პოეზია

ირაკლი ყოლბაია

(დე)მონ(ი)დის(გა)მოხმობა

ლექსი კენეთ ენგერს

რა სინათლეებმა დატოვეს     ქალაქები სადგურები ბაზრობები რა ტალახი

დუღს ბრმა შუადღის ქვაბში (ენგერი ამტკიცებს

კინოს სიღიავეს—სამნაკეცი პრინციპი: პოეზია მაგია ამბოხების

ეტიკეტი (ცენტრალური

ელემენტი ცეცხლია) ზეიმის

ხელოვანი—სიამეთა სრა-სასახლის აღნიშვნაა, პირამიდის ორკეც-

სახიერი: მამრის ასო ქალის ძუძუში სურათი თუმც გამ-

ჭოლია ცხოვრება აქ გაუმჭვირვალეა

და მე გაუმჭვირვალეა—ყვავილებში, მცენარეების

ზრდაში ვხედავ როდია როგორ უდგამს

ძეგლს სიცოცხლის თვითშენებას, თვით-

ზრდას / ისინი, ვისაც მაგია უყვარს შეიმეცნებენ

წარმოსახვის ბუნებას—მათ, ვისაც უყვარს, გაეღებათ კიდევ

ერთი ეს ხორცის კარიბჭე . ვერავინ იწერს ამ ძვრებს

ჰაერიდან თუმცა ისინია

ცხოვრების საზრისი როგორ აჩვენო ეს ძვრა? რასაც ეს იდუმალება

გჩუქნის ამ ენას

ეძებ ამ ენას ეძებ

და ალმაგო მთელი სამყარო გახდა ამ ძვრებსა და გზადასახვევებში

ო სიყვარულო, დაო, ტყუპისცალო, შენ მეტეორო ირმის

ნახტომთან წვიმის პირას დგას ჩვენი

საწოლი მე გელი იმ იისფერ

შადრევანთან რომელსაც ამწამს აფეთქებს ჩემს გუმბათ-

ქვეშ (შენ დამკრიფე ყვავილები, ჩაიფინე მანათობელ

მკერდში როცა დააბნელდა ამ ბაღს, შენ გამიძეხი

ამ ციცქნა ნათლით მით ციცინათელას სარ-

ჩულით შენი სხეულის

სიბნელეებში) აქ შევხვდებით, გადავკვეთთ

ხელებს და გავცვლით ჰაერს

რომლითაც მოვედით აქ ერთმანეთთან მარადიული სინათლის

გულალო—ყველა პოეტი

მუნჯ ფილმებს იღებს—14’ის ვიყავი, მერწყული შენთან

მინდა გაგათავებინო—მერე იცი ეგ როგორ ხდება?—არა, მინდა

მასწავლო                 . ლექსი კენეთ ენგერზე, ეს ყველა

დრო დრო და

დრო ეს დროა—ამ ჭრელ ზეიმში თოვლის სუსხვის

ამ ზამთრის ცეკვაში, შრომა

მარად ოპერაა; მცდელობა – ესე. მაგია არ ნიშნავს

აუცილებლად კარგ ნაქმს მაგრამ რამე

უნდა აკეთო. ხოლო ემუშავები

იმას რაც შიგნითაა, და დამოუკიდებელი თუმც (მხილველი გული

შენს ცხვირს და შუბლს მიესაგნება) „აქ ბრმა თვალი

ვერაფერს იხილავს (მიაგნებს) გარდა სიბნელისა და საგრძნობლად

წარეკვეთება სასო“ მაგრამ ივიწყებ იმ სანახებს

იმ გულებს იმ გაფიქრებებს რომლების

მხრებზეც დგახარ დავიწყებული რამ მკვდარი

რამეა და მკვდრებში, მკვდარ

საგნებში, მათ შორის ცხოვრება ამძიმებს (მაგრამ მკვდრები

ადგებიან, ესაა სამსჯავრო) გახსენება დახსნაა, ეს მისი

ძველი ხელობა, მისი ძღვენი, ეს

მეხსიერების თეატრი, ლატერნა მაგიკა, ეს ჰასიდური

მადლიანობა, ხსნიდე საგნებში ჩატყვევებულ

სულს ათოვდეს ამათ რომლებზეც

არაფერი ედება დაუდებარი

თოვლი დაუდევარი ქარი . და მაშინ „სიღრმე

გახსნის სიღრმეს“ პოეზია—ისინი

ვინც ეშვება—ცეცხლი, გულია

ალმაგო ცა არაა უმისოდ მაღლა    დაშვება ცა ქვესკნელი

ღრუბლები თესლები წარმოსახვის აიღე ველი, რომელშიც ჩვენი

ქალბატონი დრო დადრო სიზმრობს ალმაგოს

მისი ივით შემოსვლას

ტალღებში თოლიები ეს ზღვის

ქალაქია, თეოტორმონ, დაუშვი ჩემზე

შენი არწივები, შენი ალბატროსები, დედოფალო, ის

იჩეკება, მარადიჩეკება მარად მარადიული

იეროგლიფები მის ტანზე და ქვიშაზე

მეტაფორები, შესიტყვებანი—რომ

მარტო არ ხარ ამ უდაბურეთში, ყველაფერი აქ

თანაარსებობს, სამო პოლინა, სამო მაღალ-

გრძნეულო, გაუძეხით კიდევ ერთ ამ ცერემონიას კანთ-

მოფინების, რომ შეიკრას ცხრილი, ჰე, ნათლითმოსულო,

ყველაზე საშიშო ზეიმო, ეს მეტყველება

ყოველთვის გრძნეულებაა სეზონები და ქვები მთელი მხილველური

სიტყვისკონაა—რამდენი წლის ვარ აქ, ეგვიპტეო, რამდენი მზე

ამ ფოტოში, ჩემო ბავშვობა, ჰორის

ხის ქანდაკებაო, მე ღამის ზამთარს ვიჩემებ, თოვლში

არეკლილ მთვარეს, შენს მკერდს, სატრფოო, ჩემს

მიძინებულ ხორცზე

სული მარად ამ ტყეშია სანამ შენი ალმოდებული გული გეძლევა

ანგელოზით, და ეს ხილვა გიდასტურებს

რომ პოეტისთვის ნებადართულია სხვა

(სხვაგნით მოსული

ხმა ისმინოს, გიდასტურებს, რომ არავინ

დაწვავს პოეტებს . უწყვეტად მამრთელებელი

თოვლს სახლებს ახატავს ქარი ჰაერს სახლებს—არასდროს მიგრძვნია

თოვლის ასეთი მნიშვნელოვნება ჩემს

ცხოვრებაში, ჩემს ლექსში—პირითოვლისა, პირი

ვარდისა) ახლა რომ სხეულს შეეძლოს

შექმნას სამყარო უწყვეტი ეპიფანიების, ან რომ შეეძლოს შექმნას

სხეული, ან რომ შეეძლოს აზრი მისცეს

ქარს წაიღე სადაც მიდიხარ მასწავლე

ამაღამის ძილო მყავდე შენს ტკბილს ტყვედ სანამ

არ დამაშრობ ბოლო თაფლისგან რომლითაც მეკვრი

რომ ვიცოდე საიდან მოდის

სიტყვის სული რომელი მიწა გამოხდის დუენდეს—გთხოვ კიდევ მეტად

დამაკარგვინო ეს საზომი, ხედავ, მე ფრთხილი ვარ

და მომთმენი, მინდა სანამ შენს მოსვლას

არ ინებებ მოგეცე

ბრძენი წყალწაღებულობით

 

 

 

აი

ბაღი

იღაბ

ია

Widget is loading comments...
ასევე იხილეთ
ლუიზა გლუქი – დამხრჩვალი ბავშვები; მესინჯერები
თარგმანი, პოეზია
ლუიზა გლუქი – დამხრჩვალი ბავშვები; მესინჯერები
ბერნადეტ მაიერი
თარგმანი, პოეზია
ბერნადეტ მაიერი
ივა თადიაშვილი – “გინახავს სადმე ცოცხალი ინდიელი?”
პოეზია
ივა თადიაშვილი – “გინახავს სადმე ცოცხალი ინდიელი?”
saturnlyrik, 2024
თარგმანი, პოეზია
saturnlyrik, 2024
ანტონენ არტო – რათა დასრულდეს ღმერთის სამსჯავრო
თარგმანი, პოეზია, სხვადასხვა
ანტონენ არტო – რათა დასრულდეს ღმერთის სამსჯავრო
ვისენტე უიდობრო – ალტაზორი ანუ მოგზაურობა პარაშუტით
თარგმანი, პოეზია
ვისენტე უიდობრო – ალტაზორი ანუ მოგზაურობა პარაშუტით
რობერტო ბოლანო – ლექსები
თარგმანი, პოეზია
რობერტო ბოლანო – ლექსები
გვანცა ბახუტაშვილი – ლოცვები და შელოცვები
პოეზია
გვანცა ბახუტაშვილი – ლოცვები და შელოცვები
ფილიპ ლამანტია – გახილულება
თარგმანი, პოეზია, სხვადასხვა
ფილიპ ლამანტია – გახილულება
198