პოეზია
***
თარგმნა თეონა კომახიძემ
თავსატეხის სამკაული
ღამის ყელს შემოხვეული
მეფური სიტყვა დაწერილი მაგრამ
წაუკითხავი
შესაძლოა კომეტურ ტურნეში
როდესაც ზეცის გარღვეული ჭრილობები
ტკიოდათ
იქ
იმ ოთახში
მუხლებზე დამხობილ იმ მათხოვართან
ვინც სოფლურ გზებს დაათრევდა მისი სხეულით
და ახლა ის განცდადი უნდა გახდეს
წაკითხვადი
და მანაც სიკვდილი ისწავლა
მოთმინებაში
***
შესაძლოა ჩვენ
ქაოსში წინაშე მწეველი
მოხეტიალე სამყარო ვშვით
სუნთქვების ენით?
ისევ ისეთი ორკესტრი
დასაწყისიდანვე
ქვიშა ქარის წისქვილს შეწირული
სანამ ის სინათლედ გარდაიქმნებოდა
ემბრიონის დაბადების კოკრიდან
და ისევ ისე წრეშია მოქცეული
შენს ტერიტორიაზე
მაშინაც კი როცა ჩვენ ღამეზე აღარ ვფიქრობთ
და ზღვის სიღრმეებს კბილს გავკრავთ
ვარსკვლავსიტყვებით
მდელოს ვუხმობთ
სიკვდილის ზურგს უკან
ასევე იხილეთ
