პოეზია

ირაკლი ყოლბაია

ტომბო დემონი იხვისთვის

და ახლა ყოველდღე სიკვდილი მესმის და მხოლოდ

სხვების (ამდენი ბავშვები და ამდენი

ბავშვები ამდენი ბავშვები

და ამდენი არასდროს ) და მხოლოდ

საკუთარი სიკვდილი მიყვარს—ერთადერთი,

რომელსაც ზუსტად შემიძლია ვიცოდე, არ

დავესწრები „მკვდრები ვიყავით და სუნთქვა

შეგვეძლო მერე იწვიმა

ჩვენს ოთახებში კი-

კოაგულები ყვავილ . . . მე რა ვიცი // აღარასოდეს შევხვდეთ

მეტად რა ვიცი : ამ მტვრიან გზაზე

მეტად ნახვამდის ამ გზაზე : მეტად

ხელს არ გამოგიწვდი შიგ ჩემი

გულით ვინ იცის : ეს გზა

სიზმარია გულით ვისი ხვალით

აღარასოდეს მეტად მაკოცე

გულით : ვინ იცის :

მი-და-მო მრწემი ჯადოქრები

ცეკვავენ კვალად : მიმწუხრის ხელოვნება, ერქვას

წიგნს როცა ბუდა ტირის ცვარი

აწვიმს ლემას და მთელ ღამ კარს

არ ვკეტავდი შიშით შენმოხვიდოდი და ბუდა

მოდის როცა ატირის ლემას შიშით აწ-

უდის ფოთოლს (ქაღალდს? მარქსიკანულ

მუმიებს შენი ღამის შიშით შენმნახ

ვიდოდი , რომ გამეღვიძა სახლად

ვიდოდი არავინ

იყო სახლად ვიდოდი ტირილი მესმის ყველა

ფერი სულების დღისაგან ქმნილი—სუფრიდან მოსული

დედისთვის ვშლით ხმლების

წყებას როგორც ვარსკვლავებს ვისაც

მთელი სახის სარჩული

არ სტკივა, იმან ნუ წაიკითხოს

ჩემი ნაწერი

ვილიფიგურა გონმოკრული თეთრ-

თეთრ ფერდებს კეთრი

სავსე ჩემი სურვილის

*

კან მა-იაკან—სანდჰიას სანდჰიას სანდჰიას

და შენი ენის

ქვეშ ჩემი თმისა და კანის გემო

დევს—შინვერსვლის ტკენა: ყოველწამს ახალ

ცხოვრებას ვნატრობთ და არა

წარსულს—ყოველი წამი ითხოვს თვის

სულებას—ვერასდროს

ვაძლევთ და დავინტერესებულვარ, დედაჩემი თუ ნახულობს

მეებს სადაც სუფთა ჭურჭელს ინახავს

ამ ხვალეს ქალაქში ყველაზე ფუმფულა

ვისთვისაც ხელზე ლოყა დამიდია იჭყანება გრაფიტოზე სადაც ცრემლობდნენ სიკვდილს

რგოლისა ვარსკვლავთ წრეებს

რომ უთქვამთ ვარდნაა ეს

ენა და ბოლო ისურვე სპილოების

სასაფლაოზე (უცნაური ამწე საბაგირო რომელიც ვერტიკალურად მოძრაობს მაგრამ თან როგორღაც დაგატარებს ქალაქის ადგილებში ეს მიმწუხრის სადარბაზო ეს ქარი

მოგვიწევს აქ მისთვის

მოვედით როგორ დავყავართ ამ ვერტიკალს ქალაქის

ადგილებში და ვიცი / წამია მისი

ფურჩქვნა . მეუბნება აქ არ ღირს აქ არ ღირს ჩასვლა

არც აქ და ის, მარადიული ჩემი სირცხვილი

ამ წამს შობილი

სიყვარულები რომელიც ვალს ადებს მარადისობას

*

პირის ძვლები გვინდა

საერთო ძვლები მაგრამ ვერ ვიხსენებთ სავარჯიშო

მითითებებს ამ სიზმარს გავეღვიძებით დამწვარი კონიოს

კანი აუვა ოთახის ჭერს გავეღვიძებით მომდევნო სიზმარში

და განვლილ სიზმარს ვერ გავიხსენებთ მაშინ გავიგე ხვალის

ქალაქი რომელიც ვერტიკალია

მაღლა-მაღლა) ვმეტყველებდი, შემასწორებლად—ჩვენი ვითომ-

ცოდნები, ეს მახე . . .

და არც არსებობს ცოდნა, გარდა

წვდომის, ამა, წამისა და ამა წამით, მარადისობის

ვინც მატყუარაა ამა წამის, არის მარადის და ტყუილია

მისი ცოდნა

წამი ერთ მუჭად იღებს კონას

ამდენი წლების და თავს მიცხადებს

ო, ყიად არა

(ეს ხის კვერთხები წიგნებია, ეს

მოელვარე ვარსკვლავმრეკლავი

ხმლები არის ვარსკვლავები . . .

→ ამ წამს უცხოდ ჭაღარა ფუმფულა

გოგონა ჩემს გულს რომ ღამით აღიმებს

მიყვებოდა თავის

მშობლიურ მხარეებს“ მე გულს ვერ

ვუდებ ყურს მიკეტავს გული (და სიარულის ასე

დათმენა . . . ჭა მოიღე, ჭა ღარე კონ-

ნოტაცია ჩვენი სვლების ჩვენი ტვირთის

თანასისველე დასაკარგი და-

მიუგულე —მიმწუხრის წონა / მამაჩემს ჰყავდა

პატარა მორხვები მოკვლას

გვასწავლიდა ცხარე ცაზე

როგორ დაესწროს ამ ცხენის

სხეულს ეგ ქუდია ჩემი ქალა არაა /პატივი

მივაგოთ პირველ წამს ივეოსების ჩრდილს

აშვებული

*

დაკარგული დარგულიდან / დაკარგული სიტყვიდან დარგული რა ვიყო მაშინ? ვერავინ

წაიკითხავს ამ წიგნს არ იყოს ან ძმა ან

და—დიდიხანია ვგრძნობ დედა მიწა ჯოჯოხეთია

და ჩვენ ეშმაკები მასში . სხვა ყველაფერი „საბრალო

სულებია“ სხვა „ყველაფერი

სულებისგანაა ქმნილი

//„ან იქნებ რადგან მსხვერპლის

ეშინია დანების

წყალს რომ ერეკლებიან დაშვებამდე“ და დამიჩოქე

დაუჩოქე ჩემს გრძელ

გზებს გრძელ ჩრდილებს

მეფებადურის გამოცხადებაში (’49-50

დემონი იხვი:

შენ ვერად იცვი მთელი

მუსიკა მიწასცისმწყვეტო

ყოველწამი მომავალია ის

უსრული სახეხარება

თელონიოს ანგელოსად დაეშვა

ამ მღიერ ნახტომს

კაცი რომელიც ბნელით ხაზავდა

გამოცდილების სადგარს

დააწვა მტვრომარტობას —მსურს შევქმნა

უშვილოთა იმპერია

რომელიც მხოლოდ სურთ

და ათოვს

ვაიეხოს კაშხალს და თავადაც თოვლს

ამა დილის როგორც

კანს სიზმრით იცვლიან გველად ედება ყოველ

ღამეს ხვალ დილის თოვლი

* ნუთუ ყველა წყვდიადის

გულს ყვება ახლა ნუთუ ესაა ჩვენი

ურ-ამბავი :

მაშ, მეფე – მხეცია ის, ვინც უზურას

მიღმაა

საზრისის (გონების ამ უზურას მიღმა

ეჭვის მიღმა

ოთხმაგი ხვია—სამი წელია რაც სკოლა დანკა

მარტო მგზავრობს და არის მეხუთეც ის

უჩინარია თუ მე

შენი მთვარისწნული ამ

ბოლო ჭებში—ჭაა ის ხვია სპირალში

[სეპპუკუ კოსმოგონია

დემონი იხვის ქალაქი ღამით უწყვეტი ხაზია

აქედან ყველა ლამაზ დაცემამდე რა ფიქრებს

ჰკრავ თვალს შენს კომსა

წვიმაში სტრიქია

ყველაზე ურჩი იყო როცა პანინის

ბრმად უჩხუნე და ლურჯ ღამეში მე სხვა

ოთახის მსჯელი ვარ/ სიბრალული და წესიერება

ეს ცრუ ღმერთები ვთქვი ჩემი

ჩუმი ბრუნი დაწვი

ღამე დაწვი ეს

ქალი დაწვი

ქალაქი დაწვი

დღიური მეღამურება //

შენ იმდენი იტირე

დაჭრილი ყველა

დაჭრილი ო რა იარას

ილოკ ვარსკვლავებამდე მაგრამ ტყუპების

მხოლოდ ჩრდილს ჰვკარი თვალი

(ბაჯ-ბაჯ

მაჯებს ნირწყბუდა ფჰუუ ფუ

მარადისობას ასევე ო-სი-რი

ბასურა დურა

დოგურა მაგურა

დაგო მაგო

ბი ზი

რა

სუნთქავს ღამის სპორი ყველა საკვამურში

მოწყდა ერთიც ცხოველება თოვლში

ჰქმენი, ანადებს

ნაპრალი

(ამერიკა აღარაა მორჩა უტოპია დაიწყო

გულის საქმე შენ გვახილვე

ღუმელი აპოლონში

(და ისედაც ბევრს მივხვდი ჩვენი დროის სულზე როდესაც მივხვდი რომ „ჩრდილოამერიკების სასწრაფო სატელეფონო ნომერი“ და „ტყუპი კოშკების მსხვერპლად შეწირვა“ გემატრიით ტოლია)

მეფე რასაც სურინ მას იმოსავს მისი

ულევი

უმალწულები

მაგრამ მიმახსოვრე, ო რჩეულ

არაო ჩემსად

ვის ეშინია? ვინ გეძახის

ნაპრალს ვის ეშინია გეძახის ნაპრალს

და დის დღეები ზამთრის ღამემდე

ვის ეშინია ზამთრის ნადირობის? ვის ეშინია

სიჩუმის

ჩაი ნარეკლის სიახლოვეს

და თოვლი

გულისყურიდან იცვლის კანს

ჩვენი ნაცნობი თხა

ბავშვობიდან რა

კურთხევას

მეუბნები ამ არა

დილით ზამთრის

სიზმრისფსკერა

ორთქლებში

თოვლის ფუნჯი

ამ დროის

დასახატად

ci-gît

ირაკლი-

-ეტონ

გზადარვლა

კუილი და არა გამოცხადება დემონი იხვის

*

ხელთათმანი წავიდა და დრელი

დატოვა

თოვლის ხეს ვუყურეთ

გაუწყლოების ხატი

ვამაყობ ჩემი ძღვენით დაათოვა

ჩაის / მკითხე და

გეტყვი: კომენდანტი ქალებს

ად ნიჰილ, ეს იმპერიუმ—ჩვენი სიკვდილის

დარი (რამდენს წაიღებ მაინც მიწაში და არ

მგონია ისე თხელა ეს ყველაფერი ჩიტის დაჯდომა

ამ ერთადერთ თოვლზე

ან თოვლში მიჰქონდათ ადამის გვამი /კვალი

ეს ერთი რამ დაინახა ღამეში (დანაკარგ

შელოცვებზე) გავრბოდი

ტირიდან ბარში უსტვენდა ტყუილი მღამი

რა ფორმებს ვხედავ თქვენს საჭმელებში ვის [

ღამეა და ქალაქს

ათოვს ისევ რატომ არ წყვეტ სიმღერას?

] სახლში ვარ? გუნტო

სად მოგაქვს ფოთლები სადაა სიტყვა აგერია: ვიცოდე

მისი ბავშვობა აგრეთვე კეცვის ნაწილია და ნიშნავს ვკითხულობდე რა ჰქონდა

ჟღვინტს მისივე თავის ხვრელებიდან გამოღებული თავად რომ

ჭამდა ბავშვობაში? მთელი დღეები გქონდეს რათა ეს

ერთი ყლორტი შეკრიბო აგრეთვე ჩუმ-თქმა

ყველა შემზარავი რევოლუციისრეველაციის / ყველაფერი

ტრიალებს და ჩემი სპერმა მასთან

ერთად—რომ გულის საქმე აღარ

იყოს ვარსკვლავებისა //და ახლა ბოლო

სახლში მივდივართ, ჯეელ, ჯეირანო, საქმე უჩრდილობის

კო-ლოკუს წამიერის განწესრიგება ნებისმიერ

სულთკედელზე

(ბავშვი საკუთარ წონას აკოსმოლო-

გიურებს საკუთარ ძმის პირ/წონ—აკრძალეს გაშეცვალება

ჰიმნის აღმოფხვრა

შავად მფეთქავი გულიდან / ბალახში აღარ

ვეძებთ ვარსხვადცვენებს

უყურებენ, დე—განვკურნო თავი შენი

ანალური ხვრელისგან

/აქციო ეს, კერა, ყვავილად, მკვდარი თევზები

გზისპირას გამიღე

პირი წითელი მდინარე

მერე მეფე იმოსავს

რა

საც

(ალმაგო დაჰფრენს მარად მეფის სურად-

მკვდრებს უმალ საკვირველია,

რომ ირმები დუნტინში ძოვენ,

ხოლო ქვიშაზე

დრაკონების არის სერობა // ღრუბლების კანტო! canto

delle nuvole—ქალაქის ერთადერთი ცოდვა ესაა (ქალაქი არ დაცემულა მამათმავლობის გამო, არა გამო იმის რომ მესტუმრე ანგელოზების ვცადეთ მოტყვნა): მოსწყვიტოს ადამიანი ციურ სხეულებს, ციურ ცხოვრებას, მეტეოროლოგიის, დროის უწყვეტ უმცრეს ცალკარსებ ეპიფანიას—მკვდარი ღრუბლები მკვდარი ფურცლებია

თუნდაც ჩვენი პოეზიების დასა

მარებლად /სარკეში მეგონა ჩემს თავს

მოვკარი თვალი და

შენ დამხვდი და მერე იქცნენ, ისინი ყველაზე მკვიდრნი

უცხოსახელები ნეტავ დამედარებოდე ღამის თუ მისი ლაჟვარდის დედა

დაუოკებდა ნაღველს კაცი, რომელიც კაბით დადის

როცა შეუძლია . აწმყო წერს ჩვენს წარსულს და ფული

მხოლოდ მომავლიდან მოდის //ნეგ ჰამადანი, გილგამეში

ილიადა—ესენი ისევე უთხრიან ძირს ჩვენს კულტურ

კანონებს როგორც ის სამი / ოთხი მოგვი ლასკომდე

რომ ჩაჰყვნენ ვარსკვლავს და მარად და მარილ

უბრუნდებიან ჩვენს მგზავრობებს ხან

მოგვებად, მოუსებად, მოციქულებად, მაგრამ ურ

მთვარეს, შენ მათ ყოველთვის ხვდები როცა წამს ღრუბელმიღმა

ეხები, ბევრი ძაღლი ერთ ძვალს სდევდეს და მიადგები სადგურ

კანელას—შუა, შუასწინა შუასკუდი არასოდეს პირველი

ან ბოლო ქარმა მაშინა ნიანგის ქუჩაზე თავისქალა

ტაძარს უგებდა ლექსს ყვავილს

უშლიდა მარტის დატირებას მალე

შენს სახეზე ერთი წლით უფროსი

ვიქნები სარკეო ნაშალო უბეს

კრულო რომ თოვს მესამედ

მეოთხედ

ამ ზამთარში (მომენატრება ეს მიწიერი

სამოთხე) ასტროლოგია ქრისტიანობის საფუძველია ასე

მიაგნეს მოგვებმა ქრისტეს—ესაა აურა’ს არსი: ჰაერს

ვარსკვლავები მოაქვს ჩვენთან წარსული სუნთ’

ქვა—სულია

ჩვენში და სხვა სუნთქვა ვინატრეთ) და მაშინ, ჩვენი ეს საომარი რეჟიმის წლები,

სულიერად, აურის პრობლემაა: აურის

და არა მალარიის

ჰაერი (აურა)’ა პირველი

ურ-media და სად მოიმკი

იმმედიას? (ასევე

იდიოსინტაქტიკა //თუ ის შეხვედრაა

გრამმატიკოსები პურიტანი პოლის-მენები არიან

ისინი, ვინც შეხვედრების სახეობებს

გვიწესებენ / კრძალავენ . ჯერ კიდევ შენს სიცოცხლეში

შემზარავია თქმა ნეტავ არავის სციოდეს, არავის

შიოდეს, თითქოს, არამხოლოდ უარჰყოფდე, არამედ

აუქმებდე ამ გამოცდილებებს სამყაროში

არტოს სურნელი ჯერ კიდევ არტანში? შენი პოეზიის ნათება

ჩემს ბავშვობაში, ვცდიდი თქმას,, კაცის ყლეს მტვრიანი ნაჭრების გე

მოაქვს ძველ ოთახებში, გემო აქვს პურის ნამცეცების

პირში ნაჩერები დილაადრიან ჩიტებით ნაკრეფი

სიმღვრე-მცვედინობა // გამოცდილების გამორიცხვა

(ყოველთვის გაბატონებული გამოცდილება

გამორიცხავს მცირეს (არსებობს ტენგლის

სახელოსნო სადაც ამათ ყალიბში

სვამენ (მცირე გამოცდილებამ გამორიცხოს წამყვანი

ეწოდება /სამყაროს ამოყირავება

სიცოცხლე, როგორც

ერთი სახეობა საფრთხის

ამას ეწოდება

წითელი წრე იმ ყოველღამურ

მახეში (მაგრამ ნუ შეცდე: საფრთხე დღის

შუქია) ამა დილის ცოტა

ღრუბლებით ვიყავი

სხვები ამბობენ შეშილით მოიკლა

თავი სხვები

ამბობენ კედელზე მიაკლეს გზავნილები არ ყოფილა

ან იყო

რაღაცები რაც არ ვიცოდი (წიგნს აწერია დაუ მაგრამ

სათაური არაფერია ნებისწერა და მასში ყველა

ყვავილები განიშ

ნებულა ეს ბნეული უსმენს ქვას, მდინარეს უსმენს

ხეს და სწავლობს —იუროყინიმღერე

მანა მაგიის უკან

ანა

ლური

მაგია (და შენ რა გქვია ვკითხავ მერე

ამდენმღვიმებდომადებში

არამედ გამო კაცთა მდგომარეობის მიმართ

სიძულვილის ჩაიცვეს

უცხო მხეცების ტყავი მათ ნუ

გამოძებნი

მხილველურ თარგმან წართქმაში წარმოქმნილი ნაპრალიდან ამოსული ენა და ყველაფერი მეტადაა თავისი თავი ვიდრე რამე სხვა

(სისხლმხილველობა ჯერ კიდევ არაა

ჭვრეტა როგორი სიტყვაა, როგორი

ღამეა ეს რომელსაც ფერები აქვს—აქ იყიდება ბავშვად ქცეული

სველი ოცნებები (ეს პანის დღეობა

პოეზიას უბრუნებს

სამყაროს ვარსკვლავებიდან

რომ სახლი ვიწყი

და მწუხრება იყოს

მაგრამ მიყვარს უგზობის სუნი

დამპალ რამეებს რომ ასდით

შენი სახის სიღრმეზე არის

ქარი მაგრამ მტრედებმა იციან

და მე არაფერი მათზე

რაშიცაა სკის

ხორგი მიწას უბრუნე

წუხილით, რომ ლპება

ლამაზი სახე

(მზისწნული, მთვარის ჭიპი—ვარ ქვა ხმა

შენს პოეზიას

და ხმელეთამდეც გზა ჰქონიათ სამოთხეს, ქვესკნელს

ანათემატა

და რაც ნეკრომანტიკას შეეხება (რთული

სათქმელია მაგრამ მკვდრები

განაგრძობენ ცოცხლების ტრფობას და მათსას

უმკვდრები სადაა ყაყაჩო? რამდენკეცა ამ

ეს ყოფილა ყველა ქმნილების

ფარული ფეთქვა მკვდრების და არამკვდრების უწყვეტი,

უწყვი ტყვობა არცოცხლებთან ცოცხლების მარად

რწყმა—სიზმრით,

მარხვით / იგემე სიტკბო, ბუზო, ჩემს

ყელოფლში რომ არასდროს მინატრია დილის

ცემა შენი ვარხვებით მიუვალი ღამის სკიაგრაფია

შემზარავი სიყვარული მათი

სახელების სიხეების ხელების სახლების—ამ

უმარტივეს კენჭთაცვლას ვეძლევი რომ გულს

ყელი ეახლოს სკია

გრაფიას შთაბერე სიტყვები

ამ ცარიელი სილამაზის, შენს გვემილ ტანში

დასახელებათა თუ რომ განი

ცდება არა

გაქცევით არც გარჩევით

თუ მიწის ყველა სპორი შინა . . . (მაგრამ

ჰოი ანგუას! თუკი წარსული ჭეშმარიტად

გუმბათია და აწმყო ეს

გემთახლებაა რაც არ ვიცი არც კი რაა და ფრთები და მომავალი

ნახნავი კვალი—მომავალი ყოველთვის შიგ-

ნაწერია და მით სამება: წარსული აწმყო მომა

ვლის შიგგებობა—მწვანე ფერი ჩვენი ძველი

სატრფოს

იმ დროს, როცა სან რას სიბრძნეს გავეცანი, ის თავის ფილოსოფიას პატარა ქაღალდებზე ბეჭდავდა და მათ უამრავი შავი მუსლიმი კითხულობდა … მე და ის სულ ერთად ვაბირჟავებდით და ისინიც ყოველთვის იქვე იყვნენ და კითხვებს აყრიდნენ სან რას. მასთან ლაპარაკი უყვარდათ, რადგან ის ყოველთვის იმის საპირისპიროს ეუბნებოდა, რის მოსმენასაც ელოდნენ … მაგალითად, ერთხელ უთხრა, რომ სიტყვა “ნეგრო” “მკვდარ სხეულს” ნიშნავდა და ის სიტყვა “ნეკრომანტიკიდან” მოდიოდა. ის მოუყვა, რომ “გ”-ს და “კ”-ს ჩანაცვლება ჩვეულებრივი ამბავი იყო, ასევე მოუყვა სხვა გრამატიკებზე, და სწორედ მაშინ დაიწყეს საკუთარ სახელებზე x-ების დასმა … სან რამდე მათ წარმოდგენა არ ჰქონდათ ისეთ რამეებზე, რაებსაც ის ლაპარაკობდა

მე ვერ ჩავაკერე ის ძველი სიტყვები სადაც

მარად შენს ზამთრის საშოს ვეწოვები მაგრამ

ინებე დაშვება გაზაფხული მოდის უკვე ბაღს

გარეთ ამაღამ გაიგებს ჩემი ნაშემწვი არ

ხეებს მარსის ხარახურას ყრიან ჰაერით ესაა ამ

დღეთა სურათება (დემონი

იხვის წართქმაში რომ ვცდიდი: ჰაერის

წინააღმდეგ

სანამ / ვირთხებს დააქვთ ვისი ფეხი ღამის

მიწურებში / ეს პეპელაზე მოკლე გული

მოვიხარე 44’თან და ვიდექი და ვილოცე

მომე ბორცვი მომე მისქვეშ ღია დაბლობის

ვედრე

ბაში შენ არ გამატარე ხორცის საკეპში

დასჯა მორჩა ფოთოლს დამადებდი, შეწყვიტო

ტანჯვა მაგრამ, შენ ეცმი იკარგე მასში ერთ

ჯუჯ და შვიდი ფიფქი მოგიყვები /ხვალ

(ვიდრე ხვალ, ამაღამ არ ცოდნაა—ეს

მისტერია ჩემი, შენგან სერენგეტის ლომი გრძნობს

ღვთიურ სუნს მაგრამ კედელი კედელია—ცვივართ

სკვლავები ჰაარით მაშინ გაეშვი ადამ

ცეცხლისაო სოფია სხეულში შავი

მზე ღამენათალი / დაეშვი გველიდან გატეხე

ეს ორკეცი ხვია

სონში გედებს ხშირად ვხვდებოდით ღამად

პირველი კითხვა დამისვეს / რომ აღარ არსებობს

ფული რომ სისხლის ფული არ იყოს მაგრამ

ქაღალდის აღარაა / მაშ ჩვენი ნასისხლი ფულით

ნაფული სისხლით, რას ვთხვრით, რას ვასისხლიანებთ, რომელ

მდინარის ნაკადს რომელ აურას

აქედან ვარსკვლავებამდე?

ყუარ და ვარ

დი იყო ტეხ

ილი ლოცვა

მისი ვედრე

ბა მიწას აღარ დაეცეს

გვედრებ ჩრდილი

ჩემი იქნებ

შეგვიფარო

Widget is loading comments...
ასევე იხილეთ
saturnlyrik, 2024
თარგმანი, პოეზია
saturnlyrik, 2024
ანტონენ არტო – რათა დასრულდეს ღმერთის სამსჯავრო
თარგმანი, პოეზია, სხვადასხვა
ანტონენ არტო – რათა დასრულდეს ღმერთის სამსჯავრო
ვისენტე უიდობრო – ალტაზორი ანუ მოგზაურობა პარაშუტით
თარგმანი, პოეზია
ვისენტე უიდობრო – ალტაზორი ანუ მოგზაურობა პარაშუტით
რობერტო ბოლანო – ლექსები
თარგმანი, პოეზია
რობერტო ბოლანო – ლექსები
გვანცა ბახუტაშვილი – ლოცვები და შელოცვები
პოეზია
გვანცა ბახუტაშვილი – ლოცვები და შელოცვები
ფილიპ ლამანტია – გახილულება
თარგმანი, პოეზია, სხვადასხვა
ფილიპ ლამანტია – გახილულება
ელის ქოუენი
თარგმანი, სხვადასხვა
ელის ქოუენი
თეონა კომახიძე – ლექსები
პოეზია
თეონა კომახიძე – ლექსები
კიმ კიონ ჯუ – უცხო
თარგმანი, პოეზია
კიმ კიონ ჯუ – უცხო
82