პოეზია

Mirkani Heilige

_ _ _

იქ, მედუზების და აფრიკის ყვითელ ქვიშაზე
სადაც ნეონის ფოთლები ტალახივით ბავშვებს თმაზე უფითრდებათ
რომელიღაც ჩემი დავიწყებული მეგობარი სოკოებს კრეფს და საკუთარ თავს ეუბნება: “ანგელოზები ფრთებქვეშ გადაჭრილ ძარღვებს მალავენ..”
არ არსებობს გზები რომელებიც ქარის სიმბიოზებს სიზმარში ჩაყვება
რომ მერე შევძლოთ გაღიმება მარტივად და უმიზეზოდ.
და სად წაგიყვანს შენ ყველა ნანახი სიზმარი?
ლურჯი ბეტონი როცა ბავშვობას “ტურბო”-ს გემო აქვს
შენი დღეა..
შენი სევდიანი, გრძელი დღე.
ჩამოიცილე ფიქრები ნიცშეზე, სოკრატეზე, აპოლინერზე..
და დახვეწე აბა მანერები რომლებიც არ გაჩუქებენ დღეს სხვის სხეულს.
იქ, მედუზების და აფრიკის ყვითელ ქვიშაზე
რომელიღაც სხვა ჩემი დავიწყებული მეგობარი Lamb Of God_ს უსმენს
და საკუთარ თავს არაფერს ეუბნება.
არ არსებობს მინერალები რომლებიც მეტალის გემოს თმაზე წაგისვამს
რომ მერე შევძლოთ გაღიმება მარტივად და უმიზეზოდ.
და სად წაგიყვანს შენ ყველა განცდილი სიმღერა ?
მწვანე ცა როცა ბავშვობას ზღვის გემო აქვს
შენი დღეა..
შენი სევდიანი, გრძელი დღე.
ჩამოიცილე ფიქრები ავტოსადგურებზე, მზის ქოხებზე, ჩრდილოეთ პოლუსზე მოცურავე დამტვრეულ ბოთლებზე..
და დახვეწე აბა მანერები რომლებიც არ გაჩუქებენ დღეს სხვის სხეულს.
იქ, მედუზების და აფრიკის ყვითელ ქვიშაზე
რომელიღაც ჩემი დავიწყებული მეგობარი ალკოჰოლს “აბამს”
გადაღლილია მისი სიტყვები და თმის სიგრძეც.
და არ არსებობს უფრო მჭრელი უძილობა რომელიც მის სიზმრებს დაისერავს და სადღაც ბარში კანაფის ქვეშ ვეღარ მოკლავს.
მერე შევძლებთ გაღიმებას მარტივად და უმიზეზოდ.
და სად წაგიყვანს შენ ყველა ღამის გაგრძელება ?
დასპირტული მზე როცა ბავშვობას ცარცის გემო აქვს
შენი დღეა..
შენი სევდიანი, გრძელი დღე.
ჩამოიცილე ფიქრები სიყვარულზე, ცისარტყელამოკუმულ თვალებზე, სიშორეზე..
და დახვეწე აბა მანერები რომლებიც ვერ გაჩუქებენ დღეს სხვის სხეულს.
იქ, მედუზების და აფრიკის ყვითელ ქვიშაზე
რომელიღაც სხვა ჩემი დავიწყებული მეგობარი გიგანტ მწერებს დასდევს და
საკუთარ თავს ბალახების სუნში ეძებს.
არ არსებობს ნეშომპალაკაბები რომლებიც ჩაიტანს მზესუმზირის ბაღებს ნეკნებში
რომ მერე შევძლოთ გაღიმება მარტივად და უმიზეზოდ.
და სად წაგიყვანს შენ ყველა მზის ამოსვლა შენი ტყიდან ?
ჟოლოსფერი ხმაური როცა ბავშვობას წაბლის გემო აქვს
შენი დღეა..
შენი სევდიანი, გრძელი დღე.
ჩამოიცილე ფიქრები მძიმე ნაბიჯებზე,გამეორებულ მისამართებზე და წვრილმანებზე
და დახვეწე აბა მანერები რომლებიც არ გაჩუქებენ დღეს სხვის სხეულს.
იქ, მედუზების და აფრიკის ყვითელ ქვიშაზე
რომელიღაც ჩემი დავიწყებული მეგობარი სიფხიზლეს კრებს და სკას ეუბნება სიტყვებს რომლებსაც მე ვერ ვიგებ და ვერც შენ.
არსებობს სიჩუმე რომელიც ხანდახან მარტივად გვაღიმებს და საზღვრებს არღვევს.
და სად წაგიყვანს შენ ყველა ყველა მიტოვებული სახლი ?
რძისფერი თმა როცა ბავშვობას ნაბიჯის ხმა აქვს
შენი დღეა..
შენი სევდიანი,გრძელი დღე.
ჩამოიცილე ფიქრები ვაგინალურ სიყვარულზე, ასს სიზმარში გამოკეტილ საკუთარ შიშებზე..
და დახვეწე აბა მანერები რომლებც ვერ გაუჩუქებენ დღეს შენ სხეულს.
იქ, მედუზების და აფრიკის ყვითელ ქვიშაზე
რომელიღაც სხვა ჩემი დავიწყებული მეგობარი ნეონის ფოთლებს საკუთარი სიტყვებივით სხვის მენსტრუაციაში მალავს და წერს ჰაერზე.
არ არსებობს სიზმრები რომლებიც ქარის სიმბიოზს გზებზე გაყვება
რომ მერე შევძლოთ გაღიმება მარტივად და უმიზეზოდ.
და სად წაგიყვანს შენ ყველა დასიზმრებული შიში ?
ნარინჯისფერი სხეული როცა ბავშვობას შიშის გემო აქვს
შენი დღეა..
შენი სევდიანი გრძელი დღე.

ჩამოიცილეთ ფიქრები ჩემზე.
დავხვეწე მანერები რომლებიც არ მაჩუქებენ დღეს სხვის სხეულს.
აქ, მედუზების და აფრიკის ყვითელ ქვიშაზე
ყველა დავიწყებული ჩემი მეგობარი
ჩემი დღეა..
ჩემი სევდიანი, გრძელი დღე.

_ _ _
საკუთარი პროფილიდან მძინავს..
ნაძვები მზეზე გაწოლილი ქვები კუბური ერითროციტებით. დამშრალი ქვიშა. იისფერი ირემი და დამსხვრევა რძეში როგორც დავიწყებული არჩრდილები.
კბილების შიში ვიღაცის ფსკერიდან ამოტივტივებლი როგორც ანაორთქლი
რომ სექსი იყოს ვალდებულების გარეშე და ხანმოკლე.
მოდი ინდოეთში წავიდეთ.
თეთრი ძროხა დაგვლოცავს. თეთრი ძროხა თავის წმინდა დრუნჩში შეგვინახავს როგორც შეყნოსილ ჰაერს და მდინარეში ჩაგვაწობს რომ მტვრიანი სხეულები გააშიშვლოს სხვა მტვრიან სხეულებს შორის.
ანგელოზებზე აღარ ვსაუბრობთ. მიტოვებული კულტია.
და მათი კვანტური ფიზიკა მხოლოდ ფეხისგულებს აშრობს
როცა სექსია ვალდებულების გარეშე და ხანმოკლე.
საკუთარი პროფილიდან ვწევარ..
მოდი არ შეცვალო რამე როცა გინდა დაიკაწრო საკუთარი სიზმრებიდან გამავალი მსხვილი ნეირონები. დასასრულს მიახლოებული ეზოში გასაშრობად გამოყვანილი სიკვდილი ხარ წვნიანით სავსე ჯამით ხელში.
მაგრამ ვერ ვხვდები ამ ყველაფრის ყურებას რა აზრი აქვს ?
სადაა ჩვენი სიმარტოვე გაპრავებული ?
მოდი ინდოეთში წავიდეთ და რაჯას მზიანი ტალახით გაკეთებულ ჭაში ვიბანაოთ უბრალოდ.
სადღაც დავიწყებულ სუნებს გავყვეთ რომლებსაც აქვთ სენტიმენტალურობაში დარიჩინის პრიზმა.
მოხუცები ბალახში უდაბნოს სიყვითლეს ითვლიან და ჰაშიშს აბოლებენ როგორც დღის დასასრულს პირამიდის კარებთან ან თეთრი ძროხის ლაპლაპა რქებზე რელიგიას თმობენ.ესეც სიმშივიდეა ერთგვარი..
ხორხიდან ამომავალი თეთრი ბუზები როცა ქარში შენც სიტყვა ხარ და მეც.
და არ არსებობს სხეულში სიყვარული.
ვალდებულებების გარეშე და ხანმოკლე
საკუთარი პროფილიდან ვწევარ.
Widget is loading comments...
ასევე იხილეთ
ლუიზა გლუქი – დამხრჩვალი ბავშვები; მესინჯერები
თარგმანი, პოეზია
ლუიზა გლუქი – დამხრჩვალი ბავშვები; მესინჯერები
ბერნადეტ მაიერი
თარგმანი, პოეზია
ბერნადეტ მაიერი
ივა თადიაშვილი – “გინახავს სადმე ცოცხალი ინდიელი?”
პოეზია
ივა თადიაშვილი – “გინახავს სადმე ცოცხალი ინდიელი?”
saturnlyrik, 2024
თარგმანი, პოეზია
saturnlyrik, 2024
ანტონენ არტო – რათა დასრულდეს ღმერთის სამსჯავრო
თარგმანი, პოეზია, სხვადასხვა
ანტონენ არტო – რათა დასრულდეს ღმერთის სამსჯავრო
ვისენტე უიდობრო – ალტაზორი ანუ მოგზაურობა პარაშუტით
თარგმანი, პოეზია
ვისენტე უიდობრო – ალტაზორი ანუ მოგზაურობა პარაშუტით
რობერტო ბოლანო – ლექსები
თარგმანი, პოეზია
რობერტო ბოლანო – ლექსები
გვანცა ბახუტაშვილი – ლოცვები და შელოცვები
პოეზია
გვანცა ბახუტაშვილი – ლოცვები და შელოცვები
ფილიპ ლამანტია – გახილულება
თარგმანი, პოეზია, სხვადასხვა
ფილიპ ლამანტია – გახილულება
82