პოეზია

ს.კ.

შემეძლო შევხებოდი შიშს სითბოს

შემეპყრო

მომესმინა მათი სიმღერებისთვის

დილაზე

დილის სიმღერები თავქვეშ და ზემოთ

იბერებოდა

ოთახში ქვები ქვები გარეთ ქვები თვალებში ქვები ნათურებში

რას ყვებიან მათი ქვები

სინათლეები

სადაც ღამე იწოვს დღეს ღამე შობს მღრნღელებს

კედლებისთვის სიზმრებისთვის

მუსიკას ირჩევ და ივიწყებ ყველა თავს

რომელიც გასხია

ხაზები ლიანდაგები ბურზუმი ცეკვისთვის

ხმები კლავიშებისგან ხმები სიბნელის კლავიშებისგან

თმებს გიფრთხობს გიშლის

«მაგრამ მზემ მითხრა: მინდა, ვანათებდე» – ბავშვი

საკუთარ წლებს ითვლის და ვარსკვლავებს

მთვარის სხეულო

ოთახიდან მაცივრიდან ონკანებიდან

მოისმინე დრიადების ხმა – ჩემი მცენარეების წყალი

იღვრება

ისინი მიდიან ქარში ქარის ხმაში

ახალია და მხოლოდ შია

მაინი ნაპირებზე

სადაც შევჩერდით შეჩერდნენ ფეხსაცმელები

სანამ

ოთახისგან თავს იხსნიან

ზურგჩანთები ყუთები გიტარები

წვავ მღერი

წვავ მღერი

იისფერი კუბების კედლებისთვის

თმა წყალი ხორცი სირცხვილი ქუდი პირი რკალები ბინდი ბავშვი სივიწროვე წესრიგი ყვავილები სიცილი გაჩუმება კვდომა

სარკეს კერავ ბადეს ამსხვრევ

ფერად ძაფებს ვერცხლმინებს

თვალებიდან

ეს ხმები და რიტუალები

შენი ღამის ვარსკვლავებს ეფარებიან

ცეცხლის მუსიკაა მცენარეები შრებიან

ეშვებიან

უსათაური ცის და ვარდის ფერის

ყურებში შავი ხვრელები

ფრენკ უოლტერ

ხმელ მწვანე მცენარეებში

ნაჭრის სხეულებში აქ მათ თოკით კრავენ

სუროებით

წრე, სპირალი, წრის გამეორება – სპირალი

ოთახის შიშის

 

მტვრის ასაკრობად

საცხოვრებლად ახლა

შემიძლია სახლი ავაწყო

 

არ

დაიმახსოვრო ლექსები რომლებსაც წერ

შეხედე ყვითელ ფურცლებს

ნაწყვეტებს მათგან ლაქებს მათზე – სიტყვებს

შემთხვევებს – პირიდან აჭმევს თხევად მასად გადაქცეულ საკუთარ შინაგან ორგანოებს –

მატრიფაგია მუსიკით

დღეო

შენს ტრასებზე ანგრევს ქარი ამ ნაბიჯებს ნაპირებამდე სიცილამდე პალმებამდე

იველინა ხიდთან საკუთარ სხვის სხეულთან გვის ქვიშას

მიწას აშიშვლებს

ფურცლები ეკრანები ყავარჯნები შენთვის

სიტყვებისთვის

რომლებსაც შიშველს უმხელენ

არაფერს წყვეტენ

 

დედას შობს ბავშვი

მისი ხმა რძიანია ლურჯი ბგერით

თეთრი დასვრილი წყლით

ველები კორნელი ცეკვა ავტობუსში

წითელი ბეჭედი წითელი თვლები

 

როცა მუსიკა წყდება და ისევ ისმის

კვებე შიში

მშიერ ქალაქში ნაბიჯებისგან

ბაღებში გხვდება ყვითელი თასმებით ყელზე

ხელს გართმევს, ლექსებს.

გიყვარდეს კრთოდე გახსოვდეს

რომ იცინიან

რომ კვდებიან

Widget is loading comments...
ასევე იხილეთ
ლუიზა გლუქი – დამხრჩვალი ბავშვები; მესინჯერები
თარგმანი, პოეზია
ლუიზა გლუქი – დამხრჩვალი ბავშვები; მესინჯერები
ბერნადეტ მაიერი
თარგმანი, პოეზია
ბერნადეტ მაიერი
ივა თადიაშვილი – “გინახავს სადმე ცოცხალი ინდიელი?”
პოეზია
ივა თადიაშვილი – “გინახავს სადმე ცოცხალი ინდიელი?”
saturnlyrik, 2024
თარგმანი, პოეზია
saturnlyrik, 2024
ანტონენ არტო – რათა დასრულდეს ღმერთის სამსჯავრო
თარგმანი, პოეზია, სხვადასხვა
ანტონენ არტო – რათა დასრულდეს ღმერთის სამსჯავრო
ვისენტე უიდობრო – ალტაზორი ანუ მოგზაურობა პარაშუტით
თარგმანი, პოეზია
ვისენტე უიდობრო – ალტაზორი ანუ მოგზაურობა პარაშუტით
რობერტო ბოლანო – ლექსები
თარგმანი, პოეზია
რობერტო ბოლანო – ლექსები
გვანცა ბახუტაშვილი – ლოცვები და შელოცვები
პოეზია
გვანცა ბახუტაშვილი – ლოცვები და შელოცვები
ფილიპ ლამანტია – გახილულება
თარგმანი, პოეზია, სხვადასხვა
ფილიპ ლამანტია – გახილულება
80