პოეზია

უილიამ კარლოს უილიამსი

თარგმანი: ს.კ.

მდუმარება

ერთ დღეს, სამოთხეში,
იცინოდა

ბოშა,
როცა ფოთლების

თვინიერებას შეხედა –
ისე ბევრს

ისე ხარბს
და მდუმარეს.

 

აფრიკა

შეწყვიტე
წერა,
წვერი მოუშვი,
მაროკოში,

იარე ქუდის გარეშე
როგორც საბრალო მოხერხებულმა,
რომელიც უდაბნოს ხვატს
არ შეუშინდა,

ან ჩამოჯექი,
ბატონივით
სასტუმროს აივანზე
და თვალი შენს გემს ადევნე,

სანამ შენს ქალებს
ღვინო მოაქვთ
და საჭმელი
მხოლოდ შენთვის,

არ იფიქრო ენაზე,
ფული აკეთე,

ილაპარაკე მხოლოდ
აუცილებლობის დროს,

როგორც სწორია.

 

სრულად განადგურება

ყინულოვანი დღე იყო.
ჩვენ კატას ვმარხავდით
შემდეგ ვიღებდით მის ყუთს
და ვწვავდით

უკანა ეზოში.
რას მწერებისგან დარჩა
მიწისგან და ცეცხლისგან
სიცივისგან კვდებოდა.

 

ჩამოსვლა

და მაინც როგორღაც ჩამოდის
კაუჭს ხედავს
მის კაბაზე
უცნობ საძინებელში მოცილებულს –
გრძნობს, როგორც შემოდგომა
აბრეშუმის და სელის ფოთლებს
საკუთარი ტერფებს შორის.
ხელმისაწვდომი დაძარღვული სხეული ჩნდება,
საკუთარი თავის გარშემო
ზამთრის ქარივით მქროლი.

 

სიყვარულის სიმღერა

მე აქ ვარ და ვფიქრობ შენზე –

ნიშანია სიყვარულის
სამყაროში!
ყვითელი, ყვითელი, ყვითელი
იჭმებიან ფოთლებში,
იფარებიან ზაფრანით
რქებიანი ხეები, რომლებიც
პრიალა იისფერ ცაში იჭრებიან!
არაფერი ანათებს,
მხოლოდ თაფლივით სქელი ლაქები
წვეთავენ ფოთლიდან ფოთოლზე
და ტოტიდან ტოტზე
და აობებენ ფერებს
მთელს სამყაროში!

შენ იქ ხარ, შორს
ღვინისფერი კანტი დასავლეთის.

Widget is loading comments...
ასევე იხილეთ
ფილიპ ლამანტია – გახილულება
თარგმანი, პოეზია, სხვადასხვა
ფილიპ ლამანტია – გახილულება
ელის ქოუენი
თარგმანი, სხვადასხვა
ელის ქოუენი
თეონა კომახიძე – ლექსები
პოეზია
თეონა კომახიძე – ლექსები
კიმ კიონ ჯუ – უცხო
თარგმანი, პოეზია
კიმ კიონ ჯუ – უცხო
ინტერვიუ კიმ კიონ ჯუსთან – ესაუბრა ჯეიკ ლევინი
ინტერვიუ
ინტერვიუ კიმ კიონ ჯუსთან – ესაუბრა ჯეიკ ლევინი
კიმ კიონ ჯუ – მეოცნებე
თარგმანი, პოეზია
კიმ კიონ ჯუ – მეოცნებე
ივა თადიაშვილი – სიტყვის სიზმრისებრობა
პოეზია
ივა თადიაშვილი – სიტყვის სიზმრისებრობა
ალენ გინსბერგი – ოდა მარცხს
პოეზია
ალენ გინსბერგი – ოდა მარცხს
მარი ჩხაიძე – ჩემს გულისცემას ყველა ხე გრძნობდა
პოეზია
მარი ჩხაიძე – ჩემს გულისცემას ყველა ხე გრძნობდა
26