პოეზია

რაინერ მარია რილკე

თარგმანი: ს.კ.

ვერას

შენ მაგრამ მხოლოდ შენთვის რომელსაც გცნობდი

როგორც ყვავილს რომლის სახელი მე არ ვიცი

კიდევ ერთხელ მინდა გავიხსენო და გაჩვენო დაუფლებული

მშვენიერი თანათამაში გადაუწყვეტელი ყვირილის

მოცეკვავე პირველად რომლის სხეული მოულოდნელად სრულად მოიცვა ეჭვით

შეჩერდა  ვიდრე ივსებოდა მისი კვლავშობა მინერალში

მგლოვიარედ და სმენის მიპყრობით იქ მაღალ შეძლებებში

ეცემა მუსიკა შეცვლილი ფეთქვით

ახლოს იყო ავადმყოფობა უკვე ჩრდილით შეფერილი

ატარებდა გაფუჭებულ  სისხლს როგორც მილევადი ეჭვი

მისი ბუნებრივი გაზაფხულიდან გამოდიოდა

კვლავ და კვლავ სიბნელის და ვარდნის შეწყვეტა

ბრწყინავდა მიწაზე ვიდრე საზარელი რტყმით

უნუგეშოდ შეაღწევდა გაღებულ კარში

 

აპრილიდან

კვლავ ტყის სურნელება

ზემოთ ააქვთ

მათში ცამორწიალე ტოროლებს რაც ამძიმებდა ჩვენს მხრებს

თუმცა ამ გაშლილ დღეში ისინი ცარიელად გამოიყურებოდნენ

მაგრამ გრძელი გადაუღებელი ნაშუადღევების შემდეგ

მოდიან ოქრომბრწყინავი

ახალი საათები

რომლებიდანაც დევნილად შორეული სახლების

ყველა ნაჭრილობევი

ფანჯრიდან შიშით ამოძრავებული ფრთებით ეშვებიან

შემდეგ არის სიჩუმე თან წვიმაც ჩუმად აგრძელებს დენას

ქვებზე დაფენილ მშვიდ ბზინვარებაზე

ყველა ხმაური მიმალულია

ახლის მბრწყინავ კვირტებში

 

მუსიკა

მე ვიცოდი ვისთვის ვუკრავდი აჰ

ყოველთვის შემეძლო მედინა როგორც ნაკადულს

ვეჭვობდი თუ მკვდარი ბავშვები სიამოვნებით

ისმენდნენ მას რაც ჩემი შინა ვარსკვლავიდან გამოდიოდა

თუ გოგონები რომლებიც მოკვდნენ

ასევე მაყურადებდნენ საღამოქარში

თუ მე ერთი ბრაზიანი ვიყავი

რომელიც ჩუმად გაისმოდა მკვდარი თმებისკენ

მაშინ რა იყო მუსიკა თუ ის არ მიდიოდა

შორს ყველა რამისგან

ის რა თქმა უნდა ქრის მან არ იცის

ცვლილებები სად გვწყვეტენ

ის რომ მეგობრები ისმენენ ალბათ კარგია

მაგრამ ისინი საკმარისად ცოცხლები არ არიან

როგორც სხვები რომლებსაც აღარ ვხედავთ

ღრმად შეიგრძნობენ სიცოცხლის სიმღერას

ისინი ეცემიან მათ შორის რაც ეცემა

და ისმიან როცა ხმა ისმის

Widget is loading comments...
ასევე იხილეთ
ფილიპ ლამანტია – გახილულება
თარგმანი, პოეზია, სხვადასხვა
ფილიპ ლამანტია – გახილულება
ელის ქოუენი
თარგმანი, სხვადასხვა
ელის ქოუენი
თეონა კომახიძე – ლექსები
პოეზია
თეონა კომახიძე – ლექსები
კიმ კიონ ჯუ – უცხო
თარგმანი, პოეზია
კიმ კიონ ჯუ – უცხო
ინტერვიუ კიმ კიონ ჯუსთან – ესაუბრა ჯეიკ ლევინი
ინტერვიუ
ინტერვიუ კიმ კიონ ჯუსთან – ესაუბრა ჯეიკ ლევინი
კიმ კიონ ჯუ – მეოცნებე
თარგმანი, პოეზია
კიმ კიონ ჯუ – მეოცნებე
ივა თადიაშვილი – სიტყვის სიზმრისებრობა
პოეზია
ივა თადიაშვილი – სიტყვის სიზმრისებრობა
ალენ გინსბერგი – ოდა მარცხს
პოეზია
ალენ გინსბერგი – ოდა მარცხს
მარი ჩხაიძე – ჩემს გულისცემას ყველა ხე გრძნობდა
პოეზია
მარი ჩხაიძე – ჩემს გულისცემას ყველა ხე გრძნობდა
41