პოეზია

საბინა ლორენცი

თარგმანი: ს.კ.

ბლუზი ძაღლთან ერთად

 

ღამით ფანჯარა სარკეა, და იმ ღამეს

ვეხებოდი და გავდიოდი მისგან. ვეშვებოდი

ამ ქუჩაზე, რომელზეც ჩემი კნუტები

მოვკალი, მაგრამ იმ ღამეში

ეს არ იყო გზა, ასე რომ, მივდიოდი.

სასაფლაოს უკან ვხვდებოდი სიყვარულს და ამ სიყვარულისგან

სამფეხიან ძაღლს ვაჩენდი, და ჩვენ მივდიოდით

ერთად და ვინაწილებდით სოუერკრატს

ავტობანებზე, და მეტროს გვირაბებთან

ის რამდენიმე ხურდისთვის ცეკვავდა.

მას დოქ. ერქვა, რადგან თვლიდა, ვისაც შეუძლია იცეკვოს სამ ფეხზე,

არის დოქ. ერთ ოთხშაბათს

ვათბობდი მის ნაკლულ ფეხს, და სცრიდა მას,

რადგან გათბობისთვის ძალიან პატარა იყო, და გუშინდელ

პროგნოზებში წვიმა არ იყო ნავარაუდევი.

მაგრამ გუშინდელი პროგნოზები ძველი პროგნოზებია,

ამბობდა დოქ., და წვიმდა დილის ხუთ საათზე, და

შენი ლურჯი საწვიმარი, ამბობდა ის, მხართან

გარღვეულია, შემდეგ მას

ჩემს საწვიმარში ეძინა და წვიმისგან

გალუმპული სიყვარული მოდიოდა. და იყო საკმარისად დიდი

ამ ხვალისთვის, სისხლის ტუჩსაცხს ატარებდა, და

ვეხებოდი მის სარკეს და გავდიოდი მისგან. ვეშვებოდი

ამ სასაფლაოს უკან, სადაც ერთხელ

შემიყვარდა. ტუჩსაცხი ჩანთაში

ვიკრავდი დოქ.-ს ჩემს საწვიმარში, ასე რომ, მივდიოდით.

 

 

გვიან მოყვავილეები

 

ბოლოს ყველას გვიან მოყვავილეების იმედი გვქონდა:

ასტერები, მზესუმზირები. ყველაფერი

რისი დაკარგვაც ფლობის გარეშეა შესაძლებელი,

შემდეგაც არაფერი მოგვითხოვია.

ვმხნევდებოდით ფანჯარასთან. მზერა

სახურავების ზემოთ ათავისუფლებდა სულ უფრო პატარა

სახურავებს, გამჭვირვალე სილუეტებს,

წარმოსახვით ოპტიკურ ჰორიზონტზე,

ბუნდოვანებას მომდევნო სიგარეტის

მტვერში:

ხუთი ფურცელი დასასრულის წინ. ბზარი

ვინილის ფირფიტისგან მოდიოდა. music from the

elder*, უსწრაფესად შესრულებული. ამ დროს

მეზობელი წრეში დადიოდა და მღეროდა,

მთელი ღამე.

დილაობით სარკეში გადამფრენ ფრინველებს ვხედავდით.

ვფიქრობდით ალუბლის ყვავილობაზე, ამ ფონზე

უფრო თეთრები ვჩანდით. სანამ ისინი მხრებზე

გვედებოდნენ, წონა არ ჰქონდათ.

 

*სავარაუდოა ეხმიანებოდეს KISS-ის მე-9 ალბომს, Music From „The Elder“. 

Widget is loading comments...
ასევე იხილეთ
ფილიპ ლამანტია – გახილულება
თარგმანი, პოეზია, სხვადასხვა
ფილიპ ლამანტია – გახილულება
ელის ქოუენი
თარგმანი, სხვადასხვა
ელის ქოუენი
თეონა კომახიძე – ლექსები
პოეზია
თეონა კომახიძე – ლექსები
კიმ კიონ ჯუ – უცხო
თარგმანი, პოეზია
კიმ კიონ ჯუ – უცხო
ინტერვიუ კიმ კიონ ჯუსთან – ესაუბრა ჯეიკ ლევინი
ინტერვიუ
ინტერვიუ კიმ კიონ ჯუსთან – ესაუბრა ჯეიკ ლევინი
კიმ კიონ ჯუ – მეოცნებე
თარგმანი, პოეზია
კიმ კიონ ჯუ – მეოცნებე
ივა თადიაშვილი – სიტყვის სიზმრისებრობა
პოეზია
ივა თადიაშვილი – სიტყვის სიზმრისებრობა
ალენ გინსბერგი – ოდა მარცხს
პოეზია
ალენ გინსბერგი – ოდა მარცხს
მარი ჩხაიძე – ჩემს გულისცემას ყველა ხე გრძნობდა
პოეზია
მარი ჩხაიძე – ჩემს გულისცემას ყველა ხე გრძნობდა
22