პოეზია

კარლო კაჭარავა

***

როცა სინათლე კლებულობს, როგორც ჩანს, საღამოვდება.

როცა რესპუბლიკურ საავადმყოფოში ასთმიანები ცუდ სიგარეტს ეწევიან

მეექვსე სართულზე კიბეების მარშთან.

როცა შეშინებული, შეუხედავი და ცუდად ჩაცმული ქალიშვილები

გარბიან სადღაცალბათ მეტროსაკენ.

დაგარე განათებაისევ არ ირთვება, ან საერთოდ არ ჩაირთვება.

ეგნატე ნინოშვილის აჩრდილი საკმაოდ სწრაფი ნაბიჯით

მიდის სამედიცინი ინსტიტუტის გასწვრივ

და გვერდზე ძაღლი მისდევს ქარისგან ბალანაშლილი.

არ გაანათებს ფერადი ნეონი ნინოშვილის სახეს.

ზურგზე არ გადაურბენს სასწაულებრივად შემორჩენილი

ღამის ტროლეიბუსის სარკმელთა წყვეტილი შუქი

მეტყველებაწართმეულ მგზავრთა უარაფრო მზერით.

მწერალი კითხულობს ბაადურ მონჰოფის ქრონიკას

და უყურებს გ. რიხტერის სურათის რეპროდუქციას.

იაფი ფირფიტების საკრავი ციხის იატაკზე.

ნინოშვილს მოესმის რაღაც უცნაური მუსიკა,’

რომლითაც ვიღაც მიესალმება ღამეს:

ვერშემდგარი მოულოდნელობებით,

ვერშემდგარი თავგადასავლებით,

ვერშემჩნეული სატრფოებით, ცუდი ფეხსაცმელებით,

ცუდი პალტოებით, ცუდადმყოფთა სევდით.

, რიხტერისეული ფირფიტებსაკრავი

ჯადოსნური ფლეიტის ნაცვლად,

იქნებ ამ მუსიკით გამოიტყუოს ნინოშვილმა მიმალული

ენაწართმეული პროლეტარიატი?

და ატაროს ის ინფექციური საავადმყოფოდან,

ონკოლოგიური საავადმყოფოდან რესპუბლიკური საავადმყოფოსაკენ

და ისევ ინფექციურისაკენ, თუ სისხლის გადასხმის ინსტიტუტშიც

გაიარონ, რომ იქვე შეიერთონ პურის ქარხანასთან საათობით

მომლოდინეთა დიდი, დაოსებული რაზმი?

აი, ჭეშმარიტი ოქროს პილიგრიმნი, აი მართალნი.

აი, მათი გაყინული ძვლები.

ბრბო, თოჯინის მექანიზმი, მოსამართავი.

პურის რიგში მდგომთა შვილნო!

ვისი სურათები ამკობს თქვენს კედლებს?

მიტოვებული ურიკა

ღმერთი არ მეხმარება, მაგრამ არც ხელს მიშლის,

სად არის ჩემი სახლი?

იქ, სადაც ჯერ უცნობი ქალია სახლში, საწოლში თუ ავტობუსის სკამზე.

თავი მტკიოდა და და კაფეტერიაში ყავას ვსვამდი.

კიბეებზე ჩამოსვლისას ვგმობდი ყველას.

საავადმყოფოში ლურჯ, დამპალ ქათმებს გვაჭმევდნენ

და მეც მომბეზრდა ოცნება, რადგან გარშემო მაინც არავინაა.

არც მახსოვს, რომ დღეს მუზეუმში ვიყავი.

მატისი და კანდინსკი რძის ყუთზე მეტად როდი მაღელვებს.

ყველგან ვერავის ვხედავ.

რა მალე გავიდა ხუთი წელი, მანამ ათიც გავიდა.

მაშინ მარტო ვიყავი, იმდენად მარტო, რომ ერთხელ ვიმღერე კიდეც

პორტალში დიდი წვიმების დროს.

მე ვმღეროდი „ციცინათელას“

ვხვდები, რომ ერთი შეხედვით მოულოდნელში გამჟღავნდება

კანონზომიერი თუკი ყველაფერი ამგვარია.

შესაძლოა, მომავალზე წუხილიც არ ღირს.

მე დავბერდი. მოხუცი რევოლუციონერი ვარ სენტიმენტალური

და არასრულყოფილი შესაძაგ ყვავად ქცეული.

ქარიან დღეებში რუსული სექტემბრის დასაწყისში

მე შევფრინდები რუსული „პობედის“ სალონში,

მაგრამ იქიდან ლამაზი ხელით და შეკივლებით გამომაგდებს

თხუთმეტი წლის ქერათმიანი პროლეტარი ქალი.

ასე დასრულდება ჩემი მეტამორფოზა, რადგან ჯოვანი პაპინი

მხოლოდ განუხორციელებელი დონ ჟუანის საკითხავია.

ისევ თავის ტკივილი. თაფლი, ციტრამონი და ვაშლი

პირში ჟანგის გემო.

მეც მოვიფიქრე დასასრული.

დიდ უნივერსამში, როცა საგორავებელ ურიკაში:

ძეხვს, ყველს და შაქარს შეაგროვებთ, სადღაც დიდი ყუთების უკან მიატოვეთ ეს ურიკა

და სხვა ვერავინ შეამჩნევს, მხოლოდ თქვენ გემახსოვრებათ.

რა შემზარავია მიტოვებული ურიკა!

 

1987

მამათა თაობა

მამათა საფლავები მთვარის ჯვრებით გვეჭირა

და ყვავილებით ვამკობდით ჩვენს სახისშემქმნელთა

ვერაღდგენილ იერს.

დაფნის ბუჩქთა შორის მიმავალი მე თქვენზე ვტიროდი.

ყველაფერი, რაც თავს გადაგვხდა, თქვენ უწყოდით.

სევდიან სინათლეებად დახვედრილნო,

რკინიგზის ანგელოზთა სიზმარში გზის გასწვრივ,

თან მუდამ ჩვენთან, რადგან შორს სახლი დგას.

რადგან ძაღლები ყეფენ ღამით და რადგან

მხოლოდ შიში როდი გვკარნახობს სურვილს.

ურთიერთში დაკარგულნი ჩვენ ერთმანეთს ვეძებთ.

 

1988

ლექსი ძველ ბინაზე

მეტერლინკისეული ბოდვის სევდიანი იმიტაცია,

სამზარეულოს ჩუმი ისტორია ძველ კოვზებსა და ჭურჭელზე ჩამქრალი ნათურის ქვეშ.

სადღაც შენახული წერილები, ერთსა და იმავე თეთრეულში გახვეული რამოდენიმე თაობა

სექსუალური განცდები, როცა საყვარელი ქალის ბავშვობის დროინდელ სურათებს უყურებ.

ავტობიოგრაფიის მითი.

ბაღებადქცეული სასაფლაონი ვარსკვლავთა პურით.

პატარა მეფე მოხუცი და მერე ისევ პატარა ღმერთი.

შენ ნახავ იმჟამინდელ ქალაქს, შენ ნახავ მის სხეულზე დაძველებულ თოვლს.

მე ვუბრუნდები ავხორცობის სურათს, როგორც გამოსავალს

ხანგრძლივ მზიან ზამთარში, რომელიც გულს მირევს

სახელურთან შეხებისას

და ლოდინით განთავსებული კარები.

მოხუცის ხელჯოხი და ელექტრონის აღმრიცხველი შემოსასვლელში

და კიდევ წამლები უფრო გვიან შეძენილი ხატის.

რეპროდუქციის ქვეშ დახატული „ტკბილი“ ანგელოზები წვიმაში.

უცხოეთიდან ჩამოტანილი ახლადნაჩუქარი თოჯინები.

ისევ შემოსასვლელში ფერადი თხილამურები.

ძველ კარადასთან სიყმაწვილის დროინდელი ნატურმორტი კიდია.

ყველა ასაკი აქ შენია და არც ერთი ასაკი შენ არ გეკუთვნის.

 

1988

***

შიფრების ხელოვნება ღარიბია. ღარიბი ნივთები ბიოგრაფიას ქმნიან.

მე მივფრინავდი თვითმფრინავებით შეკრული ვერცხლისფერ გულში.

მდინარეებით და ვარსკვლავებით ნებაწართმეული შენს კარებთან საგდებად,

რადგან არფერია შემთხვევითი

და არც ის დრო გამქრალა, როცა ტუაფსესთან ტყეში გაგაუპატიურეს

გზაზე მომავალი მეგობართან ერთად და მერე მანქანით დაბრუნდი ბანაკში.

როგორც ახლა ამბობ, კიდევ ერთხელ რომ აგეცდინა

იმ „მშიშარა კაცისაგან“.

თუმცა უკვე ამაზე აღარ ფიქრობ.

შენ დაიბადე იმ გზაზე გასასვლელად და მიღმა შემდეგ.

მანამ იმ ფოტოების, რომლებზეც სხვადასხვა დროს შემორჩი;

იქ გეწეოდნენ, თან უკვე გიცდიდნენ მდევრები.

როცა კიდევ ერთხელ დაივიწყებ კარიდან გამოსული: კარებს,

თვითმფრინავებს, წამლებს, წერილებს, ვარსკვლავებს,

და უმწეოდ უცხოს ვერპატიებულს, რადგან სულელად უნდა გეჩვენოს.

მე მიყვარს მზის პური ისტორიაზე ღარიბი, მასზე კეთილი.

ცაზე გამჭვირვალე ბუჩქებს დავკარგავ იმ გზაზე,

საიდანაც არეკლილი მატარებლები ჩემს წიგნში შემოვლენ.

უცნაურია მოგზაურობის მთხოვნელთა მუდმივი დარჩენა.

თუ არ მტრულად, გულგრილად მძინარე ნივთთა შორის,

რომლებიც მხოლოდ ჩემთვის მიჯნავენ შენს საცხოვრებელს სხვისგან.

1988

 

Widget is loading comments...
ასევე იხილეთ
ლუიზა გლუქი – დამხრჩვალი ბავშვები; მესინჯერები
თარგმანი, პოეზია
ლუიზა გლუქი – დამხრჩვალი ბავშვები; მესინჯერები
ბერნადეტ მაიერი
თარგმანი, პოეზია
ბერნადეტ მაიერი
ივა თადიაშვილი – “გინახავს სადმე ცოცხალი ინდიელი?”
პოეზია
ივა თადიაშვილი – “გინახავს სადმე ცოცხალი ინდიელი?”
saturnlyrik, 2024
თარგმანი, პოეზია
saturnlyrik, 2024
ანტონენ არტო – რათა დასრულდეს ღმერთის სამსჯავრო
თარგმანი, პოეზია, სხვადასხვა
ანტონენ არტო – რათა დასრულდეს ღმერთის სამსჯავრო
ვისენტე უიდობრო – ალტაზორი ანუ მოგზაურობა პარაშუტით
თარგმანი, პოეზია
ვისენტე უიდობრო – ალტაზორი ანუ მოგზაურობა პარაშუტით
რობერტო ბოლანო – ლექსები
თარგმანი, პოეზია
რობერტო ბოლანო – ლექსები
გვანცა ბახუტაშვილი – ლოცვები და შელოცვები
პოეზია
გვანცა ბახუტაშვილი – ლოცვები და შელოცვები
ფილიპ ლამანტია – გახილულება
თარგმანი, პოეზია, სხვადასხვა
ფილიპ ლამანტია – გახილულება
195