პოეზია

ფი ჯეი ჰარვი

თარგმანი: ს.კ. 

მიტოვებული სახლი

მეგონა, გოგონა ვნახე
შრამებიან ორ კედელს შორის.
ის თეთრ სახლში ვეძებე
ამ ხმელ ტალახში ჩამოვარდნილი სახურავის ქვეშ.
სამზარეულოს კედლის ლურსმანზე
გაცრეცილი წინსაფარი
და ჭერზე სიმინდის თოჯინის ტყავი ეკიდა.
ვეკითხებოდი თოჯინას, რა დაინახა
მას ვეკითხებოდი, რა ნახა
და გოგონას ზემოთ ვეძებდი. ვიპოვე
თმის სამაგრი, გამხმარი ყვავილები, წითელი ბამბის გორგალი
დარღვეული. ქლიავის ხე იზრდებოდა ფანჯარაში,
ფანჯრის რაფაზე ფოტო
შავ-თეთრი, მაგრამ მისი სახე აღარსად იყო,
კვდებოდა და ერეოდა თეთრ არაფერს.
და ვეკითხებოდი ხეს, მან რა ნახა,
ვეკითხებოდი, რა დაინახა მან.

 

ლექსი

და ტირილის ხმები გაისმოდა მუსიკის ნაცვლად
და ცახცახით გარეთ გავედი და სახე
მიწაში ჩავფალი
და ტირილის ხმები მოდიოდა სიტყვების და ლაპარაკის ნაცვლად
და საღამოები დგებოდა გამთენიისას და
გოდებისას სოფლიდან.

 

სასტუმრო ოთახი

ნაცრისფერი მტრედი რკალავს ნანგრევებს.
თვითმფრინავი ეშვება.
ბიჭი ჩიტს უმღერის.
გაზის კალისტრით მოდის.
სად უნდა წავიდე?
სახლი არ მაქვს.
თუმცა მქონდა
მერე კი მოვიდნენ სტუმრები
და საცხოვრებლად ისინი დარჩნენ.
სად უნდა წავიდე?
ის სოფლის გავლით მიგვიძღვება.
ხმა. წყვილი ფეხსაცმელი
გარეთ კარების წინ.
ჩვენ ნარინჯისფერ ბალიშებზე ვართ.
ბავშვებს ჩაი და პური მოაქვთ.
კარგი იქნებოდა, ჩვენც მოგვეტანა საჩუქრები.
იმედი მაქვს, მივხვდებით, როდის უნდა წავიდეთ.

 

უხუცეს ჰომო საპიენსს

სახე. ფეხის ძვალი.
რეკონსტრუირებული თავის ქალა.
შენი კბილები მხოლოდ ნარჩენებია.
შენ ცუდად ჭამდი.
Ityopya, aitho ops, ‘დამწვარი სახე’ –
რა მიიღე შენი გამოქვაბულიდან?
შენი მიგრაციის გრეხილები ტატუს გავს
ის შავი ბავშვის სახეზე ვნახე.
ისინი აქ ბავშვებადვე კვდებიან
მშიერი მუცლით და არყის სუნით.
მეგობრების სახიან მაისურებს იცვამენ.
გასულ წელს ერთი მათგანი მხოლოდ თავისი ფეხსაცმლის გამო მოკლეს
რომელმა ღმერთმა გამოგაგზავნა? მითხარი.
არსებობს ღმერთი არც ერთისთის და უამრავისთვის?
ეკლექტიკური ნათება ილევა.
ხმები ჩემს უკან
ჩურჩულებენ იმ ენაზე
რომელიც არ მესმის.

Widget is loading comments...
ასევე იხილეთ
saturnlyrik, 2024
თარგმანი, პოეზია
saturnlyrik, 2024
ანტონენ არტო – რათა დასრულდეს ღმერთის სამსჯავრო
თარგმანი, პოეზია, სხვადასხვა
ანტონენ არტო – რათა დასრულდეს ღმერთის სამსჯავრო
ვისენტე უიდობრო – ალტაზორი ანუ მოგზაურობა პარაშუტით
თარგმანი, პოეზია
ვისენტე უიდობრო – ალტაზორი ანუ მოგზაურობა პარაშუტით
რობერტო ბოლანო – ლექსები
თარგმანი, პოეზია
რობერტო ბოლანო – ლექსები
გვანცა ბახუტაშვილი – ლოცვები და შელოცვები
პოეზია
გვანცა ბახუტაშვილი – ლოცვები და შელოცვები
ფილიპ ლამანტია – გახილულება
თარგმანი, პოეზია, სხვადასხვა
ფილიპ ლამანტია – გახილულება
ელის ქოუენი
თარგმანი, სხვადასხვა
ელის ქოუენი
თეონა კომახიძე – ლექსები
პოეზია
თეონა კომახიძე – ლექსები
კიმ კიონ ჯუ – უცხო
თარგმანი, პოეზია
კიმ კიონ ჯუ – უცხო
75