პოეზია
ევა ბრედფორდი
თარგმანი: ს.კ.
წინაპრობის მიღება
ვიცი საიდან მოვდივარ
ვიცი საით მივდივარ
ამ ორ გზას შორისაა ჩემი სიმღერა
და შენი
ვიცი ერთი მელოდია, რომელზეც შეგიძლია იცხოვრო
მაღალი და მრუდი
როგორც მთა და როგორც მდინარე
ვიცი სიმღერა, შიმშილის წინააღმდეგ ომში შეძახილის მსგავსი
შიმშილის მსგავსი წვიმებს შორის
სიმღერა, რომელიც იყო პირველი სიჩუმე,
რომელმაც მერე ხმა შეითავსა
და მოძრავი გახდა
როცა მოვდიოდი აქ
გრძელი გზით.
ვიცი ერთი ან ორი სახელი
დღის და ღამის დასაძახებლად.
როცა მცენარე გარდაიქმნება თესლად
და ყველა თესლი მცენარედ,
აღვწერ ფოთლის გზას დაცემისას
აღვწერ ყველა ნიავს, რომელიც ტალღად ქრის წყალზე,
რომელსაც არასდროს დავინახავ.
აღვწერ ყველა ბავშვს, როგორც კვლავმოსვლას,
აღვწერ სამყაროს, როგორც გზას რუკით,
როგორც ჩრდილს, რომელიც ღამედ გარდაიქმნება,
როცა მზე ანათებს
და ჰო, მიმღერია გზა,
მრავალჯერადი, ტკბილი, ხმელი წყაროებისკენ მიმავალი,
მივდივარ იქ, სადაც მელოდია იზრდება,
ფხვიერ ნიადაგში,
სადაც გზა იწყებს ბრუნვას,
სადაც გზას შენი სახელი ქვია
სადაც შეგიძლია დაბრუნდე უკან
ჩემში ან იმღერო დაუსრულებლად
ერთი სამყარო ან ორი.
ასევე იხილეთ
