი, პოეზია, სხვადასხვა
ანტონენ არტო – რათა დასრულდეს ღმერთის სამსჯავრო
ვისენტე უიდობრო – ალტაზორი ანუ მოგზაურობა პარაშუტით
თარგმანი, პოეზია
ვისენტე უიდობრო – ალტაზორი ანუ მოგზაურობა პარაშუტით
რობერტო ბოლანო – ლექსები
თარგმანი, პოეზია
რობერტო ბოლანო – ლექსები
გვანცა ბახუტაშვილი – ლოცვები და შელოცვები
პოეზია
გვანცა ბახუტაშვილი – ლოცვები და შელოცვები
ფილიპ ლამანტია – გახილულება
თარგმანი, პოეზია, სხვადასხვა
ფილიპ ლამანტია – გახილულება
116