პოეზია

ჰილდე დომინი

თარგმანი: ს.კ.

აღდექი, აბელ

აღდექი აბელ

კვლავ ითამაშე

ყოველდღიურად უნდა ითამაშო

ყოველდღიური უნდა იყოს ჩვენი პასუხი

და პასუხი კი უნდა იყოს

თუ არ აღდგები აბელ

როგორ შეიცვლება ყველაზე მნიშვნელოვანი პასუხი

შეგვიძლია ყველა ეკლესია დავხუროთ

კანონები გავაუქმოთ

ყველა ენაზე ქვეყნად

თუ აღდგები აბელ

დააბრუნებ პირველ მცდარ პასუხს

ერთადერთ კითხვაზე

რომელიც ისმის

აღდექი

კაენმა რომ თქვას

რომ მან ამის თქმა შეძლოს

მე შენი მფარველი ვარ

ჩემო ძმაო

როგორ შეიძლება არ გმფარველობდე

აღდექი

რომ გვყავდე

ჰო მე ვარ აქ

მე

შენი ძმა

რომ სხვა ბავშვებს სხვა აბელებს არ შეეშინდეთ

რადგან კაენი არ გახდება კაენი

ამას ვწერ მე

ერთი აბელი

და ყოველდღე ვშიშობ

პასუხის გამო

რომელსაც ველი

ისე რომ ჰაერი არ მყოფნის

გაიღვიძე აღდექი აბელ

რომ ყველაფერი შეიცვალოს

ცეცხლი რომელიც იწვის მიწაზე

აბელის ცეცხლია

და რაკეტების კუდებზეც

აბელის ცეცხლი უნდა ენთოს

Widget is loading comments...
ასევე იხილეთ
ფილიპ ლამანტია – გახილულება
თარგმანი, პოეზია, სხვადასხვა
ფილიპ ლამანტია – გახილულება
ელის ქოუენი
თარგმანი, სხვადასხვა
ელის ქოუენი
თეონა კომახიძე – ლექსები
პოეზია
თეონა კომახიძე – ლექსები
კიმ კიონ ჯუ – უცხო
თარგმანი, პოეზია
კიმ კიონ ჯუ – უცხო
ინტერვიუ კიმ კიონ ჯუსთან – ესაუბრა ჯეიკ ლევინი
ინტერვიუ
ინტერვიუ კიმ კიონ ჯუსთან – ესაუბრა ჯეიკ ლევინი
კიმ კიონ ჯუ – მეოცნებე
თარგმანი, პოეზია
კიმ კიონ ჯუ – მეოცნებე
ივა თადიაშვილი – სიტყვის სიზმრისებრობა
პოეზია
ივა თადიაშვილი – სიტყვის სიზმრისებრობა
ალენ გინსბერგი – ოდა მარცხს
პოეზია
ალენ გინსბერგი – ოდა მარცხს
მარი ჩხაიძე – ჩემს გულისცემას ყველა ხე გრძნობდა
პოეზია
მარი ჩხაიძე – ჩემს გულისცემას ყველა ხე გრძნობდა
19