პოეზია
თარგმნა თეონა კომახიძემ
***
ნახვრეტები ნისლში. ნახვრეტები ბალახთშეგნებაში. ღამე.
მატარებლები დადიან მეხსიერებაში. სასუნთქ გზებს კვეთენ.
მე ვდრამატიზირებ, ახლოდან ასე ვერასდროს ვხედავდი.
შემაჩერე ნახნავებთან. ქვედატყეებთან. და კანტებთან შენი თვალების.
მაგრამ ისინი შენი თვალები არ არიან. ისინი საერთოდ არ არიან თვალები.
მხოლოდ პლასტიკური ლოკოკინატანკები.
ისე ვიქცევი როგორც მოხიბლული. ვადგენ პაუზებს.
სვეტები დედამიწის ფირფიტებს შორის გაუბედავად მოძრაობენ
უკან მისდევენ გადამფრენ ჩიტებს
უეცრად შურზე ავლაპარაკდი. აღელვებულ მინერალებზე
კელტური გამძლეობა კელტური კალკის წინ.
წარმოუდგენლად განათებული ამ სიბნელეში.
