ზურაბ რთველიაშვილი

აპოკრიფი

მამაო ჩვენო,
რომელი ხარ ცათა შინა,
კრემატორი ვარ ავსებული ხალხთა ცოდვებით.
მილიარდობით ხსოვნა დავწვი ფოლადის გულში,
რომ დავუბრუნო ცას სპეტაკი მისი ლოცვები.

მამაო ჩვენო,
რომელი ხარ ცათა შინა,
ავტოსტრადა ვარ უსასრულო ჯვარცმული გზების,
პოლიციელი რკინის ფარას ხელკეტით მწყემსავს,
ფარას, რომელიც სავსე არის რკინის მხეცებით.

მამაო ჩვენო,
რომელი ხარ ცათა შინა,
ბუდა ვარ, მშივა, შენი ძე ვარ შენი სიმშვიდე,
გთხოვ, აარიდო განსაცდელი ამ სხეულს წმინდას,
სხეულს, რომელსაც რკინისა აქვს ყველა ნეკნები.

მამაო ჩვენო,
რომელი ხარ ცათა შინა,
ქარხნების ხმაზე წაგიკითხავ აკრძალულ ლოცვებს,
სექტა ვარ, დოლით, წმინდა სექტა და რწმენის ლიფტით
ვმოძრაობ ფრთხილად უნეტარეს შენს სართულებზე.

მამაო ჩვენო,
რომელი ხარ ცათა შინა,
ელმავალი ვარ ავსებული ხალხთა ცოდვებით,
როგორც თეთრეულს აღსარებას გაბარებ წმინდას,
რომ დავუბრუნო ცას სპეტაკი მისი ლოცვები…

ტირანასტანი

გადამატარე ზაფხული!
გადამატარე გაზაფხული!
გადამატარე ტანზე
ტანკივით
ტანზე გადამატარე!
მე საწოლი ვარეს მწერალი წევს ჩემს გულმკერდზევაწვდი სიგარეტს რომ მოწიოს
წერის პროცესშიხან ტერმიტივით ვანადგურებ ფურცელს-ფურცელზე!
ხან მცირე ბიძგით ვაძლიერებ საკვანძო ტერმინს …
მე სასწორი ვარ!
ყველა მწერის, ყველა პოეტის –
მრავალი წელი როგორც ამწე
მაღლა ვწევ სტროფებს.
თამბაქოს ვაწვდი ჩემს სხეულზე
გაშლილ პოეტებს,
რომ თაბახ თაბახ
სართულები
აღმართონ
ტექსტის.
მას – ვინც ვერ დასთმო პოეტისტანი,
მას– ვინც ვერ დასთმო ტირანასტანი,
მას– ვინც ვერ დასთმო ტირანისტანი,
მას– ვინც ვერ დასთმო ავღანისტანი,
მას– ვინც ვერ დასთმო ტაჯიკისტანი
მას– ვინც ვერ დასთმო თბილისისტანი
გადაატარე ზაფხული!
გადაატარე გაზაფხული!
გადაატარე ტანზე!
ტანკივით –
ტანზე გადაატარე!

ოდდა თავისუფლებას

მზეო ამ სიზმრის, მზეო არა თავისუფლების,
არყოფნის მზეო, ზავის მზეო, მზეო ყირმიზო,
ასწიე თაჯი ცხელ კეფაზე სუნთქვა არ მყოფნის,
რომ მკერდზე კვართი მოვიზომო და გავიზმორო.
რევოლუციას შეგასწავლი სისხლის გარეშე,
თოფის სასხლეტზე არ გამოჰკრა თითი იუნკერო,
არ მეგულება სხვა სიმშვიდე უცხო მხარეში,
რომ ზარბაზანი გადავტენო და მივუტევო.
აფრინე ლოცვა მინარეთთან ბებერო მოლავ,
რაც აქ დაიწყო მარადისობს ყომრალ ღამეში,
მე ამ ქალაქის სარეცელზე შიშველი მოვალ,
მშიერი მოველ გევედრები შინ არ გამიშვა,
ჩემი ტუჩები ალამივით იქნება წრფელი,
როცა ცხელ ენას ამოუსმევ ჩამქრალ ბადურებს,
რევოლუცია მახინჯია სისხლის გარეშე,
თითქოს ვიღაცა კაბების ქვეშ ხელს აფათურებს.
ეს ამბოხება მოვიწაფე ლოცვის გარეშე,
ვასწავლე ფრენა გადაღებილ წითლად ბეღურებს,
მე ყველაფერი ჩავიდინე, ხელი გამიშვი,
ხელს ნუ შემიშლი ვიოცნებო ახალ კოცნებზე.
მეფეს რომ სურდა, არ შობილა ისეთი მთვარე,
მზე არ ანათებს სხვისი მზერის ჟინით გამთბარი,
გადექი განზე, ნუ აწვები შიგნიდან კარებს,
გადექი განზე, რომ გადავჭრა ლიანდაგები.
მზეო ამ სიზმრის, მზეო არა თავისუფლების,
არყოფნის მზეო, ზავის მზეო, მზეო ყირმიზო,
ასწიე თაჯი ცხელ კეფაზე, სუნთქვა არ მყოფნის,
რომ მკერდზე კვართი მოვიზომო და გავიზმორო.

ლუიზა გლუქი – დამხრჩვალი ბავშვები; მესინჯერები
თარგმანი, პოეზია
ლუიზა გლუქი – დამხრჩვალი ბავშვები; მესინჯერები
ბერნადეტ მაიერი
თარგმანი, პოეზია
ბერნადეტ მაიერი
ივა თადიაშვილი – “გინახავს სადმე ცოცხალი ინდიელი?”
პოეზია
ივა თადიაშვილი – “გინახავს სადმე ცოცხალი ინდიელი?”
saturnlyrik, 2024
თარგმანი, პოეზია
saturnlyrik, 2024
ანტონენ არტო – რათა დასრულდეს ღმერთის სამსჯავრო
თარგმანი, პოეზია, სხვადასხვა
ანტონენ არტო – რათა დასრულდეს ღმერთის სამსჯავრო
ვისენტე უიდობრო – ალტაზორი ანუ მოგზაურობა პარაშუტით
თარგმანი, პოეზია
ვისენტე უიდობრო – ალტაზორი ანუ მოგზაურობა პარაშუტით
რობერტო ბოლანო – ლექსები
თარგმანი, პოეზია
რობერტო ბოლანო – ლექსები
გვანცა ბახუტაშვილი – ლოცვები და შელოცვები
პოეზია
გვანცა ბახუტაშვილი – ლოცვები და შელოცვები
ფილიპ ლამანტია – გახილულება
თარგმანი, პოეზია, სხვადასხვა
ფილიპ ლამანტია – გახილულება

გაიგე მეტი

284