პოეზია

ჯოელ ნიუბერგერ

თარგმნა ირაკლი ყოლბაიამ

ვარსკვლავი

 

ხანდახან წყალი, ხან კი სინაზე, მაგრამ ვარსკვლავები ისე, როგორც დღისით, არასდროს კაშკაშებენ. ხშირად თვალებს გვისუქებენ. ნარგიზები და ბრწყინვალე ბალახები, ისისის გამოცხადებები როქევეი ბიჩის შუადღეობით, ნაბიჯის ხმისა და ნიორას მორჩილი, ცურვის მონასმებს მოწიწებული. ტალღები, ჩვენ სხეულთა მსწავლელები, თავს იშიშვლებენ.

რამდენი ვუცადეთ ვრცელი ზღვის გადაკვეთას . . . მე არ ვჩქარობდი, შენ კი აქ, ჩემს წინაშე ცურავდი, თუმც წყალი მეტისმეტად ცივი იყო. სხვა ზოგიერთი ადრიან გადაევლებოდა ტალღების ქოჩორს. მეტია, ჯერაც რომ უნდა მოვიდეს, კიდევ ერთი-ორი, ანდაც მრავალი, მთელ ოკეანეს რომ წაიმძღვარებს.

ხანდახან, მწამს, ვხედავ, მათ, ამ არშობილ ღვიძლდაძმებს, სადაც წყალი წყალს ერთვის, მიმოქცევისგან დანატოვარ გუბურებსა და მორევებში, ოკეანურ წამოწვიმვებში, როცა კი ერთმანეთს ვკოცნით. იქ ტალღები ერთურთს ეხმებიან, და თუ მათთვის ყურმოკვრა გაგიმართლებს, ზღვას ეცი, მოუსმინე რას ამბობენ. როდის მოვლენ? მე მოვზღვავდები და ვიქნები ზღვარგადასული, და მერე ავი, მეყვარები, და ვიქნები მომთმენი.

ისისის გაფაციცებულ თვალქვეშ, მე თავად ვურიე ხელი წყალს მთელი ეს დრო, და ისეა, თითქოს ყველაფერი შემეძლოს. ხელს ვღვრი საგნებში, რომლებსაც ვეხები. ხელს ვღვრი გულებში, რომლებსაც განვკურნავდი.

მაგრამ მცურავებს შორის, მოქნილებსა და თვალმოსავალებს, უმწკივლოებს, ლამაზებს, წყლის მსახურებს შორის, მოღალატე მეწოდა. თუმც სათნო იყო ჩემი მონასმი, პირველშობილთაგან ზოგიერთმა ჩურჩული იწყო. ეჭვი ეცხო ჩემს ქმედებებს. ჭორი მოედო შემომავალ ტალღებზე შემდგარი ქაფის ჩემგან კვეთას. მოღალატეო, ამბობენ ისინი. მზისით რას გავაწყობ? როცა ვარსკვლავები მოთვლადია, ვინ ვერ ამოიკითხავს საკუთარ წერას? კაცთა ქალაქების მომტოვებელი, სანაპიროებზე ძილს დავეჩვიე.

ო . . . მეორე მხარეს ყველა ჩვენგანს ხვდა და-ძმათა ზიზღი. დაგმანულ მათარებში გადამალულები, ოკეანეზე ტივტივად მიგვცეს უდავო სიკვდილს.

უდავოდ, ვცხოვრობთ მიწაზე, თავის ჩვენი სხეულებით შეხება რომ უყვარს, ღმერთებს შორის, გონებს რომ გვირეცხენ და ვარსკვლავებს, სხვა სახეთა სილამაზეს ჩვენს თვალებს რომ გვრიან. გულს ამოჭამს ეს ამდენი ჭორი, მაგრამ ჩურჩულს არასდროს შეწყვეტს, ჩამჩურჩულებენ რაც არ მცოდნია. მალე, უდავოდ, ამოსული იქნება წყალი, და ყველა ჩვენგანი აქ თავმოყრილი, მკვდრებიც კი, ჩემ წინაპართა საზარელი ზურგითცურვა, პლატონის სხარტი პეპელა, მომავლის გოგო-ბიჭები, წყლაზე გასაჩერებლად მოთქაფუნე ქერუბიმი და სერაფიმი. ეს იქნება დღე დიდი წარღვნისა, წყვდიადისა ამჯერად, რომელიც, ამორგავს კამის ღეროს ყოვლისმცოდნეობისაგან, სიტკბოებით გვივსებს ორივე ფიალას.

Widget is loading comments...
ასევე იხილეთ
ლუიზა გლუქი – დამხრჩვალი ბავშვები; მესინჯერები
თარგმანი, პოეზია
ლუიზა გლუქი – დამხრჩვალი ბავშვები; მესინჯერები
ბერნადეტ მაიერი
თარგმანი, პოეზია
ბერნადეტ მაიერი
ივა თადიაშვილი – “გინახავს სადმე ცოცხალი ინდიელი?”
პოეზია
ივა თადიაშვილი – “გინახავს სადმე ცოცხალი ინდიელი?”
saturnlyrik, 2024
თარგმანი, პოეზია
saturnlyrik, 2024
ანტონენ არტო – რათა დასრულდეს ღმერთის სამსჯავრო
თარგმანი, პოეზია, სხვადასხვა
ანტონენ არტო – რათა დასრულდეს ღმერთის სამსჯავრო
ვისენტე უიდობრო – ალტაზორი ანუ მოგზაურობა პარაშუტით
თარგმანი, პოეზია
ვისენტე უიდობრო – ალტაზორი ანუ მოგზაურობა პარაშუტით
რობერტო ბოლანო – ლექსები
თარგმანი, პოეზია
რობერტო ბოლანო – ლექსები
გვანცა ბახუტაშვილი – ლოცვები და შელოცვები
პოეზია
გვანცა ბახუტაშვილი – ლოცვები და შელოცვები
ფილიპ ლამანტია – გახილულება
თარგმანი, პოეზია, სხვადასხვა
ფილიპ ლამანტია – გახილულება
85