პოეზია
ჯუდი ლი
მოცეკვავე
“ზევით გამჭვირვალე სიცარიელეა. სიცარიელეში კაშკაშა ვარსკვლავები ყრია” *
იასუნარი კავაბატა
შენ მოკვდები!
ამოფეთქავ ცაზე ვარსკვლავებს –
შენს ვრცელ წყვდიადში ნათვლემსინათლეს.
შენ მოკვდები, თაღი გეღება
გრაალის ხილვა ამაოა
თმენაც, სიცხადეც.
მხოლოდ ვარსკვლავებს შეუძლიათ
“ყოველი კაცი
ათასწლეულებს გადაევლონ კაშკაშა სევდით
მოდი, იცეკვე ჩემთან ერთად,
და ყოველი ქალი
ბოლო სუნთქვამდე
იცეკვე ცამდე.
ვარსკვლავია”
ორივე ვკვდებით.
* ამონარიდი რომანიდან “თოვლიანი მხარე” ქართულად თარგმნა ლილი მჭედლიშვილმა. “მერანი”, თბილისი. 1982.
ვიზუალი: „მოცეკვავე“, ©ჯუდი ლი
Widget is loading comments...
ასევე იხილეთ
