პოეზია

ზურა ნეფარიძე

ქალაქი მაგნეტიზმში და ტკივილებში

შენ ფეთქავ შენსა და ვიღაც შენს შორის
როცა შენი ხმა გესმის ვინმეს პირიდან ვარდები ნაწლავში სადაც მუშაობენ იქ არარსებული ჭიები როცა შენი ხმა გესმის იღვიძებენ ისინი
და წევ თავს მაღლა და გადიხარ ქალაქში რომელსაც
და გადიხარ ქალაქში რომელსაც საკუთარი ტკივილები აქვს ღირსებებთან და მაგნეტიზმთან ერთად
იქ შენ თვლემ ლოდინის რეჟიმში პირდაუბანელი თხასავით
მალვით უყურებ ქუჩებს რომლებშიც ხატავ გეომეტრიულ ოცნებებს ცოტაოდენ მარიხუანასთან ერთად და არ გრძნობ თავს სულწართმეული მაწანწალასავით
დაძველებული კედლები თაბაშირის კარაქით გრაფიტდებიან
განთიადის ნისლში ამთქნარებს ნიმფეტი ქუჩის კუთხეს აყუდებული
ის ნერვული ჟღრიალა ბგერებით ირთობს თავს
და ლავიწებს შორის ოფლიანი ღრუ – მოცახცახე წერტილი
მასში ჩაღვრილი ღამენანთხევი მაღალი ძაბვის შეგრძნებებით ამარაგებს სინქრონულ ქუჩას
სინქრონულ ქუჩას ხვრელიდან ამომძვრალი მშიერი თაგვივით გაჰყევი
და თვალს აყოლებ ღარიბ ტურისტთა ავტოსტოპს რომელიც ვერ სცდება მტკვრის სანაპიროს ცხელ-ცხელ ბილბორდებს
თბილისი აავსეს ზურგზესახლმოგდებულმა ჭიანჭველებმა
ჩვენ მათ ველით და ისინიც ელიან ჩვენს სალამს ღიმილს და მითოსურ ქმედებებს…
(ვერ) შეითვისე მუხრუჭთა მელანქოლია სანამ მათ მსხვრევაში სიტყვებს აქრობ და ხარჯავ
მთებსა და ქალაქს შორის ჩამდგარია შუაღამის სიყვითლე
ტრაილერები ღმუიან ქუჩებში
და როგორღაც მწვანეა მათ შორის მცენარეები
შეყვარებულებს ძინავთ დაცარიელებულ პარკებში მქრქალ ლამპიონთა ქვეშ
ჩვენ ვხეთქავთ სიცილს ქაოტურ ხმაურში და ხმაური იკვრება ჰერმეტულ მდუმარებად
მე ცოტაოდენ ამღვრეული თვალებით გესალმები მათში ჩამდნარი კითხვის ნიშნით და უარყოფილი მზერით ადრესატებს ვფანტავ
ჩვენს შორის რა წარღვნამდელი ტკივილი იწვის?
რით გამოირჩევიან ეს ლექსები ფოტოები და სიტყვები რომლებმაც მიისაკუთრეს ჩემი ოთახის კედლები?
ვფიქრობ და დავდივარ ზურგზე კითხვის ნიშნებით
დიაგონალურად წელვად ოთახში სადაც ცეცხლი თავის სულს ტოტზე წვავს
და ვგრძნობ ქალაქს რომელსაც საკუთარ ტკივილებს ექსტრავერტულ სუნთქვაში ფანტავს აქცევს მას შუაღამის ბიზნესად

მამაკაცი ღამის ეშაფოტზე
ამ ღამეს
შლადი წელვადი სახეებიდან ფარულ სურვილთა ნაკადი იღვრება
ამ ღამეს
ხიდის შუაში დგას ძაღლი და ყეფით აფრთხობს მანქანებს
ამ ღამის ცაზე
ღვიძლის ღრუბლები ჩაბეტონებულან
რომლის დაბლაც სიცილი ერთგვარი მისტიკური ჩურჩულია – კავშირგაუბმელი კორპორაციული თავდავიწყება გარემოს აღქმის დროს
მოწყენილობის ჟამს შენ ხარ დამოუკიდებელი თბილისელი მათხოვარი
ჩვენ ვერ თანავუგრძნობთ ერთმანეთს ვერმიღწევად უკეთესად გახდომის სურვილს
გთხოვ დავივიწყოთ ეს
მხოლოდ და მაშინ – წამიერ სურვილთა ფეთქებადობაში
ჩვენ ხომ ვეძებთ ვინმეს ვინც ჩვენთან ერთად გააგრძელებს მგზავრობას უსაზღვრო ემოციურობის მატარებელში და გადაგვარჩენს დამთრგუნველი მამაკაცური გარემოსგან რომელშიც დამარცხებამდე ვსვამთ ალკოჰოლს. მერე ვღიზიანდებით ბიპოლარული კლოუნებივით და ვხედავთ სახის წვერს მიღმა უხეშგარსიან ძვლებს და ხასიათს დაუხარჯავი აგრესიისას
ასე ჩვენ ვზივართ მარგინალური გზებისკენ მხოხავ ორთქლმავალში
სადაც მხოლოდ ბოთლსშეტოვებული, მიტოვებული მამაკაცები ზიან
ზიან და უმღერენ უღრენენ ერთმანეთს თვალებში ყოველი ჩახედვისას პოსტჰარმონიული კვდომის წუთებში
ფიქრებში ღრმად წასვლისას ცივ შეხებათა მწკრივი გამოაცოცხლებს ჩემს მკვდარ ხელებს
არის წუთები გამთენიისას როცა ქალაქთა პულსაციას განაგებენ ძაღლები რომელთაც კუდებს უწვავთ მოუსვენრობა რომლებსაც ჭამენ რწყილები
ჩიტები რომლებიც მიუხედავად ყველაფრისა მოქანავე ტოტებზე მღერიან
ქარხნები რომელნიც ხალხის და ჰაერის ენერგიას ცოხნიან სანაცვლოდ პურისა და სიგარეტისა და აფურთხებენ ფილტვის სისხლიან პაშტეტებს
კიდევ ათასი გამოუცნობი უხეში ბგერა რომლებიც ნაომარი სპეტრმატოზოიდებივით დაჰქრიან მუწუკებივით ამოზრდილ ქალაქთა თავზე
Widget is loading comments...
ასევე იხილეთ
ლუიზა გლუქი – დამხრჩვალი ბავშვები; მესინჯერები
თარგმანი, პოეზია
ლუიზა გლუქი – დამხრჩვალი ბავშვები; მესინჯერები
ბერნადეტ მაიერი
თარგმანი, პოეზია
ბერნადეტ მაიერი
ივა თადიაშვილი – “გინახავს სადმე ცოცხალი ინდიელი?”
პოეზია
ივა თადიაშვილი – “გინახავს სადმე ცოცხალი ინდიელი?”
saturnlyrik, 2024
თარგმანი, პოეზია
saturnlyrik, 2024
ანტონენ არტო – რათა დასრულდეს ღმერთის სამსჯავრო
თარგმანი, პოეზია, სხვადასხვა
ანტონენ არტო – რათა დასრულდეს ღმერთის სამსჯავრო
ვისენტე უიდობრო – ალტაზორი ანუ მოგზაურობა პარაშუტით
თარგმანი, პოეზია
ვისენტე უიდობრო – ალტაზორი ანუ მოგზაურობა პარაშუტით
რობერტო ბოლანო – ლექსები
თარგმანი, პოეზია
რობერტო ბოლანო – ლექსები
გვანცა ბახუტაშვილი – ლოცვები და შელოცვები
პოეზია
გვანცა ბახუტაშვილი – ლოცვები და შელოცვები
ფილიპ ლამანტია – გახილულება
თარგმანი, პოეზია, სხვადასხვა
ფილიპ ლამანტია – გახილულება
66