პოეზია

პიტერ ორლოვსკი

თარგმანი: ს.კ.

მეორე ლექსი

 

ისევ დილა, არაფერი რაც უნდა გაკეთდეს,
პიანინოს ყიდვა შეიძლება ან ნამცხვრის გამოცხობა
ყველაზე ცოტა – ოთახის დალაგება,
კარზე რეკავენ, კატა შემოდის, მის უკან პატარა სპილო დგას ზოოპარკიდან
და ბლინებს მთხოვს – ვეჭვობ, ამ ჰალუცინაციებს დიდხანს ვეღარ ავიტან.
დროა მომდევნო სიგარეტს მოვუკიდო და ვწევ ფარდას
ვხედავ ჭუჭყს, რომელიც ნაგვის ურნას უერთდება.
ყინული არ გვაქვს და გრეიფრუტი გამომშრალია,
არის რაღაც, რასაც სიამოვნებით გავაკეთებდი ჩემს ოთახში, შემიძლია ვარდებს ვხატავდე
ან ლიფტი მქონდეს იატაკიდან საწოლამდე
ან საწოლში ვბანაობდე,
რისთვის ვიცხოვრო, თუ არ შევძლებ ჩემი ოთახისგან სამოთხის შემქნას?
დროის ვარდნა ჩემი თვალებიდან და წითელი ვარსკვლავის
ნთება სიგარეტის თავზე, მაგრძნობინებს როგორ ნაწევრდება ჩემი ცხოვრება
უფრო სწრაფად, ვიდრე მაკრატლით შეიძლებოდა მისი დანაწევრება.

ვიცი, თუ გავიპარსავდი,  პარაზიტები სამუდამოდ გაქრებოდნენ ჩემი
სახიდან. ხვრელებიც ჩემს ფეხსაცმელებში მხოლოდ დროებითია, მესმის ეს.
ჩემი ხალიჩა ჭუჭყიანია, მაგრამ ვისი ხალიჩა არ არის ჭუჭყიანი?
დგება ცხოვრებაში დრო, როცა ყველამ ნიჟარებში უნდა მოვშარდოთ, –
ახლა ფანჯრების შავად შეღებვა მჭირდება.
უზრდელობის გამო თეფშის ძირს დაგდება, ან სულაც შეეშვი, იყავი უდანაშაულო
და აცადე, თვითონ ჩამოვარდეს, როცა მაგიდაზე შედგები,
სარკის წინ გამოვიყურები, როგორც საჰარას მოჩვენება,
ან საწოლში – მტირალი მუმია, რომელიც ცდილობს ისუნთქოს ან მაგიდაზე,
როგორც ნაპოლეონი,
მაგრამ ახლა სხვა რამეა მთავარი – ჩემი საცვლების გარეცხვა, ორი
თვის მერე –
რას მეტყოდნენ დეიდები ამის თაობაზე?
როგორ შემიძლია ვრეცახვდე ტანსაცმელს – რატომ ვიქნებოდი, ვიქნებოდი, ვიქნებოდი ქალი, თუ ამას ვიზამდი,
არა, მეტ დროს დავუთმობდი ფეხსაცმლის წმენდას, ვიდრე ამას და რაც შეეხება იატაკს,
უფრო მაგარია, ღებავდე, ვიდრე გვიდე,
და ჭურჭელს: შემიძლია ვრეცხავდე, თან შეიძლება ლანჩამდე რამის შოვნაზე ვიფიქრო.
ჩემი ცხოვრება და ჩემი ოთახი ორი გიგანტური შეცდომაა, რომლებიც ყველგან თან მდევენ,
მადლობა ღმერთს, უდანაშაულო ვარ ბუნების წინაშე.
დავიბადე იმისთვის, რომ მახსოვდეს სიმღერა სიყვარულზე – ბორცვზე პეპელაა,
ჭიქას ავსებს, რომლიდანაც ვსვამ და ყვავილების ხიდის გავლით სახეტიალოდ მივემართები.

Widget is loading comments...
ასევე იხილეთ
ფილიპ ლამანტია – გახილულება
თარგმანი, პოეზია, სხვადასხვა
ფილიპ ლამანტია – გახილულება
ელის ქოუენი
თარგმანი, სხვადასხვა
ელის ქოუენი
თეონა კომახიძე – ლექსები
პოეზია
თეონა კომახიძე – ლექსები
კიმ კიონ ჯუ – უცხო
თარგმანი, პოეზია
კიმ კიონ ჯუ – უცხო
ინტერვიუ კიმ კიონ ჯუსთან – ესაუბრა ჯეიკ ლევინი
ინტერვიუ
ინტერვიუ კიმ კიონ ჯუსთან – ესაუბრა ჯეიკ ლევინი
კიმ კიონ ჯუ – მეოცნებე
თარგმანი, პოეზია
კიმ კიონ ჯუ – მეოცნებე
ივა თადიაშვილი – სიტყვის სიზმრისებრობა
პოეზია
ივა თადიაშვილი – სიტყვის სიზმრისებრობა
ალენ გინსბერგი – ოდა მარცხს
პოეზია
ალენ გინსბერგი – ოდა მარცხს
მარი ჩხაიძე – ჩემს გულისცემას ყველა ხე გრძნობდა
პოეზია
მარი ჩხაიძე – ჩემს გულისცემას ყველა ხე გრძნობდა
29