პოეზია

მეი აიმი

თარგმანი: ს.კ.

SOULSISTERS

SOULSISTERS მეი აიმის ბოლო ლექსია, რომელიც მან ოდრი ლორდის სიკვდილთან (17 ნოემბერი, 1992) დაკავშირებით დაწერა.

 

დამშვიდობება
მასთან
ვინც უკვე წავიდა
სამუდამოდ
მოგონებების და მეხსიერების ხვრელებში
ვინც დარჩება
ცოცხალი და მოძრავი
ჩვენთვის
ვფიქრობ და ვამბობ
ჩემს პირად სიმართლეს
ოდრი ლორდი ცხოვრობდა
ჯანსაღ
წინააღმდეგობრივ
შავკანიან
ლესბოსურ
ცხოვრებას
ავადმყოფ საზოგადოებაში
მომაკვდავ პლანეტაზე
58 წლის შემდეგ
ჩვეულებრივი სიკვდილით მოკვდა
კიბოს დიაგნოზით
მისი ნამუშევრები კვლავ ცოცხლობენ
მისსავე ნამუშევრებში
ჩვენი ხილვები
გამოცდილებებს ატარებენ
მისი სიტყვები
მეხსიერება
1984 წელს შავკანიანმა გერმანელმა ქალებმა
ოდრი ლორდთან ერთად შექმნეს
ტერმინი აფრო-გერმანელი
რადგან ჩვენ ბევრ სახელს გვეძახდნენ
მაგრამ არცერთი მათგანი არ ყოფილა ჩვენი
რადგან არც ვიცოდით სახელი
რომელიც გვინდოდა რომ ჩვენთვის დაეძახათ
რასიზმი რჩება
ავადმყოფობის უფერულ სახედ
რაც საჯაროდ და მალულად გვჭამს
დღეს
ჩვენ განვიცდით დიდი შავი პოეტის სიკვდილს
დის, მეგობრის და თანამებრძოლის
მისი ლექსები კვლავ ცოცხლობენ
მისსავე ლექსებში
ჩვენი ხილვები
გამოცდილებებს ატარებენ
მისი სიტყვებით

Widget is loading comments...
ასევე იხილეთ
ფილიპ ლამანტია – გახილულება
თარგმანი, პოეზია, სხვადასხვა
ფილიპ ლამანტია – გახილულება
ელის ქოუენი
თარგმანი, სხვადასხვა
ელის ქოუენი
თეონა კომახიძე – ლექსები
პოეზია
თეონა კომახიძე – ლექსები
კიმ კიონ ჯუ – უცხო
თარგმანი, პოეზია
კიმ კიონ ჯუ – უცხო
ინტერვიუ კიმ კიონ ჯუსთან – ესაუბრა ჯეიკ ლევინი
ინტერვიუ
ინტერვიუ კიმ კიონ ჯუსთან – ესაუბრა ჯეიკ ლევინი
კიმ კიონ ჯუ – მეოცნებე
თარგმანი, პოეზია
კიმ კიონ ჯუ – მეოცნებე
ივა თადიაშვილი – სიტყვის სიზმრისებრობა
პოეზია
ივა თადიაშვილი – სიტყვის სიზმრისებრობა
ალენ გინსბერგი – ოდა მარცხს
პოეზია
ალენ გინსბერგი – ოდა მარცხს
მარი ჩხაიძე – ჩემს გულისცემას ყველა ხე გრძნობდა
პოეზია
მარი ჩხაიძე – ჩემს გულისცემას ყველა ხე გრძნობდა
26