ფედერიკო გარსია ლორკა
თარგმნა თეონა კომახიძემ
ტკბილი საჩივრის სონეტი
მეშინია რომ დავკარგავ
შენს თვალებს ნაქანდაკარს, ან შენს აქცენტს
ღამით შენი სუნთქვის ეული ვარდი
ჩემს ლოყაზე აყვავებულა.
ვწუხვარ რომ ამ ნაპირზე ავღმოჩნდი,
ფესვით, მაგრამ ტოტების გარეშე
აქ არც ყვავილია, არც ნაყოფი ან რამე ხმა
ჩემი ტანჯვის შემცირებისთვის.
შენ ვინც ჩემი დაკარგული საგანძური ხარ,
ჩემი ჯვარი და ჩემი ტკივილი,
მე კი ძაღლი, შენს ლორდებს შორის.
ნუ დამკარგავ, რადგან მოგიპოვე
ნება მომეცი შენი წყალი
მოვრთო შემოდგომის ჩემი ფოთლებით.
