ევა ბრედფორდი

თარგმანი: ს.კ.

როცა მზად ვარ ვიყო თესლი

 

მე არ ვარ საწყისი,

მაგრამ მასთან ახლოს, ერთ პატარა ხვრელში ვცხოვრობ,

სადაც სინათლე მაღვიძებს,

ბზარებს ვპოულობ და მათ დასაძინებლად ექსპანსიურ სიმღერებს ვმღერი.

რასაც ვიცნობ, ცოცხალია, მწვანე და უნაყოფო.

მე ბევრჯერ ვიბადები რომ მერქვას საკვები

და არ დავრჩე მარაგში ან გაფუჭებულ მოსავალთან ერთად.

მსურს შემფუთონ და მომიხმარონ,

მრგავდნენ ნოყიერ ნიადაგში,

მრწყავდნენ და მაფხვიერებდნენ ერთ დიდ და მრავალფეროვან პერმაკულტურაში,

სადაც ყოველთვის, როცა გავიღვიძებ,

კანზე სინათლე დამეღვრება,

წამიღებენ ნისკარტებით ან ფრთებით მოცინარ ქარში.

ყველა მიწა არის ჩემი სახლი და გონება.

თანაბრად მიყვარს ყველა ხელი,

რომელიც ფრთხილად მწონის ან დაუდევრად მფანტავს მწყობრ რიადებში.

მე სულ ვმღერი თესვის, მოსავლის და წვიმის სიმღერებს.

ვარ მოხალისე მსხვერპლი ნებისმიერი საჭიროების დროს

და როცა მზად ვარ, ვიყო თესლი,

მინდა ვიცინო,

დავირქვა სხვა სახელი და სულ მსხვერპლის სიმღერას ვმღეროდე.

 

 

კომენტარი: როცა ევას თხოვენ, მოყვეს მის შესახებ, ბევრს იცინის და ამბობს, რომ თავს ტოტალურ ბომბად და სიჩუმის ინტერპრეტატორად მიიჩნევს. მიუხედავად იმისა, რომ ჩემს ოთახში ახლახანს აფეთქდა მისი პარადოქსული  ფერადოვნება, უკვე ვფიქრობ, რომ ის ამ საუკუნის ჰიპია. მისი ენერგია არ ეტევა ერთ სივრცეში, მისი საქმიანობა – ბევრ სიტყვაში.

თუ გადაწყვეტთ მის შესახებ ინფორმაციის მოპოვებას, გირჩევთ პირველ რიგში ეს ნახოთ: http://www.ladyapples.com/

ფილიპ ლამანტია – გახილულება
თარგმანი, პოეზია, სხვადასხვა
ფილიპ ლამანტია – გახილულება
ელის ქოუენი
თარგმანი, სხვადასხვა
ელის ქოუენი
თეონა კომახიძე – ლექსები
პოეზია
თეონა კომახიძე – ლექსები
კიმ კიონ ჯუ – უცხო
თარგმანი, პოეზია
კიმ კიონ ჯუ – უცხო
ინტერვიუ კიმ კიონ ჯუსთან – ესაუბრა ჯეიკ ლევინი
ინტერვიუ
ინტერვიუ კიმ კიონ ჯუსთან – ესაუბრა ჯეიკ ლევინი
კიმ კიონ ჯუ – მეოცნებე
თარგმანი, პოეზია
კიმ კიონ ჯუ – მეოცნებე
ივა თადიაშვილი – სიტყვის სიზმრისებრობა
პოეზია
ივა თადიაშვილი – სიტყვის სიზმრისებრობა
ალენ გინსბერგი – ოდა მარცხს
პოეზია
ალენ გინსბერგი – ოდა მარცხს
მარი ჩხაიძე – ჩემს გულისცემას ყველა ხე გრძნობდა
პოეზია
მარი ჩხაიძე – ჩემს გულისცემას ყველა ხე გრძნობდა
15