სიქსტო როდრიგესი

თარგმანი: ს.კ.

ისტებლიშმენტის ბლუზი

 

მაიორი მალავს კრიმინალის მაჩვენებელს

მრჩეველი ქალები ყოყმანობენ

საზოგადოება ბრაზობს სანამ არჩევნები დაიწყება

მეამინდე ჩივის როცა წინასწარმეტყველებს მზეს და წვიმს

ყველა აპროტესტებს

მეგობარი ბიჭი ინარჩუნებს ფიქრს

რომ შენ არ ხარ ყველა დანარჩენის მსგავსი

ნაგავი არ გროვდება

ქალები დაუცველები არიან

პოლიტიკოსებს სჭირდებათ ადამიანები გამოსაყენებლად

მაფია იზრდება როგორც სიბინძურე მდინარეებში

შენ მეუბნები რომ ეს აქ ხდება

ვიღვიძებ თავის ტკივილით

ვეყრები ტანსაცმელში სანამ ლოგინიდან გადმოვხოხდები

ვაღებ ფანჯარას ახალი ამბების გასაგებად

და რაც მესმის მხოლოდ ისტებლიშმენტის ბლუზია

მრავლდებიან იარაღის გამყიდველები

დიასახლისები ცხოვრებას მოსაწყენად თვლიან

და დაშორება ერთადერთი პასუხია

მოწევა  კი სიმსივნეს იწვევს

ეს სისტემა მალე დაეცემა ბრაზიან ახალ ბგერამდე

კონკრეტული ცივი ფაქტით

პაპი  მარხავს მრევლს

ათავისუფლებს გადასახადებისგან

თინეიჯერი ბოპერები გროვდებიან და სვამენ შუქნიშნებთან

მოკლე კაბების ფლირტში

სადაც ვერ ვრჩები და თავს ვტკენ

სადაც მოხუცი მარტოხელა ქალები ყიდიან ჩამოწელილ მკერდს

მეძავები თავს ირთობენ სამზარეულოთი

მამცირებელი პოლიციელების არაფიქციაში

პატარა კაცი შიშობს

გამოიმუშავებს ვაჟებს და ფულს

რაღაც დროის შემდეგ ცხოვრების

და ახალი ომის შორეულ აღმოსავლეთში

რას უპასუხებ რორშახის ტესტში

ეს არის ბრაზი

გონივრული ვარაუდი

რომლითაც სიმართლე რომ ითქვას

შემეძლო ნაკლებად დავინტერესებულიყავი

 

კომენტარი: ეს არ არის ლექსი, ორიგინალ სახელწოდებაში, არც სიმღერა. და ჩემთვის, როგორც მეტალჰედისთვის არ უნდა ყოფილიყო საინტერესო, მაგრამ პირიქით მოხდა. ეს დეტროიტელი ტიპი, თავისი ანონიმურობისთვის და ფსიქოდელიიისთვის შეუხამებელი დიდი სხეულით და ხელებში სევდით, ჰარმონიულად შემოიჭრა ჩემს ყურებში და მას შემდეგ ფლეილისთის ყველა განახლებას უძლებს. ბოლოს გამიკვირდა, როგორ შეუძლია იყოს ასეთი ცოცხალი, თან ყველა რეალობას ჩამოშორებული ან ასეთი შეუმჩნეველი, თან მიმზიდველი. მისი მელოდიები და ტექსტებიც ერთმანეთის პარალელურია და ამ პარალელებში მისი დიდი სხეულით ერთიანდება და შობს ყველა სიკეთეს, რომელიც მე წარმომიდგენია. ამ სიკეთესაც ორი მიმართულება აქვს, პოეზიის და მუსიკის, რომელიც იქ ხვდება ერთმანეთს, სადაც შენ ხარ და ეს შეგრძნება დასიზმრებას გავს. 

სიმღერას ადვილად იპოვით და სიამოვნებაც არ მოგაკლდებათ. პირველს არ გპირდებით, მეორეს არ გისურვებთ. 

 

ფილიპ ლამანტია – გახილულება
თარგმანი, პოეზია, სხვადასხვა
ფილიპ ლამანტია – გახილულება
ელის ქოუენი
თარგმანი, სხვადასხვა
ელის ქოუენი
თეონა კომახიძე – ლექსები
პოეზია
თეონა კომახიძე – ლექსები
კიმ კიონ ჯუ – უცხო
თარგმანი, პოეზია
კიმ კიონ ჯუ – უცხო
ინტერვიუ კიმ კიონ ჯუსთან – ესაუბრა ჯეიკ ლევინი
ინტერვიუ
ინტერვიუ კიმ კიონ ჯუსთან – ესაუბრა ჯეიკ ლევინი
კიმ კიონ ჯუ – მეოცნებე
თარგმანი, პოეზია
კიმ კიონ ჯუ – მეოცნებე
ივა თადიაშვილი – სიტყვის სიზმრისებრობა
პოეზია
ივა თადიაშვილი – სიტყვის სიზმრისებრობა
ალენ გინსბერგი – ოდა მარცხს
პოეზია
ალენ გინსბერგი – ოდა მარცხს
მარი ჩხაიძე – ჩემს გულისცემას ყველა ხე გრძნობდა
პოეზია
მარი ჩხაიძე – ჩემს გულისცემას ყველა ხე გრძნობდა
22