პოეზია
ალირეზა როშა
თარგმნა ირაკლი ყოლბაიამ
*
როცა ლექსებს
ვწერ
ეს ნიშანია
ჩემი სატრფო ჯერაც არ მოსულა
*
არაფერი არსებობს
რაშიც შვებას ვპოვებდი
შენს გარდა
რომელსაც არასდროს გიარსებია
*
რა თევზს ძალუძს
ზღვასთან კამათი?
რომელ ჭიქას ძალუძს
როცა ქვა ხვდება
არ გატყდეს
*
ჩაის ფინჯანი
შენით
მოგონებად იქცა
ყოველი ფინჯანი
უშენოდ
ფსელია მხოლოდ
*
შენი სურნელი
შენამდე
შემოვიდა
შენ შენს სურნელზე
ადრე წახვედი
Widget is loading comments...
ასევე იხილეთ
