პოეზია

ლენორ ქანდელი

თარგმანი: ს.კ.

განმანათლებლობის ლექსი

 

ჩვენ ყველანი ერთნი ვიყავით, ჰერმაფროდიტი მოლუსკები,
დაუდევრად გავცემდით ჩვენს მარგალიტებს

ჯერ არავის შეექმნა საკუთრება
არც დანაშაული არც დრო

ჩვენ ვხედავდით სეზონთა ცვლას, ჩვენ თოვლის მსგავსი კრისტალები ვიყავით,
ვდნებოდით და ვინაცვლებდით ახალ ფორმებში
როცა ვარსკვლავები ჩვენი თავების გარშემო მოძრაობდნენ

ჯერ არავის ესწავლა ღალატი

ჩვენ თავად ვიყავით მარგალიტები
ბრწყინვალებად გარდაქმნილი გაღიზიანებები
დაუდევრად გაცემულები

ჩვენს მარგალიტებს ფასი ემატებოდა და ჩვენს სქესებს სტატიკურობა
ცვალებადობა ნაჭუჭში გვზრდიდა, ჩვენ ახალ ენებს წარმოვიდგენდით
ახალ სიტყვებს ახალი წარმოდგენებისთვის, ვქმნიდით საათებს
ზღუდეებს ლოიალობას

ისევ … ახლაც … ვიღებთ ცრუ ზიარებას
უსასრულო აღქმებს
მაგრამ მე მახსოვს
ჩვენ ყველანი ერთნი ვიყავით
და დაუდევრად გავიცემოდით

Widget is loading comments...
ასევე იხილეთ
ფილიპ ლამანტია – გახილულება
თარგმანი, პოეზია, სხვადასხვა
ფილიპ ლამანტია – გახილულება
ელის ქოუენი
თარგმანი, სხვადასხვა
ელის ქოუენი
თეონა კომახიძე – ლექსები
პოეზია
თეონა კომახიძე – ლექსები
კიმ კიონ ჯუ – უცხო
თარგმანი, პოეზია
კიმ კიონ ჯუ – უცხო
ინტერვიუ კიმ კიონ ჯუსთან – ესაუბრა ჯეიკ ლევინი
ინტერვიუ
ინტერვიუ კიმ კიონ ჯუსთან – ესაუბრა ჯეიკ ლევინი
კიმ კიონ ჯუ – მეოცნებე
თარგმანი, პოეზია
კიმ კიონ ჯუ – მეოცნებე
ივა თადიაშვილი – სიტყვის სიზმრისებრობა
პოეზია
ივა თადიაშვილი – სიტყვის სიზმრისებრობა
ალენ გინსბერგი – ოდა მარცხს
პოეზია
ალენ გინსბერგი – ოდა მარცხს
მარი ჩხაიძე – ჩემს გულისცემას ყველა ხე გრძნობდა
პოეზია
მარი ჩხაიძე – ჩემს გულისცემას ყველა ხე გრძნობდა
22