სეზარ ვაიეხო
ტელურიული და მაგნიტური

/თარგმნა ირაკლი ყოლბაიამ

ულწრფელი და უპერუულესი მექანიკა
ის, აწითლებული ბორცვის!
მიწა თეორიული და პრაქტიკული!
გონიერი ღარები; მაგალითად: მონოლითი და მისი ამალა!
კარტოფილეული, ქერეული, იონჯეული, კარგი რამ!
გაფხვიერება ხელსაწყოთა გასაოცარ იერარქიას რომ იერთებს
და რომლებიც ქარით იერთებენ ბღავილებს,
წყლები თავიანთი ყრუ ანტიკურობით!

მეოთხეული სიმინდები, წინააღმდეგი დაბადებების,
ფეხებით მესმის როგორ მიდიან,
ვყნოსავ მათ დაბრუნებას როდესაც მიწა
ეჯახება ზეცის ტექნიკას!
გაზვიადებულად მოლეკულა! მოკლე ატომი!

ო ადამიანურო მინდვრებო!
ზღვის მზიანი და მკვებავი არყოფნა,
და ყოველივეს ოკეანური შეგრძნება!
ო ჰავები რომლებსაც ოქროში იპოვი, მზაობით!
ო კორდილიერების მოაზროვნე მდელო,
რელიგიით, მინდვრით, იხვის ჭუკებით!
სქელკანიანები პროზად როდესაც მიდიან
და ლექსად როცა ჩერდებიან!
მღრღნელები სამართლებრივ მზერას რომ ავლებენ არემარეს!
ო ჩემი ცხოვრების პატრიოტულო ვირებო!
ვიკუნია, ჩემი მაიმუნის
ეროვნულო და დახვეწილო შთამომავალო!
ო ნათება ჩრდილს ძლივს რომ ესარკევება,
რომელიც წერტილდასმული ცხოვრებაა და, დახაზული, მტვერი
და ამიტომ ვუძლებ, ვცოცდები იდეიდან ჩემს ჩონჩხში!

მოსავალი გადაჭიმული პილპილობის ჟამს,
ჟამს საფეთქლიდან გამოკიდული ფარნის
და განკიდულის ბრწყინვალე ბერეტიდან!
საფრინველე ეზოს ანგელოზები,
ჩიტები მამლის ბიბილოს სიზერელესთან!
მდედრი ან მამრი ზღვის გოჭი ცხლად შესაჭმელი
ყალიბების მხნე წიწაკასთან ერთად!
(სვავები? გავკარი სვავებს!)
ქრისტიანული კუნძები ლაღი ხის ტანისა
და სათანადო ღეროს მადლით!
ლიქენთა ოჯახი,
ჯიშები ბაზალტის წყების რომელსაც
პატივს ვცემ
ამ უმოკრძალებულესი ფურცლიდან!
ოთხო ოპერაცია, მე თქვენ გაკლებთ
რათა მუხა ვიხსნა და ჩავძირო წმინდა წყლის ოქროში!
დანაშაულის წამს გამოჭერილი ქანობები!
თვალცრემლიანო აუკენიდებო, სულებო ჩემო!
ჩემი პერუს სიერა, სამყაროს პერუ,
და პერუ დედამიწის ფერხთით; მე გეკვრი!
ცისკრის ვარსკვლავებო თუკი გასურნელებთ
მწველ კოკას ფოთლებად ამ თავის ქალაში,
და ზენიტურებო, თუ თავს გადავხდი,
სომბრეროს ერთი მოხდით, ჩემს ათ საფეთქელს!
მკლავო თესვისა, ჩამო და ფეხი გაადგი!
წვიმა შუადღეს დაფუძნებული,
ჭერის თიხის ქვეშ სადაც იკბინება
დაუღალავი სიმაღლე
და გვრიტი სამად ჭრის თავის ტრელს!
თანამედროვე საღამოების ბრუნვა
და ნატიფი არქეოლოგიური განთიადები!
ინდიელი მას შემდეგ რაც კაცი და მანამ სანამ!
ვიგებ ამ ყველაფერს ორ ფლეიტაზე
და ჩემსას ვაგებინებ ცალი სალამურით!
და დანარჩენებს შეუძლიათ ყლეზე დამასკდნენ! . . .

ფილიპ ლამანტია – გახილულება
თარგმანი, პოეზია, სხვადასხვა
ფილიპ ლამანტია – გახილულება
ელის ქოუენი
თარგმანი, სხვადასხვა
ელის ქოუენი
თეონა კომახიძე – ლექსები
პოეზია
თეონა კომახიძე – ლექსები
კიმ კიონ ჯუ – უცხო
თარგმანი, პოეზია
კიმ კიონ ჯუ – უცხო
ინტერვიუ კიმ კიონ ჯუსთან – ესაუბრა ჯეიკ ლევინი
ინტერვიუ
ინტერვიუ კიმ კიონ ჯუსთან – ესაუბრა ჯეიკ ლევინი
კიმ კიონ ჯუ – მეოცნებე
თარგმანი, პოეზია
კიმ კიონ ჯუ – მეოცნებე
ივა თადიაშვილი – სიტყვის სიზმრისებრობა
პოეზია
ივა თადიაშვილი – სიტყვის სიზმრისებრობა
ალენ გინსბერგი – ოდა მარცხს
პოეზია
ალენ გინსბერგი – ოდა მარცხს
მარი ჩხაიძე – ჩემს გულისცემას ყველა ხე გრძნობდა
პოეზია
მარი ჩხაიძე – ჩემს გულისცემას ყველა ხე გრძნობდა
25