პოეზია

ანნე დუდენი

თარგმანი: ს.კ.

ვან გოგი მიდის სამუშაოდ

ვან გოგი მიდის სამუშაოდ

ციცაბო ფერდობის გზაზე.

მიწა წვავს მის ფეხებს უკან

ცივ სიბნელეში.

ლავური ღვარის უფრო და უფრო ჩქარი დინებაა

მისი საცხოვრებელი.

ვულკანი, თხევადი მზე.

არ შეწყვიტოთ, გაგრძელდეს.

ერთი ნაბიჯიდან მეორეზე,

არა – დგომა –  ჯდომა – დება.

ყველაფერი დაიწვა.

მოთხილამურე ცეცხლის ტალღაზე ეშვება.

სამუშაოსკენ.

და ყოველთვის ამ შავი ჰაერის გასწვრივ

რომელშიც შეერთდება – როგორც კვამლი.

შესრულებული სამუშაოს შესაბამისად. ან უფრო.

მეტიც. სამუშაოდ.

სხვა არაფერი გამოდის.

მაშინ ყველაზე მსუბუქი საწოლი

სითბოს მიმოქცევაში გაუჩინარდებოდა

და უკვალოდ გაიჟონებოდა.

ნამდვილად. მისი კიდურები ვეღარასდროს იქნებოდნენ მორჩილნი.

აღარასდროს შეეძლებოდა დასვენება.

აღარასდროს ერთადერთი სიმშვიდის პოვნა.

არ არის სინათლე.

და ნამწვის მდინარებაში არაფერი, როგორც უსაზღვრო ცივი ჰაერის მასა.

ვინ ასობს შეხორცებულ  ჩრდილებს

მის უკან და ქვემოთ

ან ის მოდის დაცემებით.

ეს უკვე არის სიგნალი მოსალოდნელი ნგრევის,

სწრაფად იარე, ვან გოგ, სამუშაოსკენ.

გაიქეცი. შეიძლება ჯერ კიდევ არის დრო

გაყინვას და წვას შორის.

ეჭვგარეშეა, ის გაიქცევა

ამ პირობებში.

კიდევ რამდენიმე ტილო

თავი ალის ფუნჯით

კიდევ ერთხელ უკანასკნელი კედლის წინააღმდეგ

ტილო.

მისი ტვირთი არ შემსუბუქდება.

ის იძულებული იყო თავი დაეწვა,

მოერწყა სისხლით კანი და თმა.

შემდეგ – ეს უკვე მოხდა –

მუქი, ყველა მიმართულებით გავრცელებადი ლურჯი

ზაფხულის ღრუბლიანობას მხოლოდ ნაწილობრივ დაფარავს

ყვითელმწვანე მინდვრებით და მდელოებით

მის ჰორიზონტამდე

ამ ნახატიდან აღარცერთი ცოცხალი დარჩა

შუა გზამდე მას უწევს წასვლა

ჩაფლობა, დაცემა

ან დანაწევრება მოულოდნელ სიმჭიდროვეში.

მიწა აღწევს დიდ სიმაღლეს, ცა დიდ სიღრმეს.

ის ხედავს ღრუბლის კუდს, რომელსაც შეიფარებს ნახატში

მძაფრი ლურჯი, რომელიც უფრო მეტად ღრუვდება.

მას უწევს გავლა.

წინ და ოდნავ უკან

დაგროვება წითელი ყვავილთავების.

როგორც ხაფანგში,

ის ძალიან შორს წავიდა.

ვან გოგი მკვდარია.

სამუშაოზე მოკვდა.

მისი კვამლი კვეთს ცივ ჰაერს.

მისი ხეიბარი ჩრდილები ხოხავენ უსასრულობის ორბიტაზე.

Widget is loading comments...
ასევე იხილეთ
ფილიპ ლამანტია – გახილულება
თარგმანი, პოეზია, სხვადასხვა
ფილიპ ლამანტია – გახილულება
ელის ქოუენი
თარგმანი, სხვადასხვა
ელის ქოუენი
თეონა კომახიძე – ლექსები
პოეზია
თეონა კომახიძე – ლექსები
კიმ კიონ ჯუ – უცხო
თარგმანი, პოეზია
კიმ კიონ ჯუ – უცხო
ინტერვიუ კიმ კიონ ჯუსთან – ესაუბრა ჯეიკ ლევინი
ინტერვიუ
ინტერვიუ კიმ კიონ ჯუსთან – ესაუბრა ჯეიკ ლევინი
კიმ კიონ ჯუ – მეოცნებე
თარგმანი, პოეზია
კიმ კიონ ჯუ – მეოცნებე
ივა თადიაშვილი – სიტყვის სიზმრისებრობა
პოეზია
ივა თადიაშვილი – სიტყვის სიზმრისებრობა
ალენ გინსბერგი – ოდა მარცხს
პოეზია
ალენ გინსბერგი – ოდა მარცხს
მარი ჩხაიძე – ჩემს გულისცემას ყველა ხე გრძნობდა
პოეზია
მარი ჩხაიძე – ჩემს გულისცემას ყველა ხე გრძნობდა
61