პოეზია
ჯენი ჯოზეფი
თარგმანი: ს.კ.
გაფრთხილება
როცა მოვხუცდები, იისფერს ჩავიცვამ,
წითელ ქუდს დავიხურავ, რომელიც არ მომიხდება.
და მთელ პენსიას ბრენდიში და საზაფხულო ხელთათმანებში გავფლანგავ
და სატინის სანდლებში და ვიტყვი, რომ არ გვაქვს ფული კარაქისთვის.
ჩამოვჯდები ტროტუარზე თუ დავიღლები
და შევიჭრები მაღაზიებში და განგაშის ზარს დავრეკავ
გავუყვები მოაჯირებს ჯოხის კაკუნით
და შევავსებ ჩემი ახალგაზრდობის სიფხიზლეს
ვივლი წვიმაში ფლოსტებით
და მოვწყვეტ ყვავილებს სხვების ბაღებიდან
და ვისწავლი ფურთხებას.
თქვენ შეგიძლიათ ჩაიცვათ საშინელი მაისურები და გასუქდეთ
და მიირთვათ სამი ფუნტი ძეხვი ერთ ჯერზე
ან მხოლოდ პური და მწნილი იმყოფინოთ ერთი კვირისთვის
და გადაუძახოთ კალმებს და ფანქრებს და ლუდის საცობებს ყუთებში.
მაგრამ ახლა ჩვენ უნდა ვიცვამდეთ იმას, რაშიც არ შეგვცივდება
და ვიხდიდეთ ქირას და ქუჩაში ბრაზს ვიკავებდეთ
და უნდა ვიყოთ მოდელები შვილებისთვის.
უნდა დავპატიჟოთ მეგობრები სადილზე და გაზეთები წავიკითხოთ.
იქნებ საჭიროა, გავივარჯიშო,
რომ სხვები, ვინც მიცნობენ, მერე არ გაოცდნენ
თუ მოულოდნელად, მოვხუცდები და იისფერის ჩაცმას დავიწყებ.
ასევე იხილეთ
