პოეზია

ივა თადიაშვილი

გინახავს სადმე ცოცხალი ინდიელი?

გინახავს სადმე ცოცხალი ინდიელი?

ცილოვან ბარტყებს რომ ყლაპავს დილ-დილაობით.

ხანაც ჩიტებს, ჭამს ჩიტებს,

რომლებიც მხოლოდ ყაყაჩოს ნექტარს ჭამდნენ.

გინახავს სადმე ცოცხალი ინდიელი?

ირმების ჯიშს რომ უსაფრდება თავის წილ ნაკადულთან:

კრაზანების თაფლით მოთხვრილ სხეულზე, რომ მიუკრავს ჭადრის ფოთლები,

და შავ იაგუარსაც რომ ატყუებს ვითომ მხეცია.

გინახავს სადმე ცოცხალი ინდიელი?

მარად კოკას ფოთლებს რომ ღეჭს ნადირობიდან ნადირობამდე.

და ნადირობით, თავად მოცინარ ღმერთებს დასცინის.

გინახავს სადმე ცოცხალი ინდიელი?

უდანაშაულოს და დამნაშავეს მარტივად რომ არჩევს მობალახე ალპაკათა ჯოგში

და კოიოტებთანაც ათევს ღამეს, თუ საქმეს სჭირია.

გინახავს სადმე ცოცხალი ინდიელი?

ირმის ლეშად რომ იქცა, მკვდარი კლდის სვავებთან სამეგობროდ

და დამსხვრეულ კუს ეთაყვანება, კლდეზე ცოცვისას.

გინახავს სადმე ცოცხალი ინდიელი?

ბელადის გულს რომ ჩამოკიდებს დარიჩინის ტოტზე,

ვულკანის ფერფლის გასაფანტად, გამომშრალი მიწიდან.

გინახავს სადმე ცოცხალი ინდიელი?

ქალღმერთები რომ უვარცხნიან მთვარიან თმას,

აცლიან ასკილის ბუნტყლებს, გულის ფატვრის მოლოდინში.

გინახავს სადმე ცოცხალი ინდიელი?

თვისი თესლი ლურჯ ლეღვად რომ ჰქმნა,

ინდიელმა, ქალწულების საფეხმძიმოდ,

მდინარეში შიშვლად შესულმა.

გინახავს სადმე ცოცხალი ინდიელი?

ანდა მისი პირმშო,

გველებს დედის რძეს რომ უნაწილებს, და

ენოტებსაც მოაქვთ მასთან მკვდარი მინდვრის თაგვები.

გინახავს სადმე მისი კულულები, ანდა მისი ფრჩხილი

ან მისი ნაკვალევი.

გინახავს სადმე ცოცხალი ინდიელი?

Widget is loading comments...
ასევე იხილეთ
ლუიზა გლუქი – დამხრჩვალი ბავშვები; მესინჯერები
თარგმანი, პოეზია
ლუიზა გლუქი – დამხრჩვალი ბავშვები; მესინჯერები
ბერნადეტ მაიერი
თარგმანი, პოეზია
ბერნადეტ მაიერი
ივა თადიაშვილი – “გინახავს სადმე ცოცხალი ინდიელი?”
პოეზია
ივა თადიაშვილი – “გინახავს სადმე ცოცხალი ინდიელი?”
saturnlyrik, 2024
თარგმანი, პოეზია
saturnlyrik, 2024
ანტონენ არტო – რათა დასრულდეს ღმერთის სამსჯავრო
თარგმანი, პოეზია, სხვადასხვა
ანტონენ არტო – რათა დასრულდეს ღმერთის სამსჯავრო
ვისენტე უიდობრო – ალტაზორი ანუ მოგზაურობა პარაშუტით
თარგმანი, პოეზია
ვისენტე უიდობრო – ალტაზორი ანუ მოგზაურობა პარაშუტით
რობერტო ბოლანო – ლექსები
თარგმანი, პოეზია
რობერტო ბოლანო – ლექსები
გვანცა ბახუტაშვილი – ლოცვები და შელოცვები
პოეზია
გვანცა ბახუტაშვილი – ლოცვები და შელოცვები
ფილიპ ლამანტია – გახილულება
თარგმანი, პოეზია, სხვადასხვა
ფილიპ ლამანტია – გახილულება
189