ჰანთერ ჰანთ-ჰენდრიქსი

ტექსტიდან: „ტრანსცედენტალური ბლექ მეტალი: ხედვა აპოკალიპტიკური ჰუმანიზმისთვის“ (2010).

თარგმანი: ს.კ.

პროლეგომენა

 

შესაძლებელია, შემოგთავაზოთ ახალი მნიშვნელობა ბლექ მეტალისთვის და ტექნიკის ახალი საშუალებები ამ მნიშვნელობის გასააქტივირებლად. ტრანსცედენტალური ბლექ მეტალის მნიშვნელობა აფირმაციაა და ამის მისაღწევი ახალი ტექნიკა – ბარსბიტი*.

ძალაუფლებისკენ სწრაფვა ორ ეტაპიანია. პირველს შეიძლება ვუწოდოთ ფორტიფიკაცია; პარადიგმის შექმნა ან წესების დადგენა და შემდეგ პოტენციალის შესწავლა, რომელიც მოიცავს ამგვარ შეზღუდვებს. მეორე ეტაპი შეიძლება აღიწეროს, როგორც შეწირვა; თვითგანადგურება, თვითგადარჩენა, როცა თავდაპირველი წესები სრულად შეგუებული და დაკმაყოფილებული, და ამავდროულად დასახიჩრებულია. ისინი გარდაიქმნებიან რაღაც ახლის და უპრეცედენტოს საფუძვლად.

ტრანსცედენტალური ბლექ მეტალი არის ბლექ მეტალი შეწირვის მუდმივი რეჟიმიდან. ესაა წმენდა დამატებითი განუსაზღვრელი მახასიათებლებისგან და  ბლექ მეტალის არსის განახლებული კვლევა. და არის მზის, ჰიპერტროფიის, გაბედულების, სასრულის და უკანასკნელის. ის ჟღერს, როგორც აფირმაცია და ჟღერდება ბარსბიტით.

ბლექ მეტალს, რომელიც ფორტიფიკაციის რეჟიმში სკანდინავიაში დაიბადა, შეიძლება ვუწოდოთ ჰიპერბორეული ბლექ მეტალი. ჰიპერბორეული ბლექ მეტალი არის მთვარის, ატროფიის,  ამორალურობის, უსასრულობის და სუფთის. მისი დაბადების სიმბოლო მკვდრის სიკვდილია. რაც ჟღერს, როგორც ნიჰილიზმი და ჟღერდება ბლასბიტით*.

დღესდღეობით აშშ-ის ბლექ მეტალი ჰიპერბორეული ბლექ მეტალის ჩრდილშია. ახლა ევროპული ტრადიციისგან გადამწყვეტი შესვენების და ნამდვილი ამერიკული ბლექ მეტალის გაკეთების დროა. უმჯობესი იქნებოდა, ვამბობდეთ „ამერიკული“, „აშშ“-ის ნაცვლად; აშშ-ის იმპერია იშლება, და ამერიკა მარადიული იდეალია, რომელიც ადამიანის ღირსებას, ჰიბრიდაციას და შემოქმედებით ევოლუციას წარმოადგენს.

„რენიჰილაციის“** აქტი ღალატია ჰიპერბორეული ბლექ მეტალისთვის და ტრანსცედენტალური ბლექ მეტალის აფირმაციაა. ამავდროულად, ის არის კონსტრუქცია აპოკალიპტიკური ჰუმანიზმისთვის, რაც შეიძლება აღიწეროს, როგორც ესთეტიკა.

თუმცა ამგვარი კითხვა ტრანსცედენტალური ბლექ მეტალისთვის მხოლოდ აისბერგის წვერია, რომელშიც დაფარულია ახალი ურთიერთობა ხელოვნებას, პოლიტიკას, ეთიკას და რელიგიას შორის.

 

*ბლასბიტი (Blast Beat) დრამის რიტმია, რომელიც წარმოიშვა ჰარდკორ პანკსა და გრაინდკორში და ასოცირდება ექსტრემალურ მეტალთან, ძირითადად, ბლექ – და დეს მეტალთან და მეტალკორთან. ამ რიტმის  სახეობაა ბარსბიტი (Burst Beat), რომელიც შემუშავდა და გაჟღერდა ამერიკული ბლექ მეტალ ბენდის, Liturgy-ს მიერ.

**Renihilation – Liturgy-ს პირველი (2009 წ.) ალბომი.

Widget is loading comments...
ასევე იხილეთ
ფილიპ ლამანტია – გახილულება
თარგმანი, პოეზია, სხვადასხვა
ფილიპ ლამანტია – გახილულება
ელის ქოუენი
თარგმანი, სხვადასხვა
ელის ქოუენი
თეონა კომახიძე – ლექსები
პოეზია
თეონა კომახიძე – ლექსები
კიმ კიონ ჯუ – უცხო
თარგმანი, პოეზია
კიმ კიონ ჯუ – უცხო
ინტერვიუ კიმ კიონ ჯუსთან – ესაუბრა ჯეიკ ლევინი
ინტერვიუ
ინტერვიუ კიმ კიონ ჯუსთან – ესაუბრა ჯეიკ ლევინი
36