პოეზია

ჰაიზე

*

და სწორედ მაშინ როცა

ყველაფერი გულწრფელი ბედნიერების ნაპერწკლებად ჩანდა

ჩვენ გავსხივოსნდით აკრძალული ხის ნაყოფის უგზოუკვლო ჩანაძახებით

ჩვენს გაყოფილ გონებაში.

ეს წმიდა სიტყვები იყო, ედემის შხამი

რომელიც გვაბრუნებდა გამუქებულ რეალობაში , სახელად წარმოსახვა.

ის ჩიტების წკრიალა ჭიკჭიკად წარმოთქვამდა ყვავთა ჭყრიალს

როცა თვალახვეულნი ვიწექიც მარტოსულთა მდინარესთან

მე…..მე და მე.

მხოლოდ ათასწლეული დისტანციით მოშორებულ

ედელქაოსს შეეძლო აეხილა თვალები ჩვენთვის

მაშინ როცა სხვა ყველას დააბრმავებდა

 

*

სევდის მყინვარე განცდაში

გვასწავლე როგორ ვყოფილიყავით ერთიანი მხურვალე ბრბოსთან

ფატა აგვეხადა წმინდა ორდენისთვის

როცა მგალობელთა გალობას ხმა ჩასწყდებოდა სიმუნჯის ნასახით.

გვიამბე დიდებული ამბები ორპირ სიყვარულზე

მარტვილთა თავს შესხმულ სისხლიან გვირგვინებზე

მაგრამ მშივრად მყოფთ და ავად მყოფთათვის ვერ იძებნები

შიმშილის და დაავადების ფატალურ წამიერებაში…

ჩვენ ახალგაზრდა  და ძლიერნი ვართ

შინაგან ძალაში ვმეტამორფოზდებით

თვით სიძლიერედ

ნეკნებიდან გულს ვიღებთ და ისმის ჩვენი ბობოქარი ხმა!

რომ არ დავიჯერებთ ამ ეკალ ბარდიან ტყუილს

როდესაც სიბნელე ერთადერთი რამ არის რასაც ხედავ ხილული არის ნეტარე ღვთის გმობა…

გავაჩუმოთ დაკრუნჩხულნი სიწმინდე

რათა ნაკურთხი ჯაჭვი მოვხსნათ ტანჯულ ზეციერ ტყვეებს.

უდროოდ მყოფთ ალეგორიისთვის

მხოლოდ ერთი  მომაჯადოვებელი ხმა.

გავაერთიანოთ მარტოხელა მგლოვიარენი უბრალო მსახურებმა

ჩვენიღირსება უკაცრიელია

გაიგონ ჩვენი ყვირლი ხმამაღლა!

*

„ჰაიზე“!

და გაისმა ჩემი სახელიც დელირიის სიბნელე-სიმარტოვეში.

ის თავისი ეკლიანი ჯაჭვების ჟღარუნით მიახლოვდებოდა,

უფრო და უფრო ახლოს უკნიდან

სანამ მისი სუნთქვა ჩემ იარიან კეფაზე არ იგრძნობოდა.

ის მისი მაცდური მომაკვდავი ხმით მპირდებოდა

რომ ჩემ შარდს ღვინოდ აქცევდა,

შინდისფრად წითელი სისხლის სითხედ,

მიბირებდა თავის თეთრ სიჩუმეში

სადაც ყველანი სუბსტანცია-კონცეფცია

ვიყავით გაყინული ჯოჯოხეთის სიცივეში

და მუდმივ სიღატაკეში მარტონი…

მას ამოძრავებდა მკაფიო გაორების შხამიანი ხიბლი, რითაც ჩვენ არ გამოვირჩეოდით

მისი ძალაუფლების და უსამართლო პირველობის სურვილი იყო როგორც ბებერი ყორანი

რომელიც მსოფლიოს შავ თეთრად ხედავდა

ფერების მიხედვით კომპლექტი ახდენდა მარტივი სიკეთის და მარტივი ბოროტების კლასიფიკაციას

რომელიც იყო ჩვენი გამოცდილება და ცხოვრება, თუნდაც ეკალჯაჭვში გახვეული…

 

 

Widget is loading comments...
ასევე იხილეთ
ფილიპ ლამანტია – გახილულება
თარგმანი, პოეზია, სხვადასხვა
ფილიპ ლამანტია – გახილულება
ელის ქოუენი
თარგმანი, სხვადასხვა
ელის ქოუენი
თეონა კომახიძე – ლექსები
პოეზია
თეონა კომახიძე – ლექსები
კიმ კიონ ჯუ – უცხო
თარგმანი, პოეზია
კიმ კიონ ჯუ – უცხო
ინტერვიუ კიმ კიონ ჯუსთან – ესაუბრა ჯეიკ ლევინი
ინტერვიუ
ინტერვიუ კიმ კიონ ჯუსთან – ესაუბრა ჯეიკ ლევინი
კიმ კიონ ჯუ – მეოცნებე
თარგმანი, პოეზია
კიმ კიონ ჯუ – მეოცნებე
ივა თადიაშვილი – სიტყვის სიზმრისებრობა
პოეზია
ივა თადიაშვილი – სიტყვის სიზმრისებრობა
ალენ გინსბერგი – ოდა მარცხს
პოეზია
ალენ გინსბერგი – ოდა მარცხს
მარი ჩხაიძე – ჩემს გულისცემას ყველა ხე გრძნობდა
პოეზია
მარი ჩხაიძე – ჩემს გულისცემას ყველა ხე გრძნობდა
48