პოეზია

Moon Taejun

კორეულიდან თარგმნა თეონა კომახიძემ

მე მოვალ ჩემი გულის შემოსაწირად
მე მოვალ ჩემი გულის შემოსაწირად
მაშინ, როცა გამთენიისას კაკლის ფოთლებზე სიბნელე მოგროვდება,
მე მარტოხელა კაჭკაჭივით ვცხოვრობდი და ველოდი
პირიდან ველურ ყვავილებს ვისროდი და ჩემს უძველეს
სულს გაჩვენებდით.
ისე ვიცხოვრე, როგორც კაკლის ყვავილმა,
მაგრამ..
მწარედ მოვთქვამდი იმ მწერივით,
ზაფხულში კანს რომ იცვლის.
ვიმღერებ მონატრებისგან გაგიჟებული
იმ სიმღერით, რომელიც თითის ანაბეჭდებს გააპნევს ჰაერში.
ეს იქნება სიმღერა, რომელიც ცეცხლივით იფეთქებს ყელში.
ეს სევდიანი სიმღერა იქნება.
მე აქ იმისთვის მოვედი, რომ ჩემი გული გავცე.
რაღაც მაქვს შენთვის სათქმელი
ბრინჯის მინდვრებში, მთის ჩრდილზე
უძრავად დგას მოხუცი ჩიტი, იბისი.
ვხედავ ღრმა ფიქრებს, რომლებიც მის სხეულში მკვიდრობენ
ისევე, როგორც ერთ დღეს ცარიელ აუზს ვუყურებდი.
ასე გამოიყურება მარტოობა?
საღამოვდება, მთების ჩრდილები ნელ-ნელა ეხებიან იბისის ფეხებს.
რაღაც მაქვს შენთვის სათქმელი
რაღაც უნდა მოგიყვე.
დღეს, გზაზე, ლერწმებს შორის შემთხვევით დავინახე ჭიანჭველების ბუდე.
ძვირფასო, რაც ვერ ვთქვი ისაა, რომ
ჭექა-ქუხილში, ქარსა და ქარბუქში,
მეც მარტოკა ვიქნები, როგორც ეს ბუდე გარეუბანში.
ბუდეში იქნება რამდენიმე რბილი, ნაზი და თბილი ჩიტის კვერცხი.
თუ მკერდს გავხსნი
იპოვი სიტყვებს, რომლებიც შენთვის გადავდე
ისინი თითქოს ნაჭუჭებს ტეხენ,
პატარა გული კი ფეთქავს.
რადგან ის იხმეს
საღებავივით შავი და ყინულივით ცივი,
ჭიანჭველის ბუდიანი სახე,
თუმცა, მისი ფეხები, ირმისაზე უფრო წვრილია
ამ თვალუწვდენელ ბაღში.
ბევრი დრო მქონდა დასაწყნარებლად,
იმ უცნაურ სიმშვიდეს სევდიან დასასრულს ვუწოდებდი.
ბოლოს ბებია თხუთმეტი წლის ასაკში ვნახე.
Widget is loading comments...
ასევე იხილეთ
ფილიპ ლამანტია – გახილულება
თარგმანი, პოეზია, სხვადასხვა
ფილიპ ლამანტია – გახილულება
ელის ქოუენი
თარგმანი, სხვადასხვა
ელის ქოუენი
თეონა კომახიძე – ლექსები
პოეზია
თეონა კომახიძე – ლექსები
კიმ კიონ ჯუ – უცხო
თარგმანი, პოეზია
კიმ კიონ ჯუ – უცხო
ინტერვიუ კიმ კიონ ჯუსთან – ესაუბრა ჯეიკ ლევინი
ინტერვიუ
ინტერვიუ კიმ კიონ ჯუსთან – ესაუბრა ჯეიკ ლევინი
კიმ კიონ ჯუ – მეოცნებე
თარგმანი, პოეზია
კიმ კიონ ჯუ – მეოცნებე
ივა თადიაშვილი – სიტყვის სიზმრისებრობა
პოეზია
ივა თადიაშვილი – სიტყვის სიზმრისებრობა
ალენ გინსბერგი – ოდა მარცხს
პოეზია
ალენ გინსბერგი – ოდა მარცხს
მარი ჩხაიძე – ჩემს გულისცემას ყველა ხე გრძნობდა
პოეზია
მარი ჩხაიძე – ჩემს გულისცემას ყველა ხე გრძნობდა
63