პოეზია
ალფონსინა სტორნი
ესპანურიდან თარგმნა თეონა კომახიძემ
შიშველი სული
ჩემი სული შიშველია,
შიშველია, შეშფოთებული მარტოსული,
და თავის ყვავილებს მიწაზე ყრის.
ჩემი სული ყაყაჩოს ჰგავს,
ის შეიძლება იყოს ლილია ან ია
კლდე, ჯუნგლები და ტალღა.
ქარიშხლის მსგავსად მოუსვენრად ტრიალებს
ღმუის როდესაც ზღვას ხედავს,
ან ჩრდილში ტკბილად ძინავს.
სული რომელიც განადიდებს თავის ლპობას
ღმერთებს მის დასაბრმავებლად არ ჩამოსულთ
სული, რომელმაც არ იცის ზღვარი.
სული, რომელიც გაზაფხულზე
ზამთარს სთხოვს: დაბრუნდი,
დაე, შენი თოვლი დაეფინოს ჩემს მინდვრებს.
სული, რომელიც როდესაც თოვს
იმ ვარდებთან ერთად ტირის
რომლითაც გაზაფხული გვემშვიდობება.
სული, რომელიც თავის პეპლებს გარეთ უშვებს
მინდვრებში, სიშორის და მანძილის მიუხედავად,
და ეუბნება: გათავისუფლდით სახლისგან.
სული, რომელმაც არაფერი იცის და ყველაფერს უარყოფს
სიკეთითვე ანადგურებს სიკეთეს
რადგან მისი ერთგულება ყველაზე საშიშია.
სული, რომელიც საკუთარ თავთან არის შეუსაბამოდ,
ქარის მსგავსად ტრიალდება და მირბის;
სული, რომელსაც სისხლი შეუჩერებლად სისხლი სდის
და ნავია ვარსკვლავებისკენ მიმავალ გზაზე
ასევე იხილეთ
