პოეზია

დაიან დი პრიმა

თარგმანი: ს.კ.

საიდუმლო
იღებ სულერთია საით მიდიხარ
არც გულგრილობისგან
არც უდარდელობისგან.
გიყვარს რუკები.
მაშინაც როცა ტყუიან
მათ იქ მიგიყვანეს.
ყველაზე დიდი საიდუმლო
შესაძლოა გესიზმრა
რუკები, შესაძლოა
წვავდი მათ. როგორც ყოველთვის
ისინი აქ არ არიან.
და არის ჩრდილოეთი ყველგან.

 

პიგპენისთვის

ხავერდი ენის წვერზე,
ზღვარზე ტვინის, იყო
ხავერდი. ისტორიის ზღვარზე.

ხმა იყო სინათლე.      როგორც გამოყვანა
უძველესი ასოების შენი თითებით იატაკზე
სამეჯლისო დარბაზის.
ისინი მოდიოდნენ და გვტოვებდნენ, სასტუმროს სტუმრები
დიდებული გეთსბის მსგავსად.
და აოცებდათ მუსიკა
ხმა სინათლის.

ძარღვები, აცდენილი მოძრაობები
სინათლის.      ავრორა ბორეალისი
სასაფლაოებზე.      ყეფა.      ყმუილი.

ისტორიის ზღვარზე & დრო არ
იყო.

ძახილი.      წრეზე სიარული
სუნთქვის.      ყველა მომავლის.      დრო
იყო ეს შუქი & ხმა მისგან
იღვრებოდა.

ირხეოდა
და ეცემოდა ლურჯ ფანჯრებს ქვემოთ. შეცდომებით.
და მეტისმეტი ქარით.

გავივლით.
წრეებს შევმქნით.      ცარიელს საათებივით.
გაყოფილი ხავერდი, ტკენა, ზღვარზე
ისტორიის.

 

რევოლუციური წერილი #22

რა გინდა რომ იცოდნენ შენმა შვილებმა, გაინტერესებდეს
ესმოდეთ ფაქტორიზაცია, ქიმიური ფორმულები, რიცხვთა
თეორია, განტოლებები, ფილოსოფია, სემანტიკურ-
სიმბოლური ლოგიკა, ლათინური, ისტორია, ეგრეთ წოდებული, რაც
მხოლოდ ისტორიაა დასავლური ადამიანის გონების, ყველაზე უინტერესო
უამრავი მანიფესტაციისთვის ამ პლანეტაზე?
//
ზრუნავდე
სწავლობდეს ჭამას ტყიდან, გაშლას
მოტეხილი ხელის, კემსვას
საკუთარი ტანსაცმლის, მარტივად კვებას, ყოლას
ხბოს ან ბავშვის? თუ იქნებიან მანქანები, შეეძლება
მათ გარეშე გზის გაგრძელება?
როგორ დაეუფლება მათ, მათ სად ისწავლის
თაბაშირის ყუთში მყოფი ან მყოფი
უფრო დიდ ცემენტის ყუთში, სახელად ‘სკოლა’, რომელიც ფურცლებს ეხება,
დილიდან საღამომდე, წარმოებას არა თიხის არა ნაღმის, არა
პიგმენტი, დება არცერთი ნერგის შავ მიწაში
გაზაფხულის, როგორ უნდა
იცოდეს დაჭერა კურდღლის, აგება ნავის,
გზის პოვნა ვარსკვლავებით, ან მყარი ნიადაგის –
დასაძინებლად, რას აკეთებს ყველა ამ წლის განმავლობაში
მასში, თითქოს პლანეტა არაფერია გარდა
მზიდის, მზის გარშემო ჩვენი პლასტმასის კონსტრუქციებისთვის

Widget is loading comments...
ასევე იხილეთ
ლუიზა გლუქი – დამხრჩვალი ბავშვები; მესინჯერები
თარგმანი, პოეზია
ლუიზა გლუქი – დამხრჩვალი ბავშვები; მესინჯერები
ბერნადეტ მაიერი
თარგმანი, პოეზია
ბერნადეტ მაიერი
ივა თადიაშვილი – “გინახავს სადმე ცოცხალი ინდიელი?”
პოეზია
ივა თადიაშვილი – “გინახავს სადმე ცოცხალი ინდიელი?”
saturnlyrik, 2024
თარგმანი, პოეზია
saturnlyrik, 2024
ანტონენ არტო – რათა დასრულდეს ღმერთის სამსჯავრო
თარგმანი, პოეზია, სხვადასხვა
ანტონენ არტო – რათა დასრულდეს ღმერთის სამსჯავრო
ვისენტე უიდობრო – ალტაზორი ანუ მოგზაურობა პარაშუტით
თარგმანი, პოეზია
ვისენტე უიდობრო – ალტაზორი ანუ მოგზაურობა პარაშუტით
რობერტო ბოლანო – ლექსები
თარგმანი, პოეზია
რობერტო ბოლანო – ლექსები
გვანცა ბახუტაშვილი – ლოცვები და შელოცვები
პოეზია
გვანცა ბახუტაშვილი – ლოცვები და შელოცვები
ფილიპ ლამანტია – გახილულება
თარგმანი, პოეზია, სხვადასხვა
ფილიპ ლამანტია – გახილულება
81