პოეზია
ნათია გიორგაძე
***
შენ შეგიძლია მშვიდად იცხოვრო,
შენ შეგიძლია სტუმრად წახვიდე,
შენ შეგიძლია იმხიარულო,
შენ შეგიძლია იმარხულო,
შენ შეგიძლია შეისხა ფრთები…
მაგრამ შენ არ ხარ წვიმის ხმაური,
რომ ცისარტყელა გააჩინო მზის
შემხედვარემ. ვამბობ,
არავინ კვდება შემთხვევით!
მე
ამოვედი
ცაზე,
როგორც კარღია მთვარე,
და გესალმები ციდან,
შეცდები, ქვეყნად ვინც არ შეშლილა
სიყვარულით, ხმა გამაგონოს იმან…
***
თვალი ვადევნო
საფრთხის ქვეშ მყოფებს,
როგორც ჩამოშლილ
თვალის ბადურას,
როგორც დალაქს და
მის სამართებელს,
ის ოთხი მოკვდა
და გადარჩა
ცამდის მართალი,
ვცდილობ, გავერკვე
იმ ამბებში, იმ მოკლულებში,
რომ ბუს ნაშიერს,
ღამით უშიშარს,
მივცე სამშობლო –
თავისტკივილი.
– დამიტირე დედაჩემის
ტოლა ქალო,
უფრო მეტად, ვიდრე
ხევში წყალი მიდის,
უფრო ხშირად, უფრო სანდოდ,
ვიდრე მე ვარ
დასატირი.
Widget is loading comments...
ასევე იხილეთ
