პოეზია
იაპონური ჰაიკუ
გერმანულიდან თარგმნა გიგლა გონაშვილმა
*
როცა ვფიქრობ, რომ
ქუდზე ჩემი თოვლია,
აღარ მემძიმება
(კიკაკუ)
*
ზამთრის მთვარე –
და არა ქვა,
ძაღლს რომ ესროლო.
(ტაიგი)
*
ზამთრის მთვარე.
უკარო ტაძარი.
როგორ მაღლაა ცა!
(ბუსონი)
*
მაცნეებს შევხვდი
გზაში, წერილს ვხსნი –
გაზაფხულის ქარი!
(კიტო)
*
ერთი სინათლე
მეორეს ეკიდება
გაზაფხულის ღამეა.
(ბუსონი)
*
ჩემი ჩრდილიც კი
საღსალმათია
ამ გაზაფხულის დღეს.
(ისა)
*
ალუბლით აყვავებული ბორცვი –
ქვა, რომელზეც თავს დავდებ,
რბილი იქნება.
(როცუ)
*
გაზაფხული მიდის –
ჩიტები მისტირიან,
თევზის თვალებში ცრემლია.
(ბაშო)
*
როცა ჩემმა თვალებმა ყველაფერი
იხილეს, მიუტრიალდნენ
თეთრ ქრიზანთემას
(ისჰო)
*
ზაფხულის ბალახი
სულ ეს დარჩა
მეომრის სიზმრიდან.
(ბაშო)
*
როცა ხალხი მოვა,
ბაყაყად იქეცი,
პატარა ჩაციებულო საზამთროვ!
(ისა)
Widget is loading comments...
ასევე იხილეთ
