პროზა
რეი მანზარეკი
„დორსი, ჯიმ მორისონი და მე“
(ფრაგმენტი)
______________________
შუა ზაფხულის ერთ კალიფორნიურ დილას, როცა სანაპიროზე ვხეტიალობდით, ჩვენი ახლად დასახული გეგმების შუქის ნათების ფონზე, მხიარული ტონით, ახალგაზრდული ხმით, ჯიმმა მკითხა: „როგორ ფიქრობ, კიდევ რამდენი ხანს იცოცხლებ, რეი?“
უცებ ოცნებებიდან ამოვიჭერი. მე ჰორიზონტის ლურჯ ნაპირებზე ვფიქრობდი, ცას და ზღვას შორის, რომლებიც ერთმანეთს უთანაბრდებოდნენ, უკან ბრუნდებოდნენ და ცდილობდნენ შეჩერებულიყვნენ იმაზე, რაც იმ წამს უკვე ხდებოდა. ეს შეუძლებელი იყო.
„რა?“, გამოფხიზლებულმა შევაწყვეტინე.
„უკვე ხომ იცი. რამდენი წლის იქნები, როცა … შენ … ანუ, როცა შენ მოკვდები?“
რა კითხვა იყო! ჩვენ ხომ ახალგაზრდები ვიყავით. ჯერ კიდევ დასაწყისში და დაუსრულებელი მომავალიც გველოდა, თან ბევრს ვწერდით, ბევრსაც ვუკრავდით და კონცერტებსაც ვგეგმავდით, მაშინაც კი, ის საკუთარ მოკვდავებაზე ფიქრობდა.
„აჰ, არ ვიცი, ღმერთო, შეიძლება.., არ ვიცი“, პასუხის თქმას ვაყოვნებდი, სანამ იმ ოქროსფერ დღეს, მივხვდებოდი, რას ველოდი მომავლისგან. „ალბათ … ასე, დაახლოებით 87-ის“.
„აჰ, არა, ძმაო, მე არა. მე ამდენი ხნით ვერ შევძლებ.“ სერიოზული იყო, ნებისმიერი შიშის გარეშე და მითხრა. „მე მგონია, რომ ვარსკვლავივით ვარ. ხომ გინახავს, დგახარ სანაპიროზე და უცებ მეგობარი ყვირის და გიჩვენებს, „ჰეი, ნახე, ვარსკვლავი ჩამოვარდა“ და უცებ ყველა ჩუმდება, უყურებენ და ყვირიან, „ააა!“ წამიერად, მაგრამ ყველანი აღფრთოვანდებიან, ვიდრე ის ჩაივლის“.
შემომხედა მისი ღრმა და მეგობრული თვალებით. მისი გონიერი, შორსმხედველი თვალებიდან …
„მე ჩემს თავს ასე ვხედავ, რეი.“
In that year, in your youth, we had an
intense visitation of energy.
ის სულ მაკლია.
წიგნისთვის მადლობა ია გრიგოლიას
ასევე იხილეთ
