პოეზია

ოქტავიო პასი (შუაგულის ძიებაში)

თარგმნა გიგლა გონაშვილმა

შენი სხეულის ნაკადები (სხეულების ნაკადი)
გულისცემების მხარე (ვარსკვლავები ინფუზორიები რეპტილიები)
შემოსვლა შენში (ძილში მოარული სინგურის ნიაღვრები)
დახუჭული თვალების მხარე (თაობათა ზვირთი)
წყალი ფიქრების გარეშე (თამაშები დაწყვილებები მენესტრელები)

შემოსვლა ჩემში (ქვევრდომილი და განვრდომილი განვრდომილი და შენდობილი)
შენს სხეულში შემოსვლისას (მზეთა ნაკადი)
უძილო სარკეების მხარე („მედიდურ მხეცთა მბრწყინავი ბეწვი“)
ბასრი წყლების მხარე (აბრუნებს სამყაროთა თესლოვან ნაკადს)
მთვლემარე ღამეში (თვალი, მას რომ უცქერს, სხვა ნაკადია)

ვუცქერ თავს მასში, რასაც ვუცქერ (ესაა ჩემი ქმნილება, რასაც ვხედავ)
როგორც შემოსვლა ჩემს თვალებში (აღქმა ჩასახვაა)
უფრო მკაფიო თვალში (ფიქრების წყალი)
მიცქერს ის, რასაც ვუცქერ (იმის ქმნილება ვარ, რასაც ვხედავ)

სურვილის მკლავების დელტა (ჭეშმარიტების წყალი)
ვერტიგოების სარეცელში (წყლის ჭეშმარიტება)
მხოლოდ გამჭვირვალობა რჩება

Widget is loading comments...
ასევე იხილეთ
ფილიპ ლამანტია – გახილულება
თარგმანი, პოეზია, სხვადასხვა
ფილიპ ლამანტია – გახილულება
ელის ქოუენი
თარგმანი, სხვადასხვა
ელის ქოუენი
თეონა კომახიძე – ლექსები
პოეზია
თეონა კომახიძე – ლექსები
კიმ კიონ ჯუ – უცხო
თარგმანი, პოეზია
კიმ კიონ ჯუ – უცხო
ინტერვიუ კიმ კიონ ჯუსთან – ესაუბრა ჯეიკ ლევინი
ინტერვიუ
ინტერვიუ კიმ კიონ ჯუსთან – ესაუბრა ჯეიკ ლევინი
კიმ კიონ ჯუ – მეოცნებე
თარგმანი, პოეზია
კიმ კიონ ჯუ – მეოცნებე
ივა თადიაშვილი – სიტყვის სიზმრისებრობა
პოეზია
ივა თადიაშვილი – სიტყვის სიზმრისებრობა
ალენ გინსბერგი – ოდა მარცხს
პოეზია
ალენ გინსბერგი – ოდა მარცხს
მარი ჩხაიძე – ჩემს გულისცემას ყველა ხე გრძნობდა
პოეზია
მარი ჩხაიძე – ჩემს გულისცემას ყველა ხე გრძნობდა
36