პოეზია

ჩარლზ ბუკოვსკი

მთარგმნელი: თინა აგნუსი

ჩემი მამა

მამაჩემი იყო საოცარი კაცი.
მას ქონდა პრეტენზია, რომ იყო მდიდარი.
ჩვენ ვჭამდით ლობიოს, შვრიის ფაფასა და კონსერვებს.
როცა საჭმელად ვჯდებოდით, ის ამბობდა:
„ყველას როდი შეუძლია ჩვენსავით იკვებოს.“
ვინაიდან მას სურდა ყოფილიყო მდიდარი,
ან ის ფაქტიურად თავის თავს თვლიდა მდიდრად,
ის ყოველთვის ხმას აძლევდა რესპუბლიკელებს.
მან ხმა მისცა ჰუვერს რუზველთის წინააღმდეგ,
მაგრამ წააგო.
შემდეგ ხმა მისცა ალფ ლენდონს ისევ რუზველთის წინააღმდეგ
და ისევ წააგო.
და ამბობდა: ვერ გამიგია რა ხდება მსოფლიოში,
ალბათ წყეული წითლები არიან ისევ და მალე რუსები მოადგებიან ჩვენს ეზოებს.
მამაჩემი იყო, ვინც ბიძგი მომცა, გავმხდარიყავი მაწანწალა.
მე ვიფიქრე,
თუ მამაჩემისნაირ ადამიანს უნდა იყოს მდიდარი,
მე მინდა ვიყო ღარიბი.
და გავხდი მაწანწალა.
ვცხოვრობდი გროშებზე და
იაფფასიან საცხოვრებლებში და მეძინა პარკში სკამებზე.
ვიფიქრე, იქნებ მაწანწალებმა იციან რამე.
მაგრამ მაწანწალების უმეტესობას სურდათ მდიდრები ყოფილიყვნენ.
უბრალოდ ხელი მოეცარათ ცხოვრებაში.
მამაჩემსა და მაწანწალებს შორის ვიყავი და არსად მქონდა წასასვლელი
(არსად იყო სხვა გზა)
და წავედი სადღაც ჩქარა და ნელა.
არასოდეს მიმიცია ხმა რესპუბლიკელებისათვის,
არასოდეს.
და დავასამარე ჩემში ეს ყველაფერი ასობით ათასი უცნაურობების მსგავსად,
მილიონი ფუჭი უცნაურობების მსგავსად.

Widget is loading comments...
ასევე იხილეთ
ფილიპ ლამანტია – გახილულება
თარგმანი, პოეზია, სხვადასხვა
ფილიპ ლამანტია – გახილულება
ელის ქოუენი
თარგმანი, სხვადასხვა
ელის ქოუენი
თეონა კომახიძე – ლექსები
პოეზია
თეონა კომახიძე – ლექსები
კიმ კიონ ჯუ – უცხო
თარგმანი, პოეზია
კიმ კიონ ჯუ – უცხო
ინტერვიუ კიმ კიონ ჯუსთან – ესაუბრა ჯეიკ ლევინი
ინტერვიუ
ინტერვიუ კიმ კიონ ჯუსთან – ესაუბრა ჯეიკ ლევინი
კიმ კიონ ჯუ – მეოცნებე
თარგმანი, პოეზია
კიმ კიონ ჯუ – მეოცნებე
ივა თადიაშვილი – სიტყვის სიზმრისებრობა
პოეზია
ივა თადიაშვილი – სიტყვის სიზმრისებრობა
ალენ გინსბერგი – ოდა მარცხს
პოეზია
ალენ გინსბერგი – ოდა მარცხს
მარი ჩხაიძე – ჩემს გულისცემას ყველა ხე გრძნობდა
პოეზია
მარი ჩხაიძე – ჩემს გულისცემას ყველა ხე გრძნობდა
27