პოეზია

ს.კ.

..
პირს მეკვრის ლექსი, რომლისთვისაც სიტყვა არ მყოფნის, არც სიზმარი
თმა რკინებისთვის
მთა შარავანდედისთვის
წყალში ვიღვიძებ, წყლითვე სავსე, წყალს მაწვდი
დილით
ოთახის ქარით
ღამე მოგზაურებს შუქს ადევნებს
რა გრძელდებოდა, ედებოდა ქუჩებს და მთავრდებოდა
გამოღვიძებით
ალაპარაკებს კედლებს და განიზიდავს სარკეებს – მათი თვალებიდან
ვიღაც ყვირის და საკუთარ ხმებს იგერიებს –
მჟავებს
ლითონებს
გარშემო კი არავინაა
და არ ვიცი, მესმის თუ არა, ვამბობ თუ არა
                                                                       და ვხვრეტ ენას ტიტანებისთვის
ელის ქოუენს
ვატარებდი ზიზღს და შვებას ფსიქო-წესრიგს სისხლით და ფრჩხილებით
ორ ქალაქში
მათგან ორი
მხოლოდ ანგელოზებს და ტარაკნებს ელოდა,
ელის.
სისხლი აბებზე, სისხლი პირიდან,
სახეზე, ხელებით
ატარე
და გიყვარდა ეს კედლები,
ეშვებოდი მათ კბილებში,
ცეკვავდი მათთვის.
გადარჩენა ერქმეოდა ყველა ნაბიჯს
უძრაობისკენ
მატლებისკენ
ციფრებისკენ სიზმრებიდან
რვეულებიდან ლიბრი
უმი
გჭირდება დღეებიდან მზის ამოსაჭრელად
უცინი უჩინარობას მატარებლების
შევიწროვებას
Prima Facie
ხელებზე და რაც მათგან გდის და არ იღვრება
ახლა გმარხავს ოთახი
და კედლები – საკუთარი მწერებივით ტანს გახვევია
ანგელოზები და ტარაკნები,
ელის.
..
მღრღნელები ბათინკებში
მღრღნელები ოთახებში
                                      შეცდომები
„Frau tot aufgefunden“
მისი გვამი რძეწითელია
მისი სიკვდილი არსადაა – არავინ ხედავს მის სხეულზე ჩამოცმულ ჩრდილში
– მტკნარი ლექსების – სიტყვებმიმხმარ თეთრ ლაქებზე – პირზე – დაეცნენ ან გადმოხტნენ
მოცეკვავე ორგანოების სამზარეულოდან
– ხორცის შესვლა ცეცხლში – თმობ სიტყვების ინკარნაციას შენ
მწერიხელი
ხარ და საკუთარი ფრენა იხილე უცნობ შიშში
სხვისი სხეულის ნაბიჯებით
და ნაშთი
სისხლის
მღრღნელებით და ოთახებით
..

სხვა ფერებს ღვრი შენს თეთრ ნივთიერებაში,
მათ სახლებში
ვინც უკვე იყო
საფარველი მიწის და მზის
კლავს, აძლიერებს,
საფარველისთვის მიწისთვის, მზისთვის
გინდა ეს წყალი პირიდან ამოგდიოდეს და კედლებს ედება
და ემორჩილება ქარებს
ბათინკებს

მომდევნო დღეები და არაფერია,
კატას საჭმელი წვიმაში დაუსველდა და მის ადამიანს თვალები ცაში ამოეთხარა –
– ორიორმო ცისარტყელაში
ფართოვდებიან
წრევდებიან გზები
მცენარეები ხმებიდან იზრდებიან
იწერებიან
იღებენ სხეულს სიმწვანიდან
ნისლავენ წყალს მინებიდან
ღილები ბოთლიდან
ლენტები
წარწერები
საღებავები ედებიან ურჩხულებს ნათურებიდან და ორდებიან

Widget is loading comments...
ასევე იხილეთ
saturnlyrik, 2024
თარგმანი, პოეზია
saturnlyrik, 2024
ანტონენ არტო – რათა დასრულდეს ღმერთის სამსჯავრო
თარგმანი, პოეზია, სხვადასხვა
ანტონენ არტო – რათა დასრულდეს ღმერთის სამსჯავრო
ვისენტე უიდობრო – ალტაზორი ანუ მოგზაურობა პარაშუტით
თარგმანი, პოეზია
ვისენტე უიდობრო – ალტაზორი ანუ მოგზაურობა პარაშუტით
რობერტო ბოლანო – ლექსები
თარგმანი, პოეზია
რობერტო ბოლანო – ლექსები
გვანცა ბახუტაშვილი – ლოცვები და შელოცვები
პოეზია
გვანცა ბახუტაშვილი – ლოცვები და შელოცვები
ფილიპ ლამანტია – გახილულება
თარგმანი, პოეზია, სხვადასხვა
ფილიპ ლამანტია – გახილულება
ელის ქოუენი
თარგმანი, სხვადასხვა
ელის ქოუენი
თეონა კომახიძე – ლექსები
პოეზია
თეონა კომახიძე – ლექსები
კიმ კიონ ჯუ – უცხო
თარგმანი, პოეზია
კიმ კიონ ჯუ – უცხო
59