პოეზია

თეონა კომახიძე

I
ჩემს თავს ვეძებ სარკეებში და მხოლოდ ერთადერთში ვპოულობ
ჩემი ყვირილი სარეველების ძლიერი ხელებივითაა
მას ვერ ერევა ვერაფერი.
ადრე მიყვარდა ეს ხმა
მაგრამ იგი წარსულში დარჩა.
ლურჯი ჭრილობებიდან შუქი ჟონავს
ეს არის მიჯაჭვულობა შენს მიმართ
გებღაუჭები სინათლის ბასრი კბილებით
გიწოვ და გფცქვნი
მაგრამ არაფერი არ მყოფნის.
მოდი, დაიშალე ნაწილებად
II
მე ვიქნები შენი თეთრი ტალღები
შენი ხმა, შენი ტკივილი
შენი სასოწარკვეთა
ვიქნები ჩიტი, რომელიც ოდესმე დამარხე
ვიქნები ხე, რომელიც ოდესმე დაგირგავს
ვიქნები ქუჩა
ვიქნები ის, ვინც გაკოტრდება დროისგან
შეუჩერებლად, სინათლესა და სიბნელეში.
III
გამჭირვალე ნამი სარეველებზე მოძრაობს
მჯერა, რომ მალე
ქარი ჩემკენ დაეშვება თავისი ბორბლებით
ის მატკენს
მას დაემორჩილება ჩემი სახე
ჩემი ხელები, ჩემი თმები, ჩემი სიმღერა
ჩემი ხმა გატყდება და დაიბზარება
ამ წამიდან, მე ვეღარ ვიქნები ისევ იგივე
IV
ჩემი ხმა ვიწრო თასში გროვდება
და ქვავდება
ოთახში ვიღაც დგას, შვლის მზრუნველი თვალებით
უთბილესად მიმზერს და მიღიმის
ჩემსკენ ხელებს იწვდის და მჭამს
ნუ ტირი, ნუ ტირი, მე დაგიცავ
შენი სიმშვიდისთვის მე დავიძინებ ცულისპირზე
რომელსაც ჩემი ხელებისგან გამოჭედავ
Widget is loading comments...
ასევე იხილეთ
ფილიპ ლამანტია – გახილულება
თარგმანი, პოეზია, სხვადასხვა
ფილიპ ლამანტია – გახილულება
ელის ქოუენი
თარგმანი, სხვადასხვა
ელის ქოუენი
თეონა კომახიძე – ლექსები
პოეზია
თეონა კომახიძე – ლექსები
კიმ კიონ ჯუ – უცხო
თარგმანი, პოეზია
კიმ კიონ ჯუ – უცხო
ინტერვიუ კიმ კიონ ჯუსთან – ესაუბრა ჯეიკ ლევინი
ინტერვიუ
ინტერვიუ კიმ კიონ ჯუსთან – ესაუბრა ჯეიკ ლევინი
კიმ კიონ ჯუ – მეოცნებე
თარგმანი, პოეზია
კიმ კიონ ჯუ – მეოცნებე
ივა თადიაშვილი – სიტყვის სიზმრისებრობა
პოეზია
ივა თადიაშვილი – სიტყვის სიზმრისებრობა
ალენ გინსბერგი – ოდა მარცხს
პოეზია
ალენ გინსბერგი – ოდა მარცხს
მარი ჩხაიძე – ჩემს გულისცემას ყველა ხე გრძნობდა
პოეზია
მარი ჩხაიძე – ჩემს გულისცემას ყველა ხე გრძნობდა
61