პოეზია

თეონა კომახიძე

*
რა ლამაზია ეს სიტყვა ამ ბავშვის დამშრალი ხმები
მისი ხმა ჩაგესახება როგორც გველებით მოცული ტაძრის ენა
მცირედი ძვრით მიუყვება უცნობ მდელოებსა და ცისფერ ქვიშას
მეც მივაშველებ მას ხელებს, ხელების წითელ ლამპრებს
თითქოს ქარი ვარ შებრუნებული ნესტოებით
ვარდი ვისი ხმაც წყვდიადში იხევა და იმსხვრევა
ბროლის სითბოს გადამყვანი ერთი სხეულიდან მეორეში
*
თითქოს ის ერთადერთი ხე ვარ
ყველას სიზმარში რომ ცეკვავს
ის ერთადერთი ღრმა სიყვარული
დაუდევრად რომ მოვქსოვეთ
ასე გატეხილი, ასე ვერტიკალური
ამ უცნაურ დაქანებულ ოთახში.
ხელებს შორის ცეცხლს შევიგრძნობ
გადარჩები?
თუ სიკვდილის შემდეგ ვერცხლად იქცევი
როგორც სხვები.
შენ დგახარ მეტროში
ყური ჩემს ყურთან მოგაქვს
ათას ენაზე მესაუბრები
მაგრამ მე მხოლოდ ერთადერთი სიტყვა ვიცი.
იქნებ ვეღარ ვიტან რთულად გადმოცემულ აზრებს?
იქნებ დამღალა ყველაფერმა რაც მას უკავშირდება
მის ტანსაცმელს ვეღარ ვცნობ
მის სახეს ჰორიზონტი ხელისგულებში ისრესს და მაქეზებს
‚მოკალი მოკალი მოკალი‘.
მოვკლა?
მის თმას როგორც საიდუმლო ძაფებს
ჩემსკენ ვექაჩები
მაშინ ვუყურებ როცა ვერავინ მხედავს
ვხტები უზარმაზარი ჭიშკრიდან
რომლის ფეხებიც ღმერთის ფესვებია.
*
მისი კუდი აყვავდა
მისი სხეული ასობით ენად იქცა
საიდანაც შენი ხმა იღვრება
ლურჯი ლურჯი ლურჯი
იქნებ ხარ ნახვრეტები მწუხარებაში
სადგურზე მოვიდა ცისფერი მატარებელი და დაიძინა
ბროლივით უფერული ჩუმი სიტყვები
ჩემს ძვლებზე ასხამენ ცისფერ თხევადს
შემდეგ კი ამ შავი მოჩვენების პულსიდან ამოდის
ცისფერი ყბის უცნაური ძარღვები
და ტუჩებზე
ვულკანურ კლდეებზე
ჩემს ძარღვებში
ბოლოს და ბოლოს
ჩემი შვილების გამოხდა იწყება
რამდენიმეა და ყველა ღმერთია
მოდით ერთმანეთი ერთმანეთში ავურიოთ
*
ჩემი ფანჯრიდან
ბუჩქები ნერვებივით იწვიან
თითქოს ბამბის ხელებია
რომელსაც უაზროდ იქნევს ქარი
თითქოს სინათლეებია რომლებიც ჩააქრეს
ახლა ისინი ისე მკრთალად მოძრაობენ
ისე ფრთხილად დადიან შიშით შეპყრობილები
ნეტავ იცოდე, როგორ არ მინდა ჩაქრეს ის მცირეოდენი შუქი
რომელსაც ეს ნიჩბები მოარწევენ
როგორ არ მინდა დადუმდეს ხმა რომელიც მდინარეს მოაქვს
თითქოს ეს ნათელი ჩვენშია
თევზი ვარ რომელსაც თავდაპირველი ძალით
ჭრის ნაირფერი ნათება
შემდეგ კი ძირს ენარცხება, როგორც
ჭექა-ქუხილის აკანკალებული მაჯა
აქ თითქოს საგანგებოდ გამოიყვანეს ეს შავი ელექტროობა
ეს ბნელი სტერეოტიპები ბალახებივით ჩარგეს
და ისინიც შენს ლამაზ ფეხებზე დაცურავენ
Widget is loading comments...
ასევე იხილეთ
ფილიპ ლამანტია – გახილულება
თარგმანი, პოეზია, სხვადასხვა
ფილიპ ლამანტია – გახილულება
ელის ქოუენი
თარგმანი, სხვადასხვა
ელის ქოუენი
თეონა კომახიძე – ლექსები
პოეზია
თეონა კომახიძე – ლექსები
კიმ კიონ ჯუ – უცხო
თარგმანი, პოეზია
კიმ კიონ ჯუ – უცხო
ინტერვიუ კიმ კიონ ჯუსთან – ესაუბრა ჯეიკ ლევინი
ინტერვიუ
ინტერვიუ კიმ კიონ ჯუსთან – ესაუბრა ჯეიკ ლევინი
კიმ კიონ ჯუ – მეოცნებე
თარგმანი, პოეზია
კიმ კიონ ჯუ – მეოცნებე
ივა თადიაშვილი – სიტყვის სიზმრისებრობა
პოეზია
ივა თადიაშვილი – სიტყვის სიზმრისებრობა
ალენ გინსბერგი – ოდა მარცხს
პოეზია
ალენ გინსბერგი – ოდა მარცხს
მარი ჩხაიძე – ჩემს გულისცემას ყველა ხე გრძნობდა
პოეზია
მარი ჩხაიძე – ჩემს გულისცემას ყველა ხე გრძნობდა
26