პოეზია

სეზარ ვაიეხო

ტრილსე – III

თარგმნა ირაკლი ყოლბაიამ

ზრდასრულები
რომელ საათზე დაბრუნდებიან?
ექვსს ჩამოჰკრავს ბრმა სანტიაგო,
და უკვე ისე ბნელა.
დედამ თქვა, არ დავიგვიანებო.
აგედიტა, ნატივა, მიგელ,
ფრთხილად წადით იქით, სადაც
ამ წამს ჩაიარეს მოგონებამოდუდღუნე
მოკაკვულმა ტკივილებმა,
მომდუმარე ბაკისაკენ, და სადაც
ქათმები, ჯერაც რომ იკალათებენ,
დამფრთხალან ასე.
ფეხმოუცვლელად ვისხდეთ, აჯობებს.
დედამ თქვა, არ დავიგვიანებო.
ჩვენ ხომ აღარ ვწუხვართ. წამო, ნავებს
ვუყუროთ – ჩემი ნავი ყველაზე კოხტაა! –
რომლებითაც მთელი დღე ვთამაშობთ,
უჩხუბრად, როგორც უნდა იყოს კიდეც:
მზად დგანან ჭის წყალზე,
ტკბილეულით ხვალისათვის.
ასე დაველოდოთ, – მორჩილად, და არცაა
სხვა გზა, – მათ დაბრუნებას, მუდამ წინ
მდგომი უფროსების მობოდიშებას,
ჩვენ, პატარებს, შინ რომ გვტოვებენ,
ისე, თითქოს ჩვენც
არ შეგვეძლოს წასვლა.
აგედიტა, ნატივა, მიგელ?
გეძახით, ბნელში ცეცებით გეძებთ.
ნუ დამტოვებთ მარტოდმარტო,
ნუთუ ერთადერთი ტყვე ვარ.
Widget is loading comments...
ასევე იხილეთ
ფილიპ ლამანტია – გახილულება
თარგმანი, პოეზია, სხვადასხვა
ფილიპ ლამანტია – გახილულება
ელის ქოუენი
თარგმანი, სხვადასხვა
ელის ქოუენი
თეონა კომახიძე – ლექსები
პოეზია
თეონა კომახიძე – ლექსები
კიმ კიონ ჯუ – უცხო
თარგმანი, პოეზია
კიმ კიონ ჯუ – უცხო
ინტერვიუ კიმ კიონ ჯუსთან – ესაუბრა ჯეიკ ლევინი
ინტერვიუ
ინტერვიუ კიმ კიონ ჯუსთან – ესაუბრა ჯეიკ ლევინი
კიმ კიონ ჯუ – მეოცნებე
თარგმანი, პოეზია
კიმ კიონ ჯუ – მეოცნებე
ივა თადიაშვილი – სიტყვის სიზმრისებრობა
პოეზია
ივა თადიაშვილი – სიტყვის სიზმრისებრობა
ალენ გინსბერგი – ოდა მარცხს
პოეზია
ალენ გინსბერგი – ოდა მარცხს
მარი ჩხაიძე – ჩემს გულისცემას ყველა ხე გრძნობდა
პოეზია
მარი ჩხაიძე – ჩემს გულისცემას ყველა ხე გრძნობდა
36