პოეზია

მარი ჩხაიძე; სკა ინდიგოთი

მზენარინჯები
მისი მსხმოიარობა ჩემს სიზმრებში
მისი ფუტკრისზომის ყვავილები
როცა მისი სურნელი ვრცელდება
ციცინათელების ასტრალურ ნათებაში
მე ვტოვებ ჩემს შეშინებულ სხეულს
და გვიან ღამით
შევდივარ ტყეში
სიტყვა-სიტყვით ბრუნდება ადრეული ღამის სიზმარი და წყალს ერევა მათი მტვერი
ჩამოფერთხილი
თვალებიდან
ავსებენ ცას ტბის სიწითლე და სიკვდილის სხვა ამინდები
ვფიქრობდი რომ სიღრმე იყო
რაც უფსკრულს ჰგავდა
უსასრულოდ გაწელილი ვარდნა
ფსიქიკიდან
თუ შეიძლება წყალს დავლევ
წრეზე ვარდნა
იგივეობების ხვრელებიდან სხვა გზებზე და სახეებით
მათ იფარავენ სხვა წმინდანები და სხვა ჩვევები
ისინი აფხვიერებენ ჩვენს ტკივილებს
როგორც ჭიანჭველები მიწას მარწყვის ფესვებში
მახსოვს მათი გაბზარული სიცილის ხმები
მუხლებზე შემოხვეული მცენარეებით განაგრძობდნენ ზრდას ბავშვები
მათში
დადიოდნენ სარტყელზე სატურნის და ზღვის ნაპირების
და მათი ჩქამი ჩემს სიზმრებს აპობდა
Widget is loading comments...
ასევე იხილეთ
ფილიპ ლამანტია – გახილულება
თარგმანი, პოეზია, სხვადასხვა
ფილიპ ლამანტია – გახილულება
ელის ქოუენი
თარგმანი, სხვადასხვა
ელის ქოუენი
თეონა კომახიძე – ლექსები
პოეზია
თეონა კომახიძე – ლექსები
კიმ კიონ ჯუ – უცხო
თარგმანი, პოეზია
კიმ კიონ ჯუ – უცხო
ინტერვიუ კიმ კიონ ჯუსთან – ესაუბრა ჯეიკ ლევინი
ინტერვიუ
ინტერვიუ კიმ კიონ ჯუსთან – ესაუბრა ჯეიკ ლევინი
კიმ კიონ ჯუ – მეოცნებე
თარგმანი, პოეზია
კიმ კიონ ჯუ – მეოცნებე
ივა თადიაშვილი – სიტყვის სიზმრისებრობა
პოეზია
ივა თადიაშვილი – სიტყვის სიზმრისებრობა
ალენ გინსბერგი – ოდა მარცხს
პოეზია
ალენ გინსბერგი – ოდა მარცხს
მარი ჩხაიძე – ჩემს გულისცემას ყველა ხე გრძნობდა
პოეზია
მარი ჩხაიძე – ჩემს გულისცემას ყველა ხე გრძნობდა
36