ანტონენ არტო

თარგმანი: ს.კ.

მე, ანტონენ არტო, ვარ ძე ჩემი,
მამა ჩემი, დედა ჩემი
და მე.

 

ერთი სიტყვაა, ერთი საგანი, რამაც არსი შეინარჩუნა
არსი, რომელიც არ გადანაცვლდა, რომელმაც აბსოლუტის წინაშე ყველა თავისი ანტიკური უპირატესობა დაიფარა
ეს სიტყვაა და საგნის სული
არსი, რომელიც გონს ერწყმის
საგნის არსის სული
როცა ვხედავ, როგორ ელის კლოდელი დამხმარეებად ამ საუკუნის დასაწყისის გონებს
შემიძლია ვიცინო, თუ ვხედავ სიტყვას გონს კარლ მარქსთან და ლენინთან
როგორც ამ ძველ შეუცდომელ არსს, ინკანტაციისთვის მარადიული მყოფობის
რომელსაც არსები უნდა შეერწყან
მაშინ ვეუბნები ჩემს თავს, რომ ეს მძღნერია, მძღნერის
ლაფი და ღმერთმა ლენინს აულოკა
და ზუსტად ასე არ იცვლებოდა ყოველთვის
და ღირს ღონე მოეხმაროს დასრულებას
სულერთია, იქნება თუ არა მსხვერპლი გასაღებად

 

სიტყვა, ეს არის აღსრულება, აზრის ეგზორციზმი, სიტყვა დევნის აზრს და კლავს, რასაც აძევებს, და ცოცხლობს გარეთ, მაგრამ მასში მკვდარია. ეს უარყოფა უბიძგებს მკვლევარს, უკეთ ეძებოს, რაც უარყოფილ იქნა.

 

არასდროს შემეძლო ატანა ლექსში – დიდებული პოეტის -, სემანტიკით, ისტორიით, არქეოლოგიით ან მითოლოგიით დასველების –
ლექსები არ განიმარტებიან.
შევეშვით ნძრევას ტექსტის კრიტიკის და ფორმის
ესთეტებისთვის, და მაინც ვხედავთ, რაც ნათქვამია, კვლავ არ ითქმება.

 

ცეკვას
და შესაბამისად თეატრს
არსებობა ჯერ არ დაუწყიათ

 

მე არასდროს და არსად აღმომიჩენია რამე
ჩემი ნამუშევრები დარჩებიან
მაგრამ უსახელოდ
მე, რომელიც უცნობ ენაზე ვსაუბრობ
ამოცნობადი აქცენტით

 

მე თეატრის მტერი ვარ
და ყოველთვის ვიყავი
ისევე ძალიან, როგორც მიყვარს თეატრი
და ამ მიზეზითვე ვარ, მისი მტერი.

 

უნდა დავუშვათ, რომ ესენციური დრამა, რომელიც ყველა დიდი მისტერიის სათავეა, სამყაროს შექმნის მეორე სტადიას სდევდა, ენერგიას, დუალობას, მატერიას და იდეის გამყარებას. ცხადია, იქ, სადაც წესი სიმარტივე და წესრიგია, არ შეიძლება იყოს თეატრი, არც დრამა, რადგან ნამდვილი თეატრი, სხვაგვარად, პოეზია – რომელიც მხოლოდ სხვა გზებზე – შედგება მასშივე ქმნილი ანარქიისგან.

Widget is loading comments...
ასევე იხილეთ
ფილიპ ლამანტია – გახილულება
თარგმანი, პოეზია, სხვადასხვა
ფილიპ ლამანტია – გახილულება
ელის ქოუენი
თარგმანი, სხვადასხვა
ელის ქოუენი
თეონა კომახიძე – ლექსები
პოეზია
თეონა კომახიძე – ლექსები
კიმ კიონ ჯუ – უცხო
თარგმანი, პოეზია
კიმ კიონ ჯუ – უცხო
ინტერვიუ კიმ კიონ ჯუსთან – ესაუბრა ჯეიკ ლევინი
ინტერვიუ
ინტერვიუ კიმ კიონ ჯუსთან – ესაუბრა ჯეიკ ლევინი
კიმ კიონ ჯუ – მეოცნებე
თარგმანი, პოეზია
კიმ კიონ ჯუ – მეოცნებე
ივა თადიაშვილი – სიტყვის სიზმრისებრობა
პოეზია
ივა თადიაშვილი – სიტყვის სიზმრისებრობა
ალენ გინსბერგი – ოდა მარცხს
პოეზია
ალენ გინსბერგი – ოდა მარცხს
მარი ჩხაიძე – ჩემს გულისცემას ყველა ხე გრძნობდა
პოეზია
მარი ჩხაიძე – ჩემს გულისცემას ყველა ხე გრძნობდა
36