პოეზია
სკა ინდიგოთი
I
ინკუბუსს სძინავს
და სისხლში ჟანგს იგროვებს
და სისხლში ჟანგს იგროვებს
ის მარტოა
და წვიმა ირწევა
შესაძლოა იყოს მსხვერპლი დასიზმრების და გამოღვიძების
შესაძლოა ეს გზა ნაბიჯებში ეჩრება და ყოფს ხანგრძლივობას
შესაძლოა ეს გზა ნაბიჯებში ეჩრება და ყოფს ხანგრძლივობას
მისი ძილის და სიტყვების
რომლებსაც აქ გამოსცემს მომღიმარი პირით
შეზღუდული ფუნქციების მქონე ანგელოზისთვის
ბორბლებიანი ზურგით
გათენებამდე ჩავედი ლიუბეკში
სანამ იტყოდნენ თანხმობაზე და მშვიდობაზე
და გზა ნაბიჯებს მოიღერებდა
და მეგობარი ავტობუსები გაჩერდებოდნენ
პირში პური ჩავიფშვენი და შიმშილი მოვიმარაგე
შესაძლოა მზეს ვხვრეპდი
სხივებიდან
და ვფიქრობდი სიმშვიდეზე ვენებში და ნიანგებზე ვენებში
მინიონებზე და ეოლეებზე ჩემს ოთახში
სანამ ქროდა ქარი და მიწა
II
შესაძლოა დილით რამდენიმე სახე იპოვო
ნისლოვან მხარეში
თუ მხარში იმ ხალხის ჩრდილოური მითოლოგიიიდან
მერჩივნა მებაღესთან მივხოხებულიყავი
როგორც პირველად და თავი მისი ხელებით დამებანა
რა შეემთხვა მეზობელ კაცს
სანამ მოკვდებოდა
მას შემდეგ რაც რამდენიმე მილიონი მიიღო და ახალი ტრაქტორი იყიდა
როცა მე ავიღე ჰოკაიდოს გოგრა და პომიდვრები
და მან პარკში რამდენიმე შეკვრა ბალახი ჩაყო
და ბედნიერება მისურვა
ავტობუსში ლითიუმი ჟონავდა
რამდენიმე საწყობი გავაღე
როცა დანა მოვიმარჯვე ღამეში როგორც შმიტმა
სამი ქალისთვის
კაცს პარკიდან წიგნები უცვიოდა
მისი ტერფები სკეიტბორდს ეჭირა
ნაცრის შარვალი ეცვა ნაცრის ფეხებზე
თვალებით ტრასებს ადნობდა
სხვა ეკრანებიდან ტრამპლიერები კიოდნენ
და ჩემი სიმღერის ხმას ირჰაინი იგებდა
როცა რამდენიმე ბოთლიდან ვსვამდი
და აბრევიაციის დროში
ყველა სიტყვა შემოკლებული იყო
და მნიშვნელობები ხაზზე ელაგა
მუხლებში მედო წყალი და სახე
და მესმოდა ხმები
და მჯეროდა
Widget is loading comments...
ასევე იხილეთ
