პოეზია
თეონა კომახიძე
I
ნუ ელი იმას ვინც ბრმაა როგორც ბალახი
იგი ცივია და უდარდელი
ათასწლოვან წრედ ევლება იმის თვალებს ვინც მას უყურებს
იგია მკვდართა მეფე და მათ მკვლელთა მესაიდუმლე
თავად მკვლელია და ხეიბარი
ჩამომხრჩალია და მისი გული გაბზარული წმინდა თვალია
მისი ტირილი ვარდს შეკაზმავს გამთენიისას
მთის ძირში ჩანაყეფი სიტყვის ცეცხლია
ალმოდებული ასოძრავით და კვნესის ურემით
ან იქნებ იგი ყეფს ყეფს ყეფს გამალებით
სანამ მის წინ არ აღმოჩნდები თმაგაშლილი და უძინარი
შენი სიტყვები მიწას დაძრავენ
ის გაჩუმდება ან მოელვარე ფიცის წინათქმას იწყებს
დაფდაფები მისი სიზმრიდან ლოდებად იქცნენ
„აყროლდებოდა, მეოთხე დღეა“
ლოდი ქრება და სანაცვლოდ შენ გამოდიხარ ბნელი ღრმულიდან

II
მას დაესიზმრა რომ მისი ნისკარტის აკვანი
განაწყენებულ ბავშვს უღიღინებდა
მას ატყავებდნენ
მისი თვალი ძაფებად დაირღვა
დაე არასოდეს დაიძინოს დაიკივლა მან
არასოდეს დაიძინოს ვინც შენს დაკლაკნილ ხმაში ცხოვრობს
ასე უთხრა არ მოგკლავ
მაგრამ სამარადისოდ ჰაერში იქნები ჩამოკიდებული
შენი ხმა საგრილობელი იქნება სამყაროსთვის
და შენი ხელებიდან ამოხეთქავს ხმაური როგორც ხომალდების ამოსუნთქვა
და შენი ხმა კითარის სიმებზე მეტად დაიკლაკნება
მშვიდობით საამურო ცხოველმყოფელო
სიტყვით სალი კლდეების ყინულების ამრეკლავო
ვინც ამ სიტყვის ნაგლეჯებზე ხეირს პოვებ
„ნუთუ ესეც სიზმარია?“ – ფიქრობდა გაოცებული
არა არა არა შენ ზამბარა ხარ ეხმიანებოდა ის
და იკუმშები როგორც დიდი მწვანე მინდვრები იკუმშებიან მარტო დარჩენილი ძაღლებისთვის
შენ დაგესიზმრა მინდორი
დიდი ლოდებით
და ათასი მოწვიმარი ქანქარა სიტყვით
დაგესიზმრა სხვისი შვილი
დარბაზების აკიაფებული თვალების შუქით და თვალების გარშემო პატარა ბუჩქნარით
ის შენი პირის ჭრილში იჭვრიტებოდა და ხარხარებდა

III
ის ვინც ჩემი თვალიდან იდევნება
ღამეული აჩრდილების ვერცხლისყურა საგალობლებით
მისი ღიმილის გალავანი ირღვევა და
უკან აბრუნებს წარღვნადქცეული ჩიტის აჩრდილს.
ის სამყაროდან გარეთ ხტება
მისი ფანრით გამოკვებილი ციცინათელა შენობები დორბლიან მხეცებად იქცნენ
მისი ეჭვიანი მზერა მიმართული ბრბოსკენ ჩანაცრდა
რვა ასწლეული თვალი გააცილებს ბავშვებს არსაითკენ
სადაც შენ უკვე იმყოფები

Widget is loading comments...
ასევე იხილეთ