პოეზია

სკა ინდიგოთი

აქ ამ უხილავ ფარდებს შორის
და ეკრანებს ლავანდებით
შროშანებით
შლი და ეკიდები
როგორ ჟღერენ წითელი სინათლეები
ცეცხლის ძვლებს ეცმებიან
გამოდი ვინც ხარ და სხვა დაიწყე
სიტყვები წყლად იქცნენ
ნაბიჯებად და ისინი იღვრებიან
ებმებიან ენის წვერზე მდგომ სითხეებში
ლურჯი ხმების სინათლეებში
მისი ნაწილები და მიწები
მისი გზები
ყველა მათგანი აქაა
ამ ბაღის ირგვლივ
უკუღმა მთის და ენის ბოლოებში
მცენარეებში
ისინი ვერ ხედავენ შენს მოჭრილ ტოტებს
ცეცხლის კალთებში
მასში მხოლოდ სიტყვებია
საკმარისზე მეტი თეთრი ნარჩენებით
static x სწორი ხაზი
evil disco
კატარკინები სურათებზე
როცა სხვა ოთახია და სხვა ხეები

ვაგონები ფერებს იმატებენ ლურჯში
ლურჯის ლოდინში და დასავლეთის ხმების
და ბორბლების
მისი სამი ფეხი დაცულია სამყაროს სიკეთეებისგან სილამაზისგან
ბაღების და სიმღერების
დღეები გავლილია
მოკვდა და გადარჩა – ისმის ნიჟარიდან
– სიზმრის ყურებიდან
ის ხარბად დადის
ქალაქის წყლიანი მიწებიდან თესლებს თხრის და იკვებება
შესაძლებლობისთვის
ცუდი დროისთვის
წერ
სისხლით და პურით
ხორცის მდელოებზე
მიწის წვეთებით
შენი ოთახი დაცლილია
დილისგან და სამალავისგან
შენი ოთახი ყვავილებისგანაც დაცლილია
ისინი დგანან გარეთ და ბაღში გომბეშოების
სად არიან გომბეშოები
გამოხრული სიტყვებიდან
ტბებიდან და ხეებიდან
თავს იქრობენ მენივთეები

თეთრ ცას და ლურჯ ხელებს
სხვა მაძიებლის
სხვა ნათების
სხვა შუქის
ისინი აქ არიან
და არ ვიცოდი და ველოდი ამ ცას
ამ ხელებს
და არ ვიცოდი რომ მათ ენაში მიწა იდო
რომ მათ ეძინათ
მისოს წვნიანში
რომ კვდებოდნენ
შემეძლო კვლავ ჩამერგო ბათინკები მდინარეებში
ყველაფერი დამეკარგა და არ მცოდნოდა რომ ყველაფერი ისევ წინაა
კვლავ ჩნდება და ისმინება
ყელში და ქარში
იყინება
და მეფიქრა სხვა უკვალო მთვარეებზე და საკვამურებზე
ბზარებიდან
სიტყვებიდან
იმ საზარელ ხმებზე გამოღვიძების

Widget is loading comments...
ასევე იხილეთ
ფილიპ ლამანტია – გახილულება
თარგმანი, პოეზია, სხვადასხვა
ფილიპ ლამანტია – გახილულება
ელის ქოუენი
თარგმანი, სხვადასხვა
ელის ქოუენი
თეონა კომახიძე – ლექსები
პოეზია
თეონა კომახიძე – ლექსები
კიმ კიონ ჯუ – უცხო
თარგმანი, პოეზია
კიმ კიონ ჯუ – უცხო
ინტერვიუ კიმ კიონ ჯუსთან – ესაუბრა ჯეიკ ლევინი
ინტერვიუ
ინტერვიუ კიმ კიონ ჯუსთან – ესაუბრა ჯეიკ ლევინი
კიმ კიონ ჯუ – მეოცნებე
თარგმანი, პოეზია
კიმ კიონ ჯუ – მეოცნებე
ივა თადიაშვილი – სიტყვის სიზმრისებრობა
პოეზია
ივა თადიაშვილი – სიტყვის სიზმრისებრობა
ალენ გინსბერგი – ოდა მარცხს
პოეზია
ალენ გინსბერგი – ოდა მარცხს
მარი ჩხაიძე – ჩემს გულისცემას ყველა ხე გრძნობდა
პოეზია
მარი ჩხაიძე – ჩემს გულისცემას ყველა ხე გრძნობდა
41